ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათქვამები


ამ პოსტში ნახავთ ბრძნულ ფრაზებს ილიას სხვადასხვა ნაწარმოებებიდან და არა მხოლოდ.

  • დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თავისა.
  • თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: “ნანერგითა შენითა მარგე”.
  • პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
  • პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.
  • რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.
  • კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.
  • ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
  • შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.
  • წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.
  • ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.
  • ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.
  • ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.
  • თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.
  • კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
  • ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.
  • მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.
  • სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.
  • ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
  • ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
  • ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.
  • ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.
  • ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.
  • ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.
  • ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
  • დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო.
  • ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.
  • ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, – და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.
  • ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
  • თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
  • კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
  • სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.
  • სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.
  • რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.
  • ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.
  • ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
  • ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.
  • ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.
  • ერთი “მაქვს” სჯობს ათას “გქონდა-ს”.
  • დროზე ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.
  • პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.
  • ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.
  • უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.
  • ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.
  • მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.
  • ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.
  • დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.
  • ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი კი – იმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.
  • მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.

ავტორი: PigeonMan

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • iulia

    მაგარია

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC