არქივი

მოვკვდი სიცილით…

4a8837b1e23b
ყველამ ვიცით, რომ არის ასეთი გამოთქმა: “მოვკვდი სიცილით”… გასაგებია, რომ ეს უბრალოდ სიტყვის მასალაა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და მართლაც არის ოფიციალურად დაფიქსირებული რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანის სიკვდილის მიზეზი სიცილი ყოფილა. გაგრძელების შემდეგ სწორედ ამ ფაქტებზე გიამბობთ…

დღეისათვის მსოფლიოში დარეგისტრრებულია 7 ასეთი ფაქტი:

1. Alex Mitchell, 24 მარტი 1975 წელი

50 წლის მშენებელი ალექს მიტჩელი ქალაქ კინგს ლიდან (ინგლისი), გარდაიცვალა სიცილისგან, როდესაც ტელევიზიით უყურებდა კომედიურ ტელე-შოუს სახელად “The Goodies”. ეპზოდი რომელზეც ასე გააცინა ალექსი “Kung Fu Kapers”-ის სახელითაა ცნობილი.

(ფრთხილად უყურეთ თქვენც მაინც რაიცი რა ხდება :D )

მისი ცოლი ჰყვება, რომ ალექსი 25 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად იცინოდა, შემდეგ გადაბრუნდა გვერდზე და გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი – გულის შეტევა.

დაკრძალვის შემდეგ ქვრივმა წერილი გაუგზავნა შოუს შემქმნელებს სადაც სულ რამოდენიმე სიტყვა ეწერა: ” დიდი მადლობა, თქვენი წყალობით ის ბედნიერი მოკვდა”

2. Ole Bentzen, 1989 წელი

1989 წელს სიცილით გარდაიცვალა ბავშვთა ექიმი ოლე ბენტზენი, ისიც ტელევიზიით უყურებდა ანიმაციუფ ფილმს “თევზი სახელად ვანდა”. ექმებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის წინ მისი გულის რითმი შეადგენდა 200-500 დარტყმას წუთში. ოლეს დედა, იმ დროისთვის სადილს უმზადებდა შვილს და ჰყვება, რომ მისი შვილი იცინოდა ისე როგორც არასდროს იმ მომენტში. შემდეგ კი უცებ გაჩუმდა და ეგრევე გარდაიცვალა.

3. Damnoen Saen-um, 2003 წელი

2003 წელს ტაილანდში სიცილისგან გარდაიცვალა 52 წლის ნაყინის გამყიდველი სახელად დამნოიან საენ-იმი. მისი ცოლი ჰყვება, რომ ეს მოხდა გვიან ღამით, როდესაც ყველას ეძინა. ის მისი ქმრის ხმამაღალმა სიცილმა გააღვიძა, შეეცადა ქმრის გაღვიძებას, მაგრამ ვერაფერი იღონა. 3 წუთიანი ინტენსიური სიცილის შემდეგ კაცის გულმა მუშაობა შეწყვიტა. ზუსტი მიზეზი სიკვდილისა ვერ დაადგინეს.

4. ჩვ. წ. აღ. მე-3 საუკუნე

იმ დროისათვის ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი სახელად ხრისიპუსი ასევე სიცილისგან გარდაიცვალა. არსებობს ორი ვერსია და აქედან ერთ-ერთი სიმართლეა, ზუსტად რომელი დაუდგენელია.

d9c183c0a3bd

ვერსია 1: ხრისიპუსმა ღვინით დაათრო თავისი საყვარელი მაიმუნი და ისე გაერთო მთვრალი ცხოველის ქცევებით მოხიბლული, რომ სიცილსგან იატაკზე გორავდა და შეუჩერებლივ იცინოდა.

ვერსია2: “გენიალურმა” ფილოსოფოსმა დაათრო თავისი საყვარელი ვირი და შემდეგ მისი შემყურე, თუ როგორ ცდილობდა საცოდავი ცხოველი ლეღვის ჭამას, გარდაიცვალა.

5. ძველ საბერძნეთში ასევე ცხოვრობდა წინასწარმეტყველი კალხასი, რომელმაც თავისი სიკვდილის დღე იწინასწარმეტყველა და როდესაც ეს დღე დადგა და წინასწარმეტყველება არ ახდა, კალხასმა სიცილი დაიწყო და ეგრევე გარდაიცვალა.

6. სიცილით გარდაიცვალა ბირმის მეფეც ნანდი 1599 წელს. სიცილი გამოიწვია ერთი იტალიელი პოეტის ნათქვამმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეფის გარეშე ვენეცია თავისუფალი სახელმწიფო იქნებბოდაო.

7. 1660 წელს შოტლანდიელი არისტოკრატი ტომას ურკვატი სიცილისგან გარდაიცვა, როდესაც გაიგო, რომ კარლ II მეფე გახდა

*****************************************************************************
*****************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button