ძაღლები, კატები და ჩვენ
პოსტი შეეხება კატებს და ძაღლებს. ვისაც ეს ცხოველები გიყვართ, ვფიქრობ მოგეწონებათ.
■ 5 500 წლის წინათ ძველმა ეგვიპტელებმა მოიშინაურეს ველური კატა. მათ კატას “მაუ” დაარქვეს და თაყვანს სცემდნენ ქალისსხეულიან და კატისთავიან ღვთაებას – ბასტს.
■ მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში ახსოვს ძაღლს, რაც მის თვალწინ მოხდა, კატა ასეთ ინფორმაციას 16 საათის განმავლობაში იმახსოვრებს.
■ კატის თითო ყურში 32 კუნთი მუშაობს. კატას ჩვენზე მეტი ძვალი აქვს: 230 – 206-ის წინააღმდეგ; ხერხემლის მალებიც ჩვენზე მეტი აქვთ: 30 – 24-ის წინააღმდეგ. ამიტომაა კატა ასეთი მოქნილი.
■ ძაღლს 500 000 სხვადასხვა სუნის ამოცნობა და დამახსოვრება შეუძლია, ადამიანს მხოლოდ 80-90-ის.
■ პლანეტაზე 100 ჯიშის 400 მილიონი კატა ცხოვრობს. ყველა კატას შეუძლია შეძვრეს იქ სადაც მისი თავი შეეტევა.
■ კატების უმრავლესობა ცაციაა.
■ ადამიანმა ძაღლი 10 000 წლის წინ დაიმეგობრა. ძაღლს შეუძლია, გაიცინოს და აქვს მუსიკალური სმენა.
■ ძაღლის ყველაზე ძველი ჯიშებია ჩაუ-ჩაუ, პეკინესი და ციმბირული ლაიკა.
■ არაფრით არ შეიძლება ხვადი კატა სამფერი იყოს. თუ კატა სამფერი შეფერილობისაა, დარწმუნებული იყავით, რომ ის დედალია.
■ თუ კატა შავ-წითურია, რაც ძალიან იშვიათია, მას გამრავლების უნარი არ აქვს – სტერილურია. (მე მყავდა ასეთი)