არქივი

ფაქტები (news)

9805565b8e2d ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი, იძულებული გახდა პირადი დაცვის თანამშრომლებისგან 3 ათასი გირვანქა სტერლინგი ესესხა, წერს გაზეთი გამომცემლობის მონაცემებით, პრინცმა ჩარლზმა 2007 წელს ფული ”მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად” ისესხა. თანხა კორპორატიული საკრედიტო ბარათიდან მოხსნეს, რომლითაც სამეფო ოჯახის დაცვის თანამშრომლები სარგებლობენ.

5edacb1efb1e ბიზნესმენმა სერგეი ვერემეენკომ უფროს ქალიშვილს დაბადების დღეზე მის მფლობელობაში არსებული “ცენტრკომბანკის” აქციების 50% აჩუქა. “უფროს ქალიშვილს ნახევარი ბანკი ვაჩუქე, – აღნიშნა ვერემეენკომ ჟურნალისტებთან საუბარში, – მზა საწარმოში მოუწევს მუშაობა, არავის არ უნდა დაუმტკიცოს, რომ რამეს გაკეთება შეუძლია, რადგან ის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელად დაიბადა”.

7dd9a44ecdce როგორც გაირკვა, 1924 წელს საფრანგეთის სპეცსამსახურები ჰიტლერს უთვალთვალებდნენ. საფრანგეთის ეროვნული არქივების დირექტორ იზაბელ ნეშვანდერის განცხადებით, ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არქივის თანამშრომლებმა ე.წ. “რკინის ყუთში” ჰიტლერის დოსიე აღმოაჩინეს.

დოსიეში ჰიტლერი ხან “ადოლფ იაკობად”, ხანაც “ჟურნალისტად” არის მოხსენიებული. მეტსახელი – “ჟურნალისტი” იმ დროს ნაცისტების მიერ ნაყიდ მიუნხენურ გაზეთ Volkischer Beobachter-ში ჰიტლერის მუშაობას უკავშირდება, “იაკობი” კი მას შემთხვევით მიაწერეს.

e3f81d7fce40 იტალიის პრემიერ-მინისტრის ახალი სასამართლო პროცესი, რომელსაც თავად პრემიერი არ დაესწრება, მილანში გაიმართება. ბერლუსკონი კორუფციაშია ბრალდებული.

ბრალდების მხარის ვერსიით, ბერლუსკონიმ თავის ყოფილ ბრიტანელ ადვოკატს, დევიდ მილსს, მოსყიდვის მიზნით, 600 ათასი დოლარი გადაუხადა. ამ თანხის სანაცვლოდ ადვოკატს, ”Fininvest” ჯგუფის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოსვლისას, კომპანიის მიერ 1990-იან წლებში საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული ფინანსური ოპერაციების შესახებ არაფერი უნდა ეთქვა. რამდენადაც ცნობილია, ”Fininvest” ჯგუფის დამფუძნებელი და მმართველი იტალიის ამჟამინდელი პრემიერი იყო.

63c7ce1a4010 აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მისმა მეუღლემ, ქალიშვილებმა და სიდედრმა, მადლიერების დღესთან დაკავშირებით ქველმოქმედებითი აქციის ჩატარება გადაწყვიტეს.

”მათ ინდაურები, გოგრის ტორტები, ხილი და მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებული სხვა ტრადიციული პროდუქტები საქველმოქმედო ორგანიზაცია ”Martha’s Pantry”-ს გადასცეს, რომელიც თეთრი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს”, – ნათქვამია ”რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი ამბები

Back to top button