არქივი

კამპ ნოუ

106489c8a740
ვაგრძელებ პოსტების სერიიას “სტადიონები”. ამ პოსტში შემოგთავაზებთ კამპ ნოუს… კომენტარებში დაწერეთ რომელ სტადიონზე დავდო კდიე, ბერნაბეუს ვერ ვდებ და ტყულად არ დაწეროთ….. :sackali:

1950 წლის ზაფხულში “ბარსელონაში” ლადისლავ კუბალა გამოჩდა. გარემარბმა, რომელიც გოლის გატანის შესაშური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ესპანურ ფეხბურთში პირველი ადგილი მალევე დაიკავა. ამ დროიდან მოყოლებული, კატალონიური კლუბის პოპულარობა დღითი–დღე იზრდებოდა და არნახულ მასშტაბებს აღწევდა. მიუხედავად რამდენიმე რეკონსტრუქციისა, 1922 წელს აგებული სტადიონი “ლეს კორტსი”, რომელიც 60 ათას ადამიანს იტევდა, გულშემატკივართათვის საკმარისი აღარ იყო. 1950 წლის 19 სექტემბერს კლუბის დირექტორთა საბჭომ “ლეს კორტსთან” ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდა. მაგრამ რამდენიმე თვეში გარიკვა, რომ ამ ადგილზე სტადიონის აშენება ქალაქის სამშენებლო კოდექსით დაუშვებელი იყო.

1953 წლის ნოემბერში “ბარსელონას” პრეზიდენტი ფრანცისკ მირო–სანსი გახდა. თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან განაცხადა, რომ მისი მუშაობის პრიორიტეტი ახალი, თანამედროვე სტადიონის აგება იქნება. ამ ისტორიულ განცხადებას ადგილი 1954 წლის 28 მარტს, 60 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით ჰქონდა. სტადიონის მშენებლობაზე პირველი ქვის დადება იყო მისი ბარსელონას არქიეპისკოპოსის, გრეგორიო მოდრეგოს მიერ კურთხევა. ამჟამად ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ “კამპ ნოუს” დაპროექტებაზე კი მუშაობა ხოსეპ სოტერაუს მაურიმ და ფრანცესკ მიტჯანს მირომ (პტეზიდენ მირო–სანსის ნახევარძმა) ლორენცო გარსია ბარბონას მეთაურობით დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ ცნობილიხდება, რომ სტადიონის მშენებლობა 66 მილიონი პესეტა დაჯდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ სტადიონის აშენება წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. გარკვეული დროის შემეგ კი ცხადი ხდება, რომ აღნიშნული თანხა მშენებლობას არ ჰყოფნის და კლუბიც დიდ მსხვერპლზე მიდის: კლუბის აქციების გარკვეული ნაწილი 100 მილიონ პესეტად იყიდება, კიდევ 60 მილიონ პესეტას კი ბანკი კრედიტის სახით დებს მშენებლობაში. საერთო ჯამში ახალი სტადიონი 288 მილიონი პესეტა დაჯდა და მშენებლობის ვალებს “ბარსელონა” კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ისტუმრებდა.

სტადიონის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალის თარიღად 1957 წლის 24 სექტემბერი დასახელდა. კლუბის და მთელი ქალაქისთვის ამ მართლაც ისტორიულ დღემდე სამი დღით ადრე, “ბარსას” დირექტორთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ზეიმი დაწყებულად გამოცხადებულიყო. საზეიმო პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდნენ კლუბის სხვადასხვა სექციების წარმომადგენლები. სპეციალურად საზეიმო ცერემონიალისთვის, ცნობილმა პოეტმა – ხოსეპ საგარმა დაწერა სონეტა “ბლაუგრანა”. ასევე “კამპ ნოუს” მიეძღვნა კლუბის ახალი ჰიმნი, რომლის ტექსტი ხოსეპ ბადის, მუსილა კი ადოლფ კაბანის ეკუთვნოდა. გახსნის ცერემონილის დღეს მთელი ქალაქი ლურჯ და ბროწეულისფერ ფერებში იყო მორთული. ცერემონიალს არაერთი სპორტული თუ საზოგადო მოღვაწე ესწრებოდა. იყვნენ კატალონიის მთავრობის წარმომადგენლებიც. სტადიონზე იმყოფებოდა ბარსელონას მერი, ხოსეპ პორსიოლესიც. საზეიმო პარადის და ახალი ჰიმნის შესრულების შემდეგ, დადგა ახალ სტადიონზე პირველი მატჩის გამართვის ჯერიც. “ბლაუგრანას” პირველი მეტოქე “კამპ ნოუზე” ვარშავის ლეგია იყო, რომელიც კატალონიელებმა 4:2 დაამარცხეს. ახალ სტადიონზე პირველი გოლი, თამაშის მეთერთმეტე წუთზე, ეუხენიო მარტინესმა გაიტანა. შესვენებაზე კი ტრიბუნებზე ათი ათასი მტრედი იქნა გაშვებული. ასე დაიწყო “ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერა. “ლეგიასთან” შეხვედრაში კატალონიელებმა შემდეგი შემაგენლობით ითამაშეს: რამალესი, ოლიველა (გრასია 46), ბრუგუ, სეგარა, ბერგისი (ფლოტატსი 46), ჟენსანა (ბოში 46), ბასორა (ჰერმესი 46), ველვერდი (რიბელესი 46), მარტინესი (სემპლერდო 46), კუბალა (ევერისტო 46), ტეჰადა. გოლების ავტორები კი მასპინძელთა მხრიდან მარტინესი, ტეჰადა, სამპლედრო და ევარისტო გახდნენ. პირველ მატჩს ტრიბუნებიდან თვალს 90 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა.

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის თაობაზე, რომ “ნოუ კამპი” თარგმანში “ახალ მიწას” ნიშნავს. მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არაა. სტადიონის სახელწოდება ქართულად თარგმნება, როგორც “ახალი სტადიონი”. საქმე ისაა, რომ “ლეს კორტსის” სტადიონს ხშირად უწოდებდნენ “Vell Camp” (ძველი სტადიონი). კატალონიურად სტადიონის სახელწოდება ჟღერს როგორც “კამპ ნოუ” და არა “ნოუ კამპი”. ამ შემთხვევაში საქმე სულაც არ გვაქვს კატალონიური ენის რაიმე თავისებურებაში. უბრალოდ, კატალონიელი ხალხი ამით ცდილობს დაუპირისპირდეს მთელს დანარჩენ ესპანეთს. ასეთივე შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც კატალონიელები საყვარელ კლუბს “ბარსას” უწოდებენ და არა “ბარსელონას”.

მართალია თავდაპირველი გეგმის თანახმად სტადიონის ტევადობა 150 ათასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახსნის ცერემონიალზე იგი “მხოლოდ” 93053 ადამიანს იტევდა. სტადიონის ძირითადი კონტსრუქციები რკინა–ბეტონით იყო გაკეთებული. მას შემდეგ “კამპ ნოუმ” არაერთი რეკონსტრუქცია განიცადა. 1959 წლის 23 სექტემბერს სტადიონზე ახალი განათება დამონტაჟდა. 1971 წელს “კამპ ნოუს” ტერიტორიაზე გაიხსნა დახურული სპორტული დარბაზი, რომელშიც კლუბის კალათბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის გუნდები განთავსდნენ. ჰოკეის გუნდისთვის კი იქვე გაიხსნა ყინულის მოედანი. ძირითად საფეხბურთო მოედანთან ახლოს გაკეთდა მეორე, შედარებით მცირე მოედანი. 1982 წელს გახსნილ ამ პატარა სტადიონს ასევე ეწოდება – “მინი ესტადი (თარგმანში “პატარა სტადიონი”). 1975 წელს მეორე იარუსზე დაემატა ელექტრონული ტაბლო. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატისთვის კი სტადიონი მნიშვნელოვნად გარემონტდა: მეორე იარუსზე დაემატა VIP ლოჟა; ქვედა იარუსზე გაიხსნა პრეს–ცენტრი; ჩრდილოეთის და სამხრეთის ტრიბუნებზე დაემატა კიდევ ორი ტაბლო; სტადიონს დაემატა 22150 ახალი ადგილი, რაც მესამე იარუსის გაფართოებით იყო გამოწვეული. შედეგად “კამპ ნოუს” ტევადობამ 115000 ადგილს მიაღწია. 1984 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა კლუბის მუზეუმი. 1994 წელს, უეფას ნორმატივებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, კლუბი იძულები იყო სტადიონის ტევადობა 107 ათას ადგილამდე შეემცირებინა. იმისათვის, რომ ქვედა რიგებში მსხდომი გულშემატკვირების ხილვადობა გაუმჯობესებულიყო, მოედნის საფარის დონემ 2.5 მეტრით ქვემოთ დაიწია. ამავე წელს, მესამე იარუსზე პრესისთვის ახალი ლოჟები გაკეთდა და სტადიონის სახურავს რემონტი ჩაუტარდა. 1995–96 წლების სეზონში, მეორე იარუსზე არსებული საპრეზიდენტო ლოჟა გაფართოვდა. მომდევნო წელს კი მიწისქვეშა ავტოსადგომიო გაფართოვდა და მის ორ სართულზე უკვე 800 ავტომობილი ეტეოდა. 1997–98 წლების სეზონში ძველი ტაბლო ახალი, უფრო თანამედროვეთი შეიცვალა. 1998 წელს უეფამ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც სტადიონზე ყველა ადგილი უნდა ყოფილიყო დასაჯდომი. ამის შემდეგ “კამპ ნოუს” კიდევ ერთხელ მოუწია შევიწროება და 98600 ადგილიან სტადიონად იქცა. დღესდღეობით სტადიონი წარმოადგენს 48 მეტრის სიმაღლის შენობას, რომელიც განთავსებულია 55000 კვადრატულ მეტრზე. სტადიონზე მყოფ გულშემატკივართა ევაკუაცია შესაძლებელია ხუთ წუთში. 1999 წელს “კამპ ნოუს” ხუთვარსკვლავიანი სტადიონის სტატუსი მიანიჭეს. ევროპაში ასეთი წარმატებით ბევრი სტადიონი ვერ დაიკვეხნის, ესპანეთში არსებულ ასეთი ნაგებობების დათვლა კი ცალი ხელის თითებით შეიძლება. “კამპ ნოუს” გარდა ხუთვარსკვლავიანი სტადიონის სტატუსით სარგებლობს ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი. ასევე მადრიდის “ვისენტე კალდერონე” და სევილიას ოლიმპიური სტადიონი.
aacb92508513
2006 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევის შემდეგ, ხუან ლაპორტამ ერთ–ერთ ინტერვიუში, “კამპ ნოუს” დაუჯერებელ რეკონსტრუქციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სტადიონის ტევადობა 15–20 ათასით გაიზრდება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უსაფრთხოების საკითხებს, რათა მოხდეს უეფას ნებისმიერი მოთხოვნის უპრობლემოდ დაკმაყოფილება. რეკონტსრუქიის შემდგომი სტადიონი მნიშვნელოვნად გაზრდის კლუბის შემოსავლებს გაყიდული ბილეთებიდან. თუ ჩაფიქრებული პროექტი მართლაც განხორციელდა, 118 ათასი ადგილით “კამპ ნოუ” გადაუსწრებს ისეთ სტადიონებს, როგროებიც არიან “ეცტეკი” მექსიკაში (114600) და “მარაკანა” ბრაზილიაში (95000). ამჟამად კი “ბარსელონას” გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ, რომ მათ საყვარელ კლუბს ევროპაში უდიდესი სტადიონი აქვს, რომელიც უსწრებს “სან სიროს” (85700) და განახლებულ “უემბლის” (90000). მართალია რეკონსტრუქციის შემდეგ “კამპ ნოუ” გადაუსწრებს ამერიკის კონტინენტზე არსებულ სტადიონებს, მაგრამ კვლავ პატარა იქნება აზიაში არსებულ ორ სტადიონთან შედარებით. სამხრეთ კორეაში, პხენიანში, არის სტადიონი სახელწოდებით “რუნგნადო მეი დეი”, რომელიც 150000 ადამიანს იტევს. ხოლო ინდოეთში, კალკუტაში არსებულ “იუვა ბარატი კრინანგანს” ერთბაშად 120 ათასი გულშემატკივრის მასპინძლობა შეუძლია. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ამ სტადიონთაგანი საფეხბურთო მატჩებს არ მასპინძლობს.

გარდა საფეხბურთო მატჩებისა, “კამპ ნოუ” სხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სტადიონს რომის პაპი, ივანე პავლე მეორე ეწვია, რომელიც კლუბის ფან–კლუბშიც გაწევრიანდა 108000–ე წევრად. “კამპ ნოუზე” გამართულა ისეთი მომღერლების კონცერტები, როგორებიც არიან ფრენკ სინატრა, მაიკლ ჯექსონი, ხულიო იგლესიასი, პაბლო დომინგო, ლუჩანო პავაროტი და ხოსე კარერასი. გარდა ამისა, სტადიონზე ასევე იმართება მოდების ჩევნებებიც. “კამპ ნოუ” ასევე არის ადგილი, სადაც ხდება კლუბის ახალწვეულების წარდგენა და ტიტულის მოპოვების შემდეგ ზეიმი.

გარდა “ბარსელონასი”, “კამპ ნოუზე” საშინაო მატჩებს კატალონიის ნაკრებიც ატარებს. თუ არ ჩავთვლით 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალს, ესპანეთის ნაკრებს “კამპ ნოუზე” სტადიონზე არასდროს უთამაშია. მაშინ ალბერტ ფერერის და ხოსეპ გვარდიოლას მონაწილეობით ესპანელებმა პოლონეთის ნაკრებს 3:2 სძლია. ამავე სტადიონმა უმასპინძლა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩს, რომელშიც არგენტინამ მოულოდნელი მარცხი განიცადა ბელგიასთან, 0:1. “კამპ ნოუზე” გაიმართა იმავე ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები პოლონეთის, ბელგიის და საბჭოთა კავშირის მონაწილეობით. ასევე ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც იტალიამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა. “კამპ ნოუზე” გამართული რამდენიმე ევროტურნირის ფინალებიდან გამოსარჩევია 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც ფაქტობრივად უკვე დამარცხებულმა “მანჩესტერმა” სასწაულებრივად მოახერხა თამაშის შემობრუნება და მიუნხენის “ბაიერნის” 2:1 დამარცხება.

1994 წლის 9 იანვარი. ექვსი წელია გასული მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” სათავეში ლეგენდარული იოჰან კრუიფი ჩაუდგა. კატალონიის დედაქალაქს მადრიდული “რეალი” სტუმრობს. “კამპ ნოუ” რა თქმა უნდა შევსებულია. სტადიონზე 117 ათასი ადამიანი იმყოფება. რა თქმა უნდა გულშემატკივრები მოგებას ელოდნენ, მაგრამ მოსისხლე მტრის ასე განადგურებას ყველაზე თავგადაკლული ფანატებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. რომარიოს ჰეთ–თრიკის, ასევე კუმანის და იგლესიასის გოლების წყალობით, “ბარსელონამ” “სამეფო გუნდი” 5:0 გაანადგურა. იმ სეზონში “ბარსამ” პრიმერა ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

საერთოდ “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე საკმაოდ წარმატებით თამაშობს “რეალთან”. 2003 წლამდე კატალონიელებს მოსისხლე მტერთან შიდა ასპარეზზე საკუთარ მოედანზე 20 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ წაგებული და ფრანკ რაიკაარდის სადებიუტო სეზონში “კამპ ნოუზე” განცდილმა მარცხმა კინაღამ შეიწირა კიდეც ჰოლანდიელი სპეციალისტი.

1995 წლის 28 მაისს “კამპ ნოუზე” მიქაელ ლაუდრუპი დაბრუნდა, რომელმაც “ბარსა” “რეალზე” გაცვალა და შესაბამისი რეაქციაც მიიღო. სტადიონის ტრიბუნებზე გამოკრული იყო აბრები წარწერებით: “იუდა”, “არ გაბედო ჩვენს სტადიონზე შემობიჯება”. ლაუდრუპმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და შეცვლა ითხოვა.
7ef8826c3270

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა ლუიშ ფიგუ. “ბარსელონადან” “რეალში” გადაბარგებულ პორტუგალიელს “თბილი” დახვედრა “ბარსას” ქომაგებმა ჯერ კიდევ აეროპორტში მოუწვეს, მაგრამ ეს მონაგონი იყო იმასთან შედარებით, რაც მას “კამპ ნოუზე” ელოდა. გულშემატკივრები სტადიონზე გამოკიდებულ ტრანსპარანტებს და ფიგუს სიტყვიერ შეურაცხყოფას არ დასჯერდნენ და მას მცირე საგნების სროლა დაუწყეს. მომდევნო სეზონში, 2002 წლის 23 ნოემბერს, “კამპ ნოუმ” დაამტკიცა, რომ ფიგუს მისამართით კატალონიელ ხალხს ზიზღი ოდნავად არ განელებია. პორტუგალიელისთვის იმ კოშმარული საღამოს მწვერვალად იქცა ღორის თავი, რომელიც ფიგუს კუთხურის მოწოდების დროს ტრიბუნიდან ესროლეს. ამასთან დაკავშირებით ხრისტო სტოიჩკოვმა ერთ–ერთი ინტერვიუს დროს ჩვეული, პირდაპირი განცხადება გააკეთა: “როდესაც შენ ხარ ღორი, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ღორის თავებს გესვრიან”. მადრიდული კლუბის მხარე მოითხოვა ამ ფაქტის გამო “ბარსას” 60000 ევროთი დასჯას და ერთი კატალონიელთათვის ერთი თვით საკუთარ მოედანზე თამაშის აკრძალვას. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული კომიტეტი კი 4000 ევროიანი ჯარიმით და სტადიონის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა. მაგრამ კატალონიის სამოქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. სტადიონზე მომხადი ფაქტის შემდეგ ლუიშ ფიგუმ “კამპ ნოუს” განუსაზღვრელი ვადით დახურვა და განსაკუთრებული ზომების მიღება მოითხოვა. “ბარსელონას” მაშინდელმა პრეზიდენტმა, ხუან გამპერმა კი, მოულოდნელად გულშემატკივრის მხარე დაიჭირა და საფეხბურთო ხულიგნის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ გამოუყენებია.

ეს კი ჩემი, ჩემი ბარსელონა :love:
c488b6151f73

წყარო:barcamania.ge

მსგავსი ამბები

Back to top button