არქივი

აინშტაინის უაზრო კითხვები (ნაწილი 1)

cbab4df172e2
ერთხელ აინშტაინს კითხეს თუ, რა ედო საფუძვლად მის გენიალურ აღმოჩენებს. აინშტაინმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი ბავშვური ცნობისმოყვარეობაა, რომელიც მან ზრდასრულობაშიც შეინარჩუნა. და მართლაც, აინშტაინს ბავშვობიდან უაზრო კითხვების დასმა უყვარდა. მოდით ჩვენც ეს ერთ-ერთი პოსტი უაზრო კითხვებს მივუძღვნათ, იქნებ ჩვენც აინშტაინები გავხდეთ…

კითხვა 1: რატომ ჰქვია ვეოლსიპედს ველოსიპედი?
ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა და ლათინურად ითარგმნება როგორც “სწრაფი ფეხები” (velox – სწრაფი და pes – ფეხი, ტერფი )

ითხვა 2: რატომაა ძნელი ველოსიპედის მართვა, როდესაც მისი საბურავი ცუდადაა გაბერილი?
რაც უფრო ცუდადაა ველოსიპედის საბურავი გაბერილი, მით უფრო დიდი მისი ნაწილი შედის მიწასთან კონტაქტში, რასაც თავის მხრივ ხახუნის გაძლიერება მოჰყვება.

კითხვა 3: რამდენ კილო ნეხვს “აწარმოებს” დღეში სპილო?
იმდენს, რამდენსაც სპილოს შეეფერება – 150 კგ-ს დღეში! ასე რომ კვირაში იგი 1 ტონა ნეხვით ანოყიერებს მიწას.

კითხვა 4: მართალია რომ გველს წელიწადში ორჯერ-სამჯერ ჭამა ჰყოფნის?

გველი ალბათ ყველაზე ეკონომიური ცხოველია მსოფლიოში, მას მართლაც წელიწადში ორჯერ-სამჯერ გამოკვება ჰყოფნის. რატომ? იმიტომ რომ მას ნივთიერებათა ცვლა ძალიან შენელებული აქვს. მას თავისი სხეულის ისედაც დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად საჭმლის “დაწვა” არ სჭირდება, იგი გარემოდან იღებს სითბოს. მეორე მიზეზი ისიც არის, რომ მას ყველაფრის მონელება შეუძლია. ამიტომ თუ გსურთ სახლში ცხოველი გყავდეთ და ამისთვის დიდი ბიუჯეტი არ გაგაჩნიათ, გველები მოამრავლეთ. :D :D :D

კითხვა 5: რამდენ კილო საკვებს მიირთმევს დღეში ლურჯი ვეშაპი, ანუ დედამიწის ყველაზე დიდი ცხოველი?

იგი დღეში 4 ტონა კრევეტს მიირთმევს! ბევრია? არც იცე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ბუმბერაზი ძუძუმწოვარი წელიწადში მხოლოდ 4 თვის განმავლობაში იკვებება, ხოლო დანარჩენ დროს მოგზაურობას ანდომებს.

მსგავსი ამბები

Back to top button