არქივი

კურცჰაარი

12439ef30cfb
აქ დაიდო სეტერზე პოსტი და კურცხარმა რა დააშავა, რითი ჯობია კურცხარს სეტერი, არაფრით  :D :D :D  :D  აბა ნახეთ მაინც  :)

კურცაარი


d261cccca379 < —-ასეთია ჩემიც :)
ზოგადი დახასიათება. კურცხაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცხაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცხაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცხაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კურცხაარი ბინისათვის მოსახერხებელი ძაღლია. იგი მეგობრული, კეთილშობილია, ფლობს ძლიერ ხასიათს, მშვიდ და თავშეკავებულ ტემპერამენტს, ასევე დამჯერია და კარგად იწვრთნება. ოჯახში კურცხაარი ალერსიანია, თავისი მფლობელის მიმართ ძალიან ერთგული, უყვარს ბავშვები, ხანდახან კი შეუძლია სადარაჯო ძაღლის ფუნქციების შესრულებაც, თუმცა სინამდვილეში აგრესიულობით არ გამოირჩევა.

გამოყენება

ყველაზე კარგად კურცხაარი საკუთარ თავს ველში ნადირობისას ავლენს და მუშაობის ამ სახეობაში იკავებს უპირატეს ადგილს სხვა ჯიშებს შორის, ამიტომაც, სანადირო სეზონში ყველაზე ხშირი შეხვედრა მასთან დაბლობებზე შეიძლება, რომელიც მდიდარია წვრილი ნადირით, იშვიათად კი – ტყის მასივებში. კურცხაარი დინჯი ოთხით სვლით და ჩორთით გერმანული პედანტურობით ათვალიერებს მიდამოს და ფრინველის აღმოჩენისას აკეთებს ნაბულს. ამასთან ერთად, კურცხაარი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მონადირული ჯიშია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნადირის ყველა სახეობაზე სანადიროდ და, მათ შორის, კარგად ნადირობს წყალზე მცურავ ფრინველზე. ამის გარდა, კურცხაარი მშვენივრად გამოიყენება ცხოველის სისხლიან ნაკვალევზე ნადირობისას, სახლში კი – ეს შესანიშნავი მეგობარი და დამხმარეა (ძაღლი-კომპანიონი).
705514f9e677
ზოგადი გარეგნობა. სიმაღლე : ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.

ყოლისა და მოვლის თავისებურებები

იმის გამო, რომ ამ ჯიშის წარმომადგენელთა უმრავლესობა ნადირობისათვის გამოიყენება, მოშენებისას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭიროა ძაღლების სამუშაო თვისებებზე ნადირობის სხვადასხვა სახეობაში მათი გამოყენების გათვალისწინებით. ჯიში საჭიროებს სახლის წვრთნას და დაგეშვას თავისუფალი ნადირის მიხედვით.

მეც კურცხარი მყავს მაგარი მონადირეა დაბერდა ეხა 9 წლისაა უკვე 9 ლეკვი დაყარა :D :D   შეაფასეთ ეხა თემა


4ca68b7dc108

წყარო:www.mydog.ge

Back to top button