საკითხავისასარგებლო

იაპონური აბანო

იაპონელებისთვის 4 მთავარი სტიქია – ცეცხლი , წყალი , მიწა და ჰაერი მოქცეულია ერთ კონცეფციაში და მას აბანო ეწოდება.  აბანო იაპონელებისთვის  უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ ჰიგიენურ საშუალებას.  იგი ადამიანს ხელს უწყობს მოდუნდეს , განიწმინდოს როგორც გონებრივად , ისე სულიერად. აბანო ნაწილობრივ ჰიგიენაა , ნაწილობრივ კი თერაპია.  არსებობს სამი სახის აბანო – სენტო (Sentō – 銭湯 ) საერთო  აბანო , ონსენი (Onsen –  温泉) ბუნებრივი ცხელი  წყლის აბაზანა და  ოფურო (Ofuro風炉) –   ინდივიდუალური სახლის  აბანო.  სამივე ტრადიციული იაპონური აბანოა.

იაპონელებს უყვართ საერთო აბანოში სიარული. უმრავლესობისთვის სამუშაო დღის შემდეგ აბანო ნამდვილი სამოთხეა. აქ საუბრობენ , კამათობენ , მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტენ. მიაჩნიათ , რომ დაძაბულობის მოხსნის შემდეგ , მოდუნებისას , წარმატებით შეიძლება გადაიჭრას მრავალი საკითხი. აბანო სწორედ ის ადგილია სადაც იაპონელი ივიწყებს თავის პრინციპებს და უშუალო ხდება.

Sento – საერთო აბანო

ტოკიოში 2,500 ზე მეტი სენტოა , თვითოეულს აბანოს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი აკითხავს , საღამოობით კი მუდამ ხალხმრავლობაა. როგორც წესი სენტო იღება სამ საათზე და შუაამამდე მუშაობს.

რათქმაუნდა სენტო იყოფა კაცებისა და ქალების განყოფილებად. მომსვლელი შესასვლელისთანავე იხდის ფეხსაცმელს , ყიდულობს ბილეთს და შედის გასახდელში. გასახდელში  ტანსაცმელს იხდის , ალაგებს კალათაში და შედის დარბაზში სადაც მიიღებს  წყლის პროცედურებს.  აუზის წყალი წლის ნებისმიერ დროს  წარმოუდგენლად ცხელია , ევროპელები სპეციალური ვარჯიშის შემდეგ თუ ბედავენ ჩასვლას.  წყლის აბაზანის მიღების შემდეგ იაპონელი დადებითი ენერგიით დამუხტული აგრძელებს დარჩენილი დღის საქმიანობას.

onsen – მინერალური ცხელი წყლის აბანო

ონსენი – მინერალური ცხელი წყლის აბაზანებს ქვია რომელიც უმთავრესად ღია ცის ქვეშ არის განთავსებული , თუმცა არის ასევე არსებობს  დახურული ტიპიც.  რადგან იაპონია მთლიანად  ვულკანური წარმოშობის ქანებზეა განთავსებული , ბუნებრივი ცხელი წყალი მრავლად არის ტერიტორიაზე. სახლებს , სასტუმროებს და აბანოებს ბუნებრივი ცხელი წყლის ახლოს აშენებენ , რადგან ყველაფერთან ერთან ისინი უფასო მინერალური ცხელი წყლის მომხმარებლები იქნებიან.

მინერალური აბაზანის განლაგება ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური ნიშნებით არის აღნიშნული –  ♨ . ონსენის პროცედურები განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის არის  სასარგებლო.

Ofuro

ოფურო – იაპონელების სტანდარტული სახლის აბაზანაა თუმცა მას სახლის  ეზოშიც შეხვდებით  , აღსანიშნავია , რომ იაპონელებში შხაპი მიღებული არ არის. ოფუროს  ძველად ხის კასრისგან  აკეთებდნენ , თუმცა  იაპონიელები ახლაც იყენებენ მსგავს ხის კასრებს  სტანდატრულ ქალაქურ ბინებშიც .  კასრში  დგას ტევადი ავზები და სხვა საამისოდ გამოსადეგი ჭურჭელი ჩასაწოლად. სიღრმე 81 სანტიმეტრია , სიგანე ერთ მეტრამდე.

Old japanese bath – Ofuro

ოფურო რათქმაუნდა ცხელი წყლით ივსება და მასში სურვილისამებრ ამატებენ სხვადასხვა სურნელოვან ეთერზეთებს ან ზღვის მარილს მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად.  იაპონელებს მიაჩნიათ , რომ ოფურო არამარტო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არის კარგი ასევე სულიერ მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს.

ერთ სიტყვით აბანოს იაპონელები ერთობ სერიოზულად უდგებიან. მისი  გამოყენება თითქმის  რიტუალის დონემდე არის  აყვანილი.  მრავლად შეხვდებით აბანოს თემას ფილმებსა თუ ანიმეს სცენებში.

წყარო: iaponia.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close