საკითხავისასარგებლოსაქართველო

ტურიზმის გავლენა ბუნება-გარემოზე

მცირე ინფორმაცია ტურიზმის გავლენისა ბუნება-გარემოს მიმართ.

თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო – ქმნის საქართველოს ტურისტულ ქვეყნად.

საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის.

საქართველოს ტერიტორია 64 700 კმ2–ია, საიდანაც 330 კმ შავი ზღვის სუბ-ტროპიკულ სანაპიროს უკავია. ქვეყნის ტერიტორიის 38,6% ტყით დაფარული მასივებია. ქვეყანაში არის 19 ნაკრძალი, 860 ტბა, მრავალი ჩანჩქერი და 25 000-ზე მეტი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 54 768 კმ-ს უტოლდება, ალპური მდელოები და მთები, რომელთაგან სიმაღლით აღსანიშნავია შხარა (5198) და ყაზბეგი (5048).

სხვა ბალნეოლოგიური კურორტებდან აღსანიშნავია საირმე, უწერა, სურამი, ნაბეღლავი. განსაკუთრებით კი მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი კურორტი წყალტუბო თავისი შეუდარებელი რადონის წყლებით, რომელთა ბუნებრივი ტემპერატურა +33-35 0ჩ აღწევს, რაც იძლევა წყლის გამოყენების საშუალებას წინასწარ მისი გაცხელების გარეშე. აღნიშნული მინერალური წყალი გამოიყენება რევმატიზმის, საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროლოგიური, გინეკოლოგიური და კარდიოვასკულარული დაავადებების ეფექტურ სამკურნალო საშუალებად. წყალტუბოში განლაგებულია 20 დიდი სამკურნალო ცენტრი, უმაღლესი დონის აბაზანები, დიაგნოსტიკური და თერაპევტული კლინიკები და ლაბორატორიები. ზომიერი კლიმატური პირობები და თბილი ზამთარი ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს.

მთის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტებს განეკუთვნება აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი და მანგლისი, რომლებიც განლაგებულია 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე.

მაღალმთიანი კურორტები შოვი, ბახმარო, ლებარდე და აუდხარა, რომლებიც მდებარეობენ 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე, წარმოადგენენ ფილტვის ტუბერკულოზის, ბრონქიალური ასთმის, ანემიის, ზოგიერთი კარდიო-ვასკულარული დაავადების, ნევროზის და სხვა სახის დაავადებების წარმატებული მკურნალობის საშუალებას.

მრავალი კურორტი, ისეთი როგორიცაა გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი, განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატური პირობებით, ზომიერი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით. ზღვაზე ბანაობის სეზონი 5-6 თვე გრძელდება. ზღვის კლიმატი იძლევა სისხლის მიმოქცევის და სასუნთქი ორგანოების, აგრეთვე ნერვული სისტემის ფუნქციონალური მოშლის ეფექტური მკურნალობისა და დასვენების საშუალებას.

აფხაზეთის კურორტებთან დაკავშირებით, რომელთაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

ზამთარში საქართველო ტურისტებს იზიდავს ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტებით, როგორიცა გუდაური და ბაკურიანი, სადაც ნოემბრიდან აპრილამდე მუდმივად დევს თოვლი.

გუდაური მდებარრობს საქართველოს ძველ სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე და გარშემორტყმულია კავკასიის მთებით. აქ ტურისტებს შეუძლიათ თავისუფლად მოძებნონ თანამედროვე სასტუმროები და ხის კოტეჯები. გუდაური წარმოადგენს როგორც სპორტულ ისე მინერალურ კურორტს. მთის ფერდობები აპრილამდე თოვლითაა დაფარული და შესანიშნავი პირობებია თხილამურებით სრიალისა და ზამთრის სპორტის სხვა სახეობებით დაკავებისათვის.

ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი სანახაობა. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. საქართველოს ამ ცნობილ კუთხეში ტურისტებს შეუძლიათ დაისვენონ და გაერთნონ თხილამურობით, ტრამპლინიდან ხტომით, ციგურაობით და სპორტის სხვა მრავალი სახეობით.

საქართველოს კურორტებზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის მიზნით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქვეყანაში არსებული სამკურნალო ტალახები,. ყველაზე ცნობილს წარმოადგენს კუმისის ტბის ფსევდო ვულკანური წარმოშობის ტალახი, რომელიც გამოიყენება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე. ტალახი გამოიყენება საყრდენ მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

საქართველოს ქალაქგარე რეგიონები უჩვეულოდ კარგად არის შემონახული და საკმაოდ მრავალფეროვანია. ენდემური ფლორა და ფაუნა კვლავაც ტურისტებისა და მეცნიერების უზარმაზარი დაინტერესების საგანს წარმოადგენს.

მსოფლიოში არსებული ფლორის 6000-ზე მეტი სახეობიდან, კავკასიაში აღმოჩენილია 4100 სახეობა, და ვრცელდება ქვეყნის შორეულ და აუთვისებელ საძოვრებსა და ხეობებში. საქართველოს ენდემური ჯიშებიდან ერთ-ერთია ენძელა, რომლის ნახვაც, მიუხედავად მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, შესაძლებელია იანვრიდან ივნისის ჩათვლით. ზანზალაკები და პრიმულა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ ჯიშებს წარმოადგენენ, აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. მოყვარული ნატურალისტები შეძლებენ საქართველოს თვალისმომჭრელი სილამაზის ხედებში აღმოაჩინონ თვალნათლად შემონახული და დაცული მცენარეული საფარი.

თეგები

kaxaberry

1992.23.03

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close