საინტერესო საიტები (მეცხრამეტე ნაწილი)
Picmonkey – საიტი მათთვის ვინც იღებს ბევრს ფოტოს და უნდა ფოტოების გალამაზება. საიტზე არის რამოდენიმე კატეგორია მაგალითად ფოტოს გალამაზება სასურველი ეფექტებით ისეთები როგორებიცაა ფერის შეცვლა და სხვა ფერის ფოტოდ გადაქცევა ასევე სახის ნაკვთების კორექცია წარბების და თმის ფერის შეცვლა და ასე შემდეგ. საიტზე არის კოლაჟის განყოფილება საიდანაც შესაძლებელია ფოტოების დარედაქტირება და შემდეგ ამ ფოტოებიდან კოლაჟის გაკეთება თქვენივე გემოვნებით. საიტის მრავალფეროვანი სერვისები ძირითადად უფასოა მაგრამ შესაძლებელია ფასიანი სერვისების ყიდვა რომლითაც უფრო ადვილად გაალამაზებთ ფოტოებს. საიტი ასევე გვთავაზობთ ფოტოების დაპატარავების ან გადიდების ფუნქციას ასევე ფოტოს მოჭრას რამოდენიმე ნაწილად დაყოფას და მრავალ სხვა სერვისს ასე რომ ვისაც ფოტოების გალამაზება გსურთ ეწვიეთ საიტს.
Billboard – ცნობილი საიტი რომელიც გვთავაზობთ ცნობილ მუსიკებს რომელიც იმ დროისათვის მსოფლიოშია პოპულალური. საიტზე არის Hot 100-ის კატეგორია ანუ ცხელი 100 სიმღერა რომელის მოსმენაც პირდაპირ საიტზევე შეგიძლიათ და ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც თუ ვინ მღერის ამ სიმღერას. Billboard-ის საიტზე შეგვიძლია თვალი გადავავლოთ სიახლეებს ცნობილ არტისტებზე და შემსრულებლებზე ასევე ვნახოთ უახლესი კლიპები და ვიდეოები მუსიკალური სამყაროდან. საიტი დააინტერესებთ მათ ვინც აქტიურად ადევნებენ თვალს მსოფლიო მუსიკას.
Elgoog – საიტერესო საიტი რომელიც გვთავაზობს Google-ს ძებნის საიტის კლონირებულ ვერსიას და ამასთანავე საიტერესო თამაშებს რომელიც გამოდის Google-ს ლოგოს მაგივრად საიტზე შესვლისას შეგვიძლია მოვძებნოთ სხვადასხვა კლასიკური მინი თამაშები რომლებიცაა Pac-man ასევე Underwater და Snake Game. Elgoog-ს ასევე აქვს სხვა საინტერესო სერვისები მაგალითად ამოტრიალებული ძებნის ფორმა რომელიც ძალიან ლამაზი და ორიგინალურია ასევე საიტიდანვე შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი კომპიუტერის ლოკალური Ip მისამართი.
Epicmafia – ყველასათვის ცნობილი თამაში მაფიის ღამე ანუ მაფიოზობანა როგორც მას უწოდებენ ახლა უკვე შეგიძლიათ ითამაშოთ კომპიუტერში საიტის Epicmafia-ს დახმარებით. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა იპოვოთ მაფიის ღამისათვის განკუთვნილი მაგიდა საიტზე რომელიც თავისუფალი იქნება ამის შემდეგ მაგიდაზე შემოვლენ მოთამაშეები და განსაზღვრული ხალხის დაგორვების შემდეგ თქვენ შეძლებთ თამაშს. საიტზე არის ასევე ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი თამაში რომელიც ძალიან გავს მაფიოზობანას მოკლედ შედით საიტზე და გაერთეთ.