არქივი

სეტერი

f6b35921eb55
აიი აი ძალიან მაგარი ჯიშის ძაღლიი.. საყვარელი.. ჭკვიანი.. სეტერის ფანი ვარ ! გააგრძელეთ.. :boz:

თავშივე ვიტყვი: თუ გჭირდებათ დამჯერი, ჭკვიანი, საყვარელი, ლამაზი ძაღლი, მაშინ გირჩევთ მოიყვანოთ სეტერი :)

იყო დრო როცა მე მყავდა სეტერიგორდონ სეტერი… და ახლა ვამაყობ რომ სეტერი გავზარდე :) სანადიროთ რო დაგვყავდა სასწაულებს ახდენდა… მაგარი ნაბული ჰქონდა… ოსტატურად ნადირობდა… მერე სულ ახალგარზრდა ხო არ იქნება ძაღლი… დამიბერდა ჩემი როკი და მერე.. :cry:
აი ჩემი ძაღლი:

4e3b3dfe6bd7

ახლა კი ჩემ ძაღლზე ლაპარაკს არ დავიწყებ… ვილაპარაკოთ სეტერზე :)

სეტერი

სეტერისნაირ ძაღლებს დიდი ხანია სანადიროდ იყენებენ. ეს ძაღლები დიდებული გარეგნობითაც გამოირჩევიან. ირლანდიური, ინგლისური და გორდონ სეტერი ერთნაირი ფორმისა და სტილისანი არიან, მაგრამ ფერებით განსხვავდებიან.

ისტორია

ირლანდიურ სეტერს სპანიელების, სეტერებისა და პოინტერების სისხლი აქვს. ამ ჯიშის ძაღლს წინაპარი თეთრ-წითელი ძაღლი იყო და დღევანდელ ირლანდიურ სეტერთან შედარებით მოკლე კიდურები ჰქონდა. XIX საუკუნის დამდეგს ინტენსიური ხელოვნური გადარჩევის შედეგად წარმოიშვა ხასხასა მოწაბლისფერო-მოწითალო სეტერი, რომელმაც გამოჩენისთანავე უამრავი ჯილდო მოიპოვა. იმავე ხანაში სერ ედუარდ ლავერაკმა გამოიყვანა კარგი ხასიათის კოხტა ინგლისური სეტერი; ამის გამო მას ლავერაკის სეტერსაც უწოდებენ. გორდონ სეტერი გორდონის ჰერცოგებმა თავიანთ შოტლანდიურ მამულებში გამოიყვანეს. მისი წინაპარი იყო კოლი – შავი და მოითალო ფერი სწორედ კოლისგან ერგო მემკვიდრეობით.

აღნაგობა

თავი: გრძელი და გამხდარი, ოთკუთხა დრუნჩით; თავის ქალას ზედა ნაწილი და დრუნჩი პარალელური და ერთი სიგრძის აქვს. დრუნჩის წვერი, როგორც წესი, მუქი ყავისფერი ან შავია.

თვალები: ნუშისებური ფორმის, სწორხაზოვნად განლაგებული; ღია ან მუქი ან ყავისფერი.

ყურები: საშუალო ზომის, თავის ქვედა, უკანა ნაწილზე განლაგებული და ჩამოპარტყუნებული.

სხეული: ღრმა (ძალზე ჩამოწეული), ვიწრო მკერდი, სწორი ზურგი და დახრილი გავა.

ბალანი: საშუალო სიგრძის, სწორი, აბრეშუმივით რბილი, მუქი წაბლისფერი ბეწვი; გრძელი ბალანი მუჩელზე, კუდზე, ზურგსა და კიდურებზე.

კიდურები: უკანა კიდურები – გრძელი და დაკუნთული; წინა კიდურები – სწორი და ძარღვიანი.

თათები: მორკალულფლანგებიანი პატარა თათები; ფალანგებს შორის გრძელი გრძელი ბეწვი.

კუდი: საშუალო სიგრძის, კონუსისებური; ზურგის გასწვრივ გაფშეკილი ან ოდნავ ქვემოთ დახრილი.

—————————————————————————————————-

ინგლისური სეტერი

84792e202793

22b37ac95782

ეს ძაღლი საიმედო მონადირეა ყოველგვარ პირობებში, მაგრამ მისი გრძელი ბეწვი მცენარის თესლსა და ბირკას იკრავს და ძნელად გასასუბთავებელია.

გორდონ სეტერი

89913e1a69a2

სეტერთა შორის უდიდესი და უძლიერესი გორდონ სეტერი შესანიშნავი ამტანობით გამოირჩევა. განსაკუთრებით კარგად იტანს უწყლობას. ის უფრო მშვიდია, ვიდრე სხვა სეტერები, და უფრო ნელა და ოსტატურად ნადირობს.

_______________________________________________________________

ირლანდიური სეტერი

ირლანდიურ სეტერს ეს სახელი 1876 წელს ალსტერის ირლანდიურმა კლუბმა დაარქვა. მანამდე ნას მშობლიურ ირლანდიაში წითელი სპანიელის სახელით იცნობდნენ. დღეს ამ ჯიშს წითელ სეტერსაც ეძახიან. 1990-იან წლებში ირლანდიურმა სეტერმა კრაფტის ძაღლების გამოფენაზე სამჯერ გაიმარჯვა (1993, 1995, 1999 წლებში).

ee8f90105e64

ხასიათი

სეტერი, საზოგადოდ, მოსიყვარულე, მხიარული და ენერგიით სავსე ძაღლია. ზოგი სეტერი ძნელი გასაწვრთნელია დამოუკიდებელი ბუნების გამო, მაგრამ მკაცრი მოპყრობისა და ბევრი ვარჯიშის შემდეგ პატრონის მორჩილი ხდება.

და ბოლოს: ბონუსი (?)

მე მაინც გამორჩეულად გორდონი მიყვარს. აი მათი რამოდენიმე სურათი:

1) ლეკვი

2a9fe847d82d

2) პროფესიონალი მონადირე :(

411a0239b398

3) მწყერზე ნადირობისას

bec73cb1fd97

გორდონ სეტერი

07eebe628e85

______________________________________

პრეზიდენტის  ძაღლი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს, ირლანდიური სეტერი ჰყავდა, სახელად მაიკი.

სეტერის ზომა

სიმაღლე:

ხვადი – 61-66 სმ;

ძუ – ოდნავ დაბალი

აიი ამ ჭიქით, ყველა სეტერს გაუმარჯოს ჩემი როკის თამადობით :boli:

Luka Nadiradze
100001788499692.275.1945428784

დაე დასრულებულ იყოს პოსტი :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button