გასართობისაკითხავიუცნაური

ექიმები ხუმრობენ

რამოდენიმე სახალისო ამონარიდი ავადმყოფების ისტორიებიდან

“მიმღებ განყოფილებაში შემოსვლის მომენტში ავადმყოფს გული გაუჩერდა და მან თავი უკეთ იგრძნო”.

“ავადმყოფს აწუხებს ტკივილები მკერდის არეში, როცა ის წევს მარცხენა გვერდზე ერთ წელიწადზე მეტხანს”.

“პაციენტი უჩივის პენისის მწვავე ტკივილს, რომელიც ქუსლებამდე ვრცელდება”.

“მეორე დღეს მუხლი კარგად გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა”.

“ცხელების არავითარი ნიშანი ავადმყოფს არ ეტყობა. მიუხედავად ამისა, მისი ქმარი ამტკიცებს, რომ წინა ღამეს ის საწოლში არაჩვეულებრივად მხურვალე იყო”.

“ქალბატონი ღრმა დეპრესიაშია და განუწყვეტლივ ტირის. ამასთან ერთად, ეტყობა, მას რაღაც აწუხებს”.

“ავადმყოფი 69 წლის, მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა კარგ მდგომარეობაშია, გონებასაღია, მაგრამ დაბნეული”.

“ავადმყოფმა პათანატომიურ გაკვეთაზე სასტიკი უარი განაცხადა”.

“პაციენტის ანამნეზში სუიციდები არ არის დაფიქსირებული”.

“შეხსენების მიუხედავად, პაციენტმა საკუთარი განავალი სხვა კლინიკაში დატოვა”.

“ავადმყოფის ანამნეზი არავითარი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. აღინიშნება მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში წონის 20 კილოგრამით მომატების ფაქტი”.

“პაციენტი ყინულზე წაბორძიკდა, ფეხი აუცურდა და, სავარაუდოდ, შუა დეკემბერში ფეხები სხვადასხვა მხარეს გაეჩაჩხა”.

“ავადმყოფი კლინიკიდან გაეწერა გაუმჯობესებული მდგომარეობით, თუ არ ჩავთვლით იმ ტკივილებს, რომელთაც შემოსვლისას უჩიოდა”.

“დიაგნოზი: “მიაჭყლიტა ტრაქტორმა”. მორალი: “ხელს ნუ ახლებ ტექნიკას და ის არ გიმტყუნებს”. რეზიუმე: “თუ არ იცი, რა უნდა გააკეთო – წაიკითხე ინსტრუქცია”.

“პაციენტს ფსიქიკური დაავადებები არ აღენიშნება. უბრალოდ, სულელია”.

“ავადმყოფი უგონო მდგომარეობიდან გამოდის… ახლა ინტელექტს დედის გინებით ამჟღავნებს”.

“დაარღვია რა დაწესებული რეჟიმი, ავადმყოფმა ორგანიზმში შეიყვანა გოჭი ტყემლით”.

“გარდა ვენების გაგანიერებისა, სხვა ვენერული დაავადებები არ აღენიშნება”.

ერთი მამაკაცი შარდვის დამთავრების შემდეგ აჩქარდა და შარვლის ელვაშესაკრავის აწევისას სათესლე პარკის ნაწილი შესაკრავში მოჰყვა. მისი ავადმყოფობის ისტორიაში, რომელიც რაიონში შეუდგინეს, ეწერა: “ზმეიკით შვილის შამქმნელი ორგანოს დაზიანება”.

“ავადმყოფი უნდა მომზადდეს თავის ამპუტაციისთვის”.

“პაციენტს აღენიშნება ბარძაყის თიაქარი, ასევე – ცოლი და ორი ქალიშვილი”.

“ორი წლის წინ ექიმებმა ავადმყოფ ბ.-ს აღმოუჩინეს ნერვული სისტემა”.

დახასიათებიდან: “სტუდენტი გ. აქტიურად მონაწილეობდა 7 დაორსულებაში და 2 აბორტში”.

მამაკაცმა კონსულტაციისათვის ვენეროლოგს მიმართა – ასოზე წითელი ლაქა გამიჩნდაო. ექიმმა გასინჯა და დაამშვიდა: არაფერია, აი, ეს მალამო დღეში ორჯერ წაისვით და გაივლისო. კმაყოფილი პაციენტი კაბინეტიდან გავიდა, მაგრამ ცოტა ხანში უკანვე დაბრუნდა: მალამო ჭამის წინ წავისვა თუ ჭამის შემდეგო? “მნიშვნელობა არ აქვს”, – მიუგო ექიმმა. “მაინც, მაინც როგორ სჯობია?” “თუ ასეა, მაშინ ჯობს, შუა ჭამის დროს წაისვა”, – უპასუხა ექიმმა. “ეს როგორ?” “როგორ და, ვთქვათ, თქვენი ულუფა ოცი ლუკმისგან შედგება; ათ ლუკმას რომ გადაყლაპავთ, შეჩერდით, მალამო წაისვით და ჭამა გააგრძელეთ”.

აფთიაქში: “მომისმინეთ, გენაცვალე… ალბათ, გაქვთ… აი, ის… ხომ გესმით? იცით, შვილთან ერთად ვარ და არ მინდა, ხმამაღლა ვთქვა მისი სახელი. აი, იმას ვგულისხმობ, ის მე და ჩემს ცოლს გვჭირდება იმისათვის, რომ აი, ასეთები არ მოევლინონ ქვეყანას!” “ტვინი?” “არა-ა, ეს ნივთი ათი წლის წინ რომ მეყიდა, ახლა აქ მარტო ვიდგებოდი!” “პისტოლეტი?” “არა. მას ზოგჯერ ბანანის გემო აქვს”. “არა, ბატონო, ეს აფთიაქია. აქ ბანანები არ იყიდება”. “კარგი, მაშინ კიდევ ერთ სიტყვას გეტყვით – უსაფრთხოება!” “ჯავშანჟილეტი?” “არა, კოლოფში სამი ცალი დევს”. “ტერაფლუ?” “მომისმინეთ, ქალბატონო, – საუბარში ჩაერთო ბავშვი, – ბოლოს და ბოლოს, აღარ მიჰყიდით მამაჩემს პრეზერვატივებს?!”

“რომელი პრეზერვატივები გნებავთ? – ეკითხება აფთიაქში შესულ წყვილს ფარმაცევტი, – მარწყვის, ვაშლის, ბანანის…” “ქალიშვილო, ჩვენ აქ კომპოტის მოსახარშად არ შემოვსულვართ!..”

ბოლო რამდენიმე წელიწადია, მოდური გახდა შედარებით წვრილი ზომის სიგარეტები, რომელიც ნაკლებ კუპრს, ნიკოტინსა და მხუთავ აირს შეიცავს და რომელიც თითქოს ნაკლებად მავნებელია ჯანმრთელობისთვის. სხვათა შორის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიგარეტზე ასეთი წარწერის გაკეთება აკრძალულია. როგორც იქნა, ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოიფხიკა ყურები და ქართველი მწეველები გააფრთხილა: “ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: მსუბუქი სიგარეტები მსუბუქ დაავადებებს იწვევს და მსუბუქ სიკვდილამდე მიჰყავხართ!”

“იცით, ექიმო, ზოგჯერ მეჩვენება, რომ მე – მე კი არა ვარ, არამედ ტელეფონის აპარატი, რომელსაც ყურმილი აქვს გაფუჭებული: მარცხენა ყურში თითქოს რაღაც ხიხინებს, მარჯვენა ყურში კი განუწყვეტელი შიშინი მესმის”. “აი, ინებეთ ეს ტაბლეტები და ძილის წინ ორი ცალი მიიღეთ”. “გმადლობთ, ექიმო, მაგრამ რომ არ მიშველოს?” “მაშინ ტელეფონების ხელოსანი გამოიძახეთ”.

წყარო: www.mkurnali.ge

რუბრიკის სტუმარი: ბატონი ვახტანგ სიმონიშვილი, რუბრიკის ავტორი: დევი დევიძე.

დაკოპირება არ მიყვარს, მაგრამ ძალიან სახალისო იყო და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგს და დევის რა თქმა უნდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close