არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 2)

9fcf84565da8
გთავაზობთ საინტერესო ისტორიული ფაქტების მეორე ნაწილს

1. შუა საუკუნეებში პორუგალიაში, ესპანეთსა და პროვანსში გავრცელებული იყო ძვლის კოჭებით თამაში, რომელსაც აზარტი ეწოდებოდა.

2. ამერიკის პრეზიდენტ ბენჯამინ ფრანკლინს “ღარიბი რიჩარდის” მეტსახელით იცნობდნენ

3. დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის ბეწვის ქუდებს მხოლოდ დათვის ბეწვისაგან კერავენ.

4. ბერძნულ მითოლოგიაში პლუტოსი სიმდიდრის ღმერთია. ის ბრმა იყო.

5. ნიუ–იორკში ტაქსისტთა 90% ემიგრანტია.

6. რუსეთის იმაპერატორმა პავლე II–მ 4 წელი, 4 თვე და 4 დღე იმეფა და შემდეგ თავისივე გვარდიის ოფიცრებმა მოკლეს.

7. ამერიკაში ყოფნისას ვლადიმერ მაიაკოვსკის რუსმა ემიგრანტებმა შეხვედრა მოუწყვეს. პოეტმა ინგლისური ენა არ იცოდა და ერთ–ერთმა ემიგრანტმა, რომელსაც მაიაკოვსკი არ უყვარდა, სიტყვა განგებ ინგლისურად წარმოთქვა. პასუხად მაიაკოვსკი ქართულად გამოვიდა და დარბაზში შეძახილი გაისმა: “ქართველი ხარ?!”– “ბაღდათელი ვარ, ბაღდათელი!”– უპასუხა მაიაკოვსკიმ.

8. სანამ მომღერლის პრემიერას გაიკეთებდა, ელვის პრესლი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო.

9. ჰიტლერის მიერ გამოცემული კანონით, ქალიშვილებს უარი არ უნდა ეთქვათ ჯანღონიან ვაჯებთან სქესობრივ კონტაქტზე და ამ გზით დაბადებული ბავშვები კანონიერად ითვლებოდნენ – მათ “ფიურერისთვის მიძღვნილ საჩუქარს” ეძახდნენ.

10. მაიას ტომის ინდიელები ოჯახის წევრებს შინ, იატაკის ქვეშ მარხავდნენ.

11. კუნძულ ტონგის ერთ–ერთი ტომის ბელადი ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე ტიტულოვანია მსოფლიოში, რადგან ამ კუნძულზე ჯეიმს კუკთან ერთად მიცურდა და დღესაც საღ–სალამათია – ეს ბელადი არის გიგანტური კუ.

12. ყველაზე ცნობილ ინგლისურ ყველს – ჩეშირს კატის თავის ფორმა აქვს.

13. 1936 წელს ბერლინში ჩატარებული ოლიმპიადა პირველი იყო, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

14. სტუმრობით დამეგობრებულ კაცს კავკასიაში “ყონაღი” ერქვა.

15. ცნობილმა მხატვარმა სალვადორ დალიმ “ჯოკონდა” ულვაშიანი დახატა.

16. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის არმიაში მომსახურე გურქჰების კორპუსი ტყვედ ჩაუვარდა იაპონელებს და ინგლისელებისთვის მიცემული ფიცი რომ არ გაეტეხათ, გურქჰებმა ხმლებით დააჭრეს თავები ერთმანეთს.

17. ინდიელებს წვერი არ ეზრდებათ.

18. საუდის არაბეთში ჩატარდა სილამაზის კონკურსი, რომელშიც 900 დედალი აქლემი მონაწილეობდა. გამარჯვებული აქლემის პატრონს ჯილდოდ 500.000 დოლარი გადასცეს.

19. ძველად გემთმშენებლები ახალაგებული გემების წყალში შესაცურბლად დიდ რაოდენობით ღორის ქონს იყენებდნენ.

20. ეგვიპტის ოკუპაციის დროს ინგლისელი კარაბინები შორ მანძილზე სროლაში ვარჯიშისათვის სამიზნედ სფინქს იყენებდენენ.

to be Continued…

მსგავსი ამბები

Back to top button