საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველოში ტურიზმის ხელშემშლელი ფაქტორები

ესეც ჩემი მორიგი პოსტი ტურიზმთან დაკავშირებით.

ტურისტული ინფრასტუქტურა
განთავსების საშუალებების არასათანადო დონე და რაოდენობა (განსაკუთრებით რეგიონებში). უპირველეს ყოვლისა საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთ პილოტურ რეგიონებს, სადაც ვიზიტორთა ნაკადები არსებობს და მოთხოვნა ჭარბობს შეთავაზებას. ასეთია მაგ.: ხევსურეთი, თუშეთი, კახეთის ზოგიერთი რეგიონი, იმერეთი, აჭარა. საჭიროა სასტუმრო საოჯახო სახლების განვითარების ხელშეწყობა სევისის სწავლებით, იაფი სესხით, ბიზნეს დაგეგმვის სწავლება, ვიზიტორთა დატვირთვის ორგანიზებით.

კვების ობიექტების არასათანადო აღჭურვილობა და მომსახურების ხარისხი; უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ვიზიტორთა თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებით საინტერესო ადგილებს (ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლები), პოპულარულ ტურისტულ საფეხმავალო ბილიკებს (მაგ.: ყაზბეგი – სნო – ჯუთა – როშკა; მესტია – ადიში – ხალდე – კალა – უშგული).

არასაკმარისი ტურისტული-საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები; საგზაო დეპარტამენტთან ერთად უნდა გაგრძელდეს ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტების მანიშნებლების ქსელის დახვეწა, აღდგენა და შემდგომი განვითარება; ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან გაგრძელდეს საინტერპრეტაციო-საორიენტაციოდაფების მოწყობა. (მსგავსი დაფები მოწყობილია რიგ ადგილებში, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისი არ არის). საჭიროა პოპულარული მარშუტების (საფეხმავალო, საცხენოსნო, ველო) მარკირება მარტივი სტანდარტიზირებული მანიშნებლებით. ამისთვის შესაძლებელია კონტრაქტორი სპეციალიზირებული ორგანიზაციების გამოყენება.

გამართული სანიტარული კვანძების არარსებობა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავგასამართ სადგურზე დაიწყო ტუალეტების ფუნქციონირება კვლავ პრობლემად რჩება ტუალეტების მოწყობა და სანიტარული ნორმების დაცვით ფუნქციონირება პოპულარულ ტურისტული მარშუტებისა და სანახაობების გათვალისწინებით. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის ან თვით ტურისტული ობიექტების მონაწილეობით.

დასუფთავების პრობლემა (განსაკუთრებით რეგიონმებში). მყარი ნარჩენების დაგროვება, უკონტროლო და უნებართვო სანაგვეები და საყოფაცხოვრებლო ნარჩენებისგან დასუფთავების საკითხი უნდა იქნას პრიორიტეტულად განხილული, განსაკუთრენით პოპულარული ტურისტული ადგილების ირგვლივ, ასეთია მაგ.: ყაზბეგი – გერგეთის სამების გზა, გუდაურის ნაგავსაყრელი. მსგავსი პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამიში ფინანსები და ქეტნიკური ზედამხედველობა.

მოუწესრიგებელი შიდა ტრანსპორტი: ბოლო 2 წლის განმალობაში მკვეთრად გაიზარდა ინდივიდუალური ანუ არაოგანიზებული ტურისტთა რიცხვი, რაც პოზიტიური ნიშანია, ამასთან ერთად დღეისათვის დღის წესრიგში დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების და მომსახურების გაუმჯობესების საკითხი. ერთ-ერთი მარტივი საკითხია სატრანსპორტო საშუალებების პუნქტუალური და გააზრებული გრაფიკით ორგანიზება, რაც დღეისათვის ხშირად ქაოსურად ხდება. მასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების საკითხიც.

რეგიონებში წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის პრობლემა: პრობლემა ზოგადად მეტად მწვავეა, დღეისათვის ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევით თითქმის გადაიჭრა წყლით უზრუნველყოფის საკითხი, თუმცა კანალიზაციის სისტემები და დაბინძურებული წყლის გაწმენდის საკითხი მეტად მნიშვნელოვანია. საკითხის გადაჭრა ითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ უპირვლეს ყოვლისა ყურადღება უნდა მიექცეს პოპულარუს ტურისტულ ადგილებს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები სრულდება სოფელ გერგეთში. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს სუფთა, ეკოლოგიური გარემო სანახაობრივი ღირსშესანიშნაობების მქონე ადგილების ირგვლივ. უმრავლეს შემთხვევაში საკანალიზაციო ქსელების სანაცვლოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ალტერნატიული ტექნოლოგიები.

სერვისი

არა კვალიფიციური პერსონალი (კვების ობიექტები, განთავსების საშუალებები და სხვა ტურისტული ობიექტები). საჭიროა შეიქმნას რეგიონებში ზრდასრულთა გადამზადების ცენტრები, სადაც ჩატარდება ტრენინგები ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, მართვა და მომსახურების საკითხებში. ცენტრალიზებულად მეტად ძნელია ადგილობრივი კადრების თავმოყრა და სწავლება.

პროფესიონალი გიდის ნაკლებობა (განსაკუთრების სამთო გიდი), სამთო გიდების მომზადება საჭიროებს სპეციფიკურ პროფესიონალურ წვრთნას, რომელიც ტრადიციურ ალპურ ქვეყნებში ხშირად რამდენიმე ქვეყანაში გრძელდება რამოდენიმე წელი.რამდენადაც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა მისი მთიანი რეგიონებია, აუცილებელია მთის გიდების მომზადების, ევროპულ დამოცდილების გაზიარება და საწვრთნელი ბაზებისა და სკოლის შექნმა. საჭიროა მსგავსი ინიციატივების დეტალური განხილვა და მხარდაჭერა.

სამთო სათხილამურო კურორტებზე სამაშველო სამსახურის და კვალიფიციური სათხულამურო მწვრთნელის არ არსებობა. წამყვან სათხილამური ცენტრებში აუცილებელია სასწავლო-სამაშველო ცენტრების შექმნა, სადაც უზრუნვლყოფილი იქნება კვალიფიციური კადრების მომზადება, სწავლება-გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ოპერაციების ორგანიზება. განსაკუთრებით ნმიშვნელოვანია ასეთი დასაყრდენი ცენტრების შექმნა სვანეთში, გუდაური ან ყაზბეგი, ომალო, ბაკურიანი.

ტურისტული პროდუქტი

ერთფეროვანი ტურისტული პროდუქტი: საჭიროა ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია თანამედროვე მიმდინარეობების გათვალისწინებით.არსებული შეთავაზება უმრავლეს შემთხვევაში ”მორალურად” დაძველდა და აღარ პასუხობს თანამედროვე მიმდინარეობების ნოთხოვნას. მაგალითად.: ზამთრის სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე კონცეფციების დანერგვა სათხილამურო ცენტრებში. – მაგ.:”სნოუ-პარკები”, ”ფან-პარკები”, ”ფრი-რაიდე” და ა.შ. კულტურულ აღმოჩენითი ტურების შემთხვევაში საჭიროა მათი შეათავაზების ”სიღრმული: განვითარება და ინტერაქტიულ-შემეცნებითი ელემენტების გათვალისწინება. ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს ”ღვინის ტურიზმის” განვითარება.

მაღალ ფასიანი ტურისტული პაკეტები.: აუცილებელია ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაცია, ასევე ფასისა და ტურისტული სეგმენტის გათვალისწინება.მხოლოდ პაკეტ-ტურები არ არის საკმარისი ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრების მოთხოვნის საპასუხოდ. ამისთვის საჭიროა საინფორმაციო ცეტრის განვითარება, ინტერნეტის საინფორმაციო და ”ბუკინგ რესურსის” სრულიად გამოყენება, რათა დავუახლოოთ ერთმანეთს მომხმარებელი და მიმწოდებელი, შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი ფასები, გავზარდოთ კლიენტის ნდობა შემოთავაზების მიმართ და ამასთან ერთად ვუზრუნველყოთ სერვისის ხარისხის მონიტორინგი.

თეგები

kaxaberry

1992.23.03

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close