მისტიკასაკითხავიუცნაური

კაცი, რომელიც ვერ ჩამოახრჩვეს


ეს ამბავი,რომელზეც ახლა გვექნება საუბარი, ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი საქმეა. ამბავი,რომელიც მკვლელობებით დაიწყო და პასუხგაუცემელი კითხვებით დასრულდა. 1884 წლის ნოემბერში ბაბაკომში საშინელი მკვლელობა მოხდა, დამნაშავედ კი ჯონ ლი ცნეს, მან ამ დანაშაულის გამოისობით მსოფლიოში გაითქვა სახელი, მოგვიანებით კი სახელის მაგივრად ასე მოიხსენიებდნენ: კაცი,რომელიც ვერ ჩამოახრჩვეს.

ჯონ ჰენრი ჯორჯ ლი 1864 წლის 15 აგვისტოს დაიბადა. (რიცხვ 23-ის ფანებო, დააკვირდით,აგვისტო მერვე თვეა, 8+15=23 : ))) მამა – ჯონ ლი უფროსი, დედა – მარი ლი.

როდესაც სკოლა დაამთავრა ის მოსამსახურე იყო,კერძოდ მის ემა ანე კეისთან მუშაობდა,რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა მოსამსახურეებთან ერთად, მზარეულად ჯონის და ჰყავდა. შემდეგლი ფლოტში გადავიდა 1879 წელს. შემდეგ სხვა ქალაქში მუშაობდა ლივრეიან ლაქიად,სანამ დამქირავებელმა ქურდობაში არ დასდო ბრალი. ლი ბრალდებულად გამოაცხადეს, შემდეგ სასამართლოც გაიმართა და ციხეში ჩასვეს. 1884 წელს ის გაათავისუფლეს და თავდაპირველ სამუშაოზე დაბრუნდა,(ემა კეისთან) რადგანაც სხვა დამსაქმებლები მას დიდად არ წყალობდნენ, უყურებდნენ რა მის ნასამართლეობას და მით უმეტეს ამ ფაქტის მიზეზს.
1884 წლის 15 ნოემბერს ემა მკვდარი იპოვნეს, ის განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული, ყელი გამოჭრილი ჰქონდა, დამატებით კიდევ თავში 3 ჭრილობა და როგორც ჩანს მკვლელს სხეულის დაწვაც ეცადა. ერთადერთი მამაკაცი, ვინც სახლში ამ დროს იმყოფებოდა ლი აღმოჩნდა, ამას გარდა მას მკლავზე ჭრილობა უპოვნეს, რაც წესიერად ვერ ახსნა,თუ რისგან იყო გამოწვეული, ასე რომ იგი საწყის ეჭვმიტანილად მიიჩნიეს.

იმ დროინდელმა სამართალდამცავებმა ლის წინააღმდეგ არსებული სამხილები საკმარისაც მიიჩნიეს მის დასადანაშაულებლა და ციხეში უკრეს თავი. ჯონმა საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე განაცხადა,რომ ის უდანაშაულო იყო,მაგრამ არასოდეს დაუდია ვინმესთვის ხელი და არც ეჭვები გამოუთქვამს.

ჯონი აგრძელებდა თავის უდანაშაულობაზე ლაპარაკს და შიგადაშიგ ისიც თქვა,რომ ღმერთმა იცოდა მისი არაბრალეულობის შესახებ და ის იხსნიდა სიკვდილისგან. მაგრამ სამართალდამცავებმა ყური არ უგდეს ლის სიტყვებს, საბოლოოდ კი ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, რომელიც 1885 წლის 23 თებერვალს უნდა აღსრულებულიყო. (დიახ 23 თებერვალს :( ) ჯალათად ჯეიმს ბერი იყო დანიშნული. იმ პერიოდში უკვე ახალი ტიპის ეშაფოტები ჰქონდათ,რომელსაც ქვევით პატარა კარებივით ჰქონდა, ისე რომ როცა დამნაშავეს ყულფში თავს გააყოფინებდნენ, ის კარები იხსნებოდა და ადამიანი უცებ ვარდებოდა შიგნით, მალე ოხრჩობოდა. ჯეიმსმა იმ დღეს ჩვეულებრივ შეამოწმა კარები, თანაც რამდენჯერმე და ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ როდესაც ჯონი ეშაფოტზე აიყვანა და ყველაფერი წესის მიხედვით უნდა შესრულებულიყო, უცებ კარი აღარ გაიღო, ასე განმეორდა სამჯერ. ამ ფაქტმა ყველა გააკვირვა..

მესამე მცდელობის შემდეგ ჩამორხჩობა ოფიციალურად გადაიდო. გამოჩდნა კაცი- უილიამ ჰარქორთი – ჯონის საქმის მდივანი,რომელმაც გადაწყვიტა დამნაშავის განაჩენი,სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ. როგორც უილიამმა თქვა: ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სისასტიკე და შოკისმომგვრელი განცდა იქნებოდა, თუკი მეორეჯერ მოუწევდა ეშაფოტზე ასვლა და გარდაუვალი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა.

22 წლის პატიმრობის შემდეგ, ანუ 23-ე წელს ჯონი ციხიდან გაათავისუფლეს.. 1907 წლის 18 დეკემბერს ის უკვე ჩიტივით თავისუფალი იყო, მაგრამ მუდამ თან სდევდა მითქმა-მოთქმა. 1909 წლის 22 იანვარს ჯესი ავგუსტაზე დაქორწინდა, რომელმაც ორი შვილი ჯონ ოდრი მაურისი და ერთი ქალიშვილი აჩუქა, თუმცა ეს უკანასკნელი მამამისს არასოდეს უნახავს, რადგან 1911 წლის 28 თებერვალს ჯონი ამერიკაში მოგზაურობდა ვიღაც ქალთან ერთად, რომელზეც ამბობდა,რომ ცოლი იყო. მაშინ,როდესაც ნამდვილი ცოლი ორსულად გახლდათ მეორე ბავშვზე.

შემდეგ ჯონი თავის პარტნიორთან ადელინასთან ერთად ცხოვრობდა, მასთან გოგონაც შეეძინა, მაგრამ 1933 წელს გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა.

საბოლოოდ ჯონი 80 წლის ასაკში, 1945 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

ხალხში ათასნაირი ჭორი ტრიალებდა წარსულში ჯონის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ, ზოგი ამბობდა,რომ დაინახეს დედამისი როგორ ესტუმრა სასაფლაოსთან ახლოს მდგარ ეკლესიას, ხოლო შემდეგ კი ეშმაკს სთხოვა დაეცვა მისი შვილი. სხვანი კი ამბობდნენ,რომ ჯონმა რაღაც შელოცვის წყალობით იხსნა თავი სიკვდილისგან.

Caminho das Índias Instrumental – Habanera para Tarso by iri_lekveishvili

თუ ჯონ ლიმ ისე დაგაინტერესათ,რომ უფრო მეტის გაგება გსურთ, ამ საიტზე მოიპოვება ყველა ინფორმაცია მასზე,რაც კი არსებობს.. ლინკი
ამ ადამიანზე 1939 წელს ფილმიც გადაიღეს, რომლის ყურების საშუალებაც აქ გაქვთ. (6 ვიდეოა ფლეიერში მოთავსებული)

მე მონაწილეობას ვიღებ ბლოგერების კონკურსში, როგორც უცნაურის ბლოგერი, და კარგს იზამთ თუ ჩემს პოსტს წაიკითხავთ,მოწონების შემთხვევაში კი დამილაიქებთ (ამ უკუღმართი ხერხით ხდება გამარჯვება)
ხმის ლაიქების მიცემა აქედან შეგიძლიათ

ბმული

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა ბლოგერების პოსტებს და უგულშემატკივროთ :thanks:

ბმული

…………………………………………………………………………………………………………………..

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close