საკითხავიუცნაური

ადამიანის სული

სხეულის რომელ ნაწილშია და რამდენ გრამს იწონის ადამიანის სული
რა არის ადამიანის სული ? ყველას , ადრე თუ გვიან , უჩნდება ეს კითხვა . შემდეგ იბადება მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა – რა ხდება ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ ? ნუთუ უკანასკნელი ამოსუნთქვის შემდეგ სული თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას ? საერთო ჯამში , ყველაფერს ფილოსოფიურ და რელიგიურ და რელიგიურ საწყისებამდე მივყავართ , თუმცა სულს მეცნიერული ახსნაც მოეძებნება .

ბერძნულად სული არის ფსიქო , ლათინურად კი – ანიმა . ჩვენს ცნობიერებაში არსებული სული ერთგვარი ობიექტია , რომელიც სხეულისგან განცალკევებულია , თუმცა მასთან ძალიან ახლოს დგას . სული განიხილება , როგორც ადამიანის აქტიური და სიცოცხლის მატარებელი საწყისი . რელიგიური გაგებით , სული არის არამატერიალური არსება , რომელსაც აქვს აზროვნების , შეგრძნების , მოქმედებისა და გააზრების უნარი . მთლიანობაში მსოფლიოს რელიგიებს შორის საკმაოდ დიდი დავა მიმდინარეობს იმის შესახებ , თუ რა არის სული და ადამიანის რომელ ნაწილში “ცხოვრობს ის . ავსტრალიელი აბორიგენები დარწმულებულები არიან , რომ სული მატერიალური ნივთიერებაა , რომელიც ადამიანის ფეხებშია მოთავსებული და საშუალებას აძლევს მას , იცხოვროს . ჯერ კიდევ ძველი ეგვიპდიდან მოყოლებული , სულს საკმაოდ სიმბოლური და უცნაური დატვირთვაც ჰქონდა . ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურაში სულის სხვადასხვაგვარად გაგება და აღქმა ხდება . მართლაც საინტერესოა , სად მდებარეობს ნივთიერება , რომელიც ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს ?

ამაზე ყველა რელიგიას თავისი პასუხი აქვს . ზოგიერთ ერს მიაჩნია , რომ სული თავშია , ზოგი კი თვლის , რომ ის მუცელშია . ძველ ბაბილონში სწამდათ რომ სული ყურებში იყო დასახლებული . უძველესი ებრაელები ოდითგანვე ამბობდნენ , რომ სული ადამიანის სისხლშია . მათ მოსაზრებაში ლოგიკა ნამდვილად არის . თუ დავუფიქრდებით – სისხლის დაკარგვასთან ერთად , ადამიანი სიცოცხლესაც კარგავს . ამ ვერსიას ესკიმოსები აღუდგნენ წინ და თავიანთი არგუმენტებით ასაბუთებდნენ , რომ სული ხერხემალშია .
რამდენიმე წლის წინ გერმანელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ქალაქ ლიუბეკში . 7-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვით დააგდინეს , რომ რომ ამ კონტინგენტის წამომადგენელთა დიდი ნაწილი სულის ადგილსამყოფელად თვალებს მიიჩნევს . მართლაც , თვალები ადამიანის სულის სარკეა . შეიძლება ბანალურად ჟღერდეს , მაგრამ ამ გამოთქმის ბევრს სჯერა .
ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გაიცა . მეცნიერული თვალსაზრისით , ადამიანის სული , ანუ ის სუბსტანცია , რასაც სულს ვეძახით , მდებარეობს მთლიანად ადამიანის სხეულში , მის ყველა უჯრედსა და მოლეკულაში . გასული საუკუნის 90 – იან წლებში სენსაციების მაძიებელმა ამერიკელმა ექიმებმა სულის აწონვა გადაწყვიტეს და ამისათვის თეთრი სახლის მიერ გაცემულ ნებართვას დაელოდნენ , რომლის მიხედვითაც მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მიიღეს . მაგიდა – სასწორზე მოთავსებული მომაკვდავი , ფილტვების კიბოთი დაავადებული 78 წლის პაციენტი თავადაც მოხარული იყო , მეცნიერების აღმოჩენის მიზეზი გამხდარიყო . გარდაცვალების მომენტში მისი წონა 7 გრამით შემსუბუქდა . აქვე უნდა ღვნიშნოთ რომ მსგავსი ცდა ნოვატორული ნამდვილად არ იყო .

1915 წელს ამერიკულ ჟურნალ “ჯანმრთელი ცნობის” მერვე ნომერში დაიბეჭდა სტატია , რომელშიც ექიმი მაკდუგალი იდენტური ცდის შედეგებზე დაუბრობდა . მართალია , მაკდუგალის ასაწონი მოწყობილობა იმ ტექნიკასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა , რომელიც ზემოთ ნახსენებ მეცნიერებს ჰქონდათ , მაგრამ მაინც ზუსტად აჩვენებდა ციფრებს . მაკდუგალის შემთხვევაში , მთავრობის უფლების გარეშე ჩატარებული ცდის შედეგად , მეცნიერმა დაადგინა, რომ გარდაცვალების მომენტში მისმა პაციენტმა 22 გრამი დაიკლო , საბოლოო ჯამში , მეცნიერები ვარაუდობენ , რომ ადამიანის სულის წონა ინდივიდუალურია და ის სადღაც 25 გრამამდეა .
რელიგიური თვალსაზრისით , ამას ცოდვების ქონა-არქონა განაპირობებს .

სულის მიერ სხეულის დატოვების სხვა , საკმაოდ საინტერესო თეორიამდე მივიდნენ შვეიცარიელი მკვლევარები , რომლებმაც 20 ადამიანზე ჩაატარეს ცდა . მათ დაადგინეს , რომ დაძინების მომენტში , ძილბურანში მყოფი ჯანმრთელი ადამიანი წონაში 4 ან 6 გრამს იკლებს . გარვიძებისას კი იმავე რაოდენობას იმატებს . შესაბამისად , თეორია იმის შესახებ , რომ ძილის დროს ადამიანის სული ნაწილობრივ ტოვებს სხეულს და სხვა განზომილებაში გადადის , არცთუ უსაფუძვლოა .
რუსმა მკვლევარმა მსტისლავ მიროშნიკოვმა კი სულის მიერ სხეულის დატოვების ცდის ჩატარება ცხოველებზე სცადა და ღმოჩნდა , რომ გარდაცვალების მომენტში ცხოველიც იდენტურად კარგავს რამდენიმე გრამს , ისევე როგორც ადამიანი .

მეორე მხრივ , კაბალას მოძღვრების მიხედვით , სული მატერიალური სუბსტანცია არ არის და შეუძლებელია , წონა ჰქონდეს . ის ადამიანის გამჭვირვალე და უხილავი “მე” – ს ნაწილია , რომელიც ცოცხლობს და იმ პატარა ლაბორატორიას აცოცხლებს , რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ჰქვია . კაბალას მიმდევრების აზრით , სული სამუდამოდ ცოცხალი რჩება და რეინკარნაციის გზით ათასჯერ ბრუნდება დედამიწაზე .

ქრისტიანული და მაჰმადიანური რელიგიის მიმართულებებიც საბოლოოდ იქამდე დადის , რომ ბოროტი სული ჯოჯოხეთში იწვის , კეთილი კი სამოთხეში ჰპოვებს შვებას . ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ფრანგი მეცნიერი , ფსიქოთერაპევტი მიშელ ლერიე , რომელიც 20 წლის მანძილზე ატარებდა ცდებს კლინიკური სიკვდილის ფაზაში მყოფ ადამიანებზე . შედეგად ლერიემ გაარკვია , რომ 20 -დან 13 ადამიანს საერთოდ არ ახსოვდათ , კლინიკური სიკვდილის დროს რა ხდებოდა მათ თავს . დანარჩენი შვიდი კი ერთობ რეალურად ყვებოდა ერთი და იმავე გვირაბის შესახებ , რომლის ბოლოშიც სინათლეა და იმ განზომილებებზე , რომლებშიც ადამიანის სული , ნეგატიური ან პოზიტიური მხარეების გამო , შეიძლება მოხვდეს .
რელიგიური მიმდინარეობების მიუხედავად , მეცნიერებამ დაამტკიცა , რომ სული სრულიად ჩვეულებრივი სუბსტანციაა , რომლის დანახვა შეიარაღებული თვალის დახმარებით შესაძლებელია . საინტერესოა სინამდვილეში რას ხედავს კლინიკური სიკვდილის ფაზაში მყოფი ადამიანი ? ნუთუ ის მართლა ჩადის საიქიოში და უკან ჩვეულებრივად ბრუნდება ? ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია და მსოფლიოს ერთ – ერთ გამოცანას წარმოადგენს …

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close