ანეგდოტები
ანეგდოტების კრებული
რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი. – ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.
– მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.
ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:
– ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?
– კი, ბატონო, დასხედით!
ჯეიმს ბონდი ქალთან:
– ჯეიმს, ეგ რა საათი გიკეთიათ?
– ეს საათი აჩვენებს, თუ რა ხდება ეხლა, ამ მომენტში.
– და რას აჩვენებს ეხლა ეგ საათი, რა ხდებაო?
– რას და მხურვალე სექსით ვართ ჩვენ დაკავებული.
– კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია?
– არა, უბრალოდ ჩემი საათი ცოტა წინაა
– ხომ ვერ ამიხსნით ცეცხლოვანი კოცნის ტექნოლოგიას?
– სიამოვნებით. მთავრია, კოცნის დროს პირიდან გამოიღოთ ანთებული სიგარეტი.
ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:
– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?
– ორ მილში.
მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:
– მარჯვნივ თუ მარცხნივ?
– ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.
– მეგობარო, რა ცუდად გამოიყურები.
– მთელი ღამე არ მეძინა.
– რატომ?
– სასტუმროში მე–100 ნომერში მომათავსეს, რომელსაც ერთიანი წაშლილი ჰქონდა და მთელი ღამე მიკაკუნებდნენ, დროზე გამოდი, ჩვენც გვინდაო…
თანამშრომელი სასიძოს ეკითხება:
– შენი საცოლეს სურათები გაქვს შიშველ მდგომარეობაში?
– რა თქმა უნდა, არა!
– გინდა გადმოგიგზავნო?
– ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე. მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… – ეუბნება ქმარი ცოლს.
– ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!
– გუშინ კინოში ვიყავით, შუქი ჩაქვრა და ნახევარი საათი სიბნელეში ვიყავით მთელი დარბაზი.
– წარმომიდგენია რა პანიკა ატყდებოდა…
– კი, ნახევარი საათის მერე, როცა შუქი აინთო.
– ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე.
მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… ეუბნება ქმარი ცოლს.
– ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!..
კაცი რეკავს სასწრაფოში:
– სასწრაფოდ მოდით, ადამიანს კატოკმა გადაუარა!
სასწრაფო:
– მითხარით მისამართი. კაცი: – ჭავჭავაძის 34… 36… 38… 40… 42……
კლიენტი ბარმენს:
– თქვენ რა, აქ ანონიმი ალკოჰოლიკების კლუბი გახსენით.
– საიდან დაასკვენით?
– სახეზე ვერავის ვცნობ.
ლორდი მოსამსახურეს:
– ჯეიმს! ცხელი აბაზანა მესაჭიროება!
– უკვე ამოვდივარ, სერ!
ფოტოგრაფი-კლიენტს:
– თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?
– პატარა.
– მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.
სერ, – მიმართავს ახალგაზრდა ყმაწვილი მისტერ ტომსონს,
– თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ…
– სიამოვნებით, – იღიმება მისტერ ტომსონი,
– ოღონდ ის, რომელიც მუდამ ჩემს ჯიბეშია.
ლუდით დასალევი სადღეგრძელო:
– მოდი იმ კაცს გაუმარჯოს, რომლის მამაც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას “ბალელშიკობს”
სამი სტუდენტი აბარებს გამოცდას.
ერთი დიდი ბლატით, მეორე პატარათი, მესამე კი – საერთოდ უბლატოდ.
ეკითხებიან პირველს:
– რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი?
– იაპონიაში.
– ხუთიანი!
ეკითხებიან მეორეს:
– რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი? – იაპონიაში.
– რომელ წელს?
– 1945 წელს.
– ხუთიანი!
მესამეს იგივეს ეკითხებიან და უმატებენ:
– რომელ ქალაქში?
– ხიროსიმაში.
– რამდენი დაიღუპა?
– ორასოთხმოცდათხუთმეტი ათასი.
– … გვარები ჩამოგვითვალეთ!..
რას ნიშნავს ორმხრივი სიამოვნება?
– როცა სადისტი მაზოხისტს აწამებს……
ახალი ქართველების შვილების საუბრიდან:
– მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს!
– მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს!
მიხოს კოჭლი შვილი ყავდა,ომში უნდა წავიდეო ამოიჩემა …
სად უნდა წახვიდე გინდა აქ მე მანერვეულო და იქ სნაიპერი აწვალო?
რუსული ენის გაკვეთილი ქუთაისში.
გიგლა მასწავლებელი სვამს შეკითხვას :
– აბა ვინ გაარჩევს გრამატიკულად წინადადებას “მამა ს პაპოი პაშლი ვ ბანიუ”.
ხელს წევს პატარა ლადო.
-აბა მიპასუხე, ეუბნება მასწავლებელი
-მამა – პოდლეჟაშჩეე, პაპა – ნადლეჟაშჩეე, ა ბანია ეტო პრედლოგ – პასუხობს ლადო.
-მალადეც, ამბობს ბატონი გიგლა,ნო ზნაი, პაპა მოჟეტ ბიტ ი ნადლეჟაშჩიმ ი პოდლეჟაშჩიმ, ა ბანია ეტო მესტოიმენია !!
– ოფიციანტ!
– ჰაჯან!
– ჩემს წვნიანში ტარაკანა ფართხალებს.
– თავდაღმაა თუ გულაღმა?
– გულაღმა.
– ეგ მოცეკვავეა, კლიენტებისათვის „ბრეიკს“ ცეკვავს
– არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?
– აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?
ფეხსაცმლის მაღაზიის პატრონი გამყიდველთან მივიდა და ყურში უჩურჩულა:
– რაშია საქმე, რატომ არ ეხმარებით იმ კლიენტს, რამდენი ხანია ფეხსაცმელი ვერ აურჩევია.
– მძიმე შემთხვევაა, შეფ – ამოიოხრა გამყიდველმა, – მუსიკოსია და ერთ ტონალობაში რომ ჭრიჭინებს, ისეთი ფეხსაცმლის ყიდვა სურს.
მთვრალი მძღოლი
მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:
– იცინეთ , იცინეთ…– გაბრაზდა მთვრალი,
– ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს: მე ავტობუსუს მძღოლი ვარ!…..