საკითხავისამხედროსასარგებლო

XXI საუკუნის ჯვაროსნები

2010 წლის 18 იანვარს ABC News-ის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, თუ როგორ ათავსებდა თავის პროდუქციაზე ოპტიკური და ლაზერული სამიზნეების მწარმოებელი ამერიკული კომპანია “Trijicon” ბიბლიურ ციტატებს.

სამიზნეები მაგრდება იმ იარაღებზე, რომლებსაც აშშ-ს არმია იყენებს ერაყსა და ავღანეთში ბრძოლისას, ასევე წასვლამდე წვრთნებში, მომზადებისას. 2005 წლიდან Trijicon-ს გაფორმებული აქვს წლიური 660$ მილიონიანი კონტრაქტი, რათა უზრუნველყოს ამერიკის საზღვაო და ქვეითი შეიარაღება წელიწადში 800 000 მოწყობილობით. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს რამდენიმე უწყებამ არ დააყოვნა და შეშფოთება გამოთქვა – ოფიციალურად, აშშ-ს სამხედრო უწყებებში აკრძალულია რომელიმე რელიგიის პროზელიტიზმი, ასეთი საქციელით კი ცხადია, ამერიკელების ჯვაროსნებთან გაიგივება მოხდა, განსაკუთრებით ალ-ქაიდას წინააღმდეგ და ერაყში ჩატარებული ოპერაციებისთვის.

სამიზნეზე ამოტვიფრულია თავად ამ ციტატების თავი და მუხლი. მაგალითად, ACOG-ზე ამოკვეთილია იოანეს 8:12, წარწერა კი ასე გამოიყურება – ACOG4X32JN8:12. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს, რომელთა სურათების მოპოვებაც შევძელი:

  • ACOG-ზე იოანეს სახარების 8:12, წაწერა – ACOG4X32JN8:12
  • – მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
    იოანეს სახარება, 8:12

  • Reflex II-ზე 2 კორინთელთა 4:6, წარწერა – REFLEX1X242COR4:6
  • – რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
    პავლეს ეპისტოლე, მეორე კორინთელთა მიმართ, 4:6

  • RMR-ზე II პეტრეს 1:19, წარწერა – RM01 2PE1:19
  • – კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
    მეორე პეტრეს ეპისტოლე, 1:19

  • ACOG-ზე ფსალმუნი 27:1, წარწერა – ACOG6X48PSA27:1
  • – უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
    ფსალმუნი 27:1

    Trijicon-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ტომ მანსონმა დაუდასტურა ABC News-ს, რომ პროდუქციაზე განთავსებული წარწერები მართლაც ბიბლიურ მუხლებს ასახავდა და ამაში უკანონოს ან მიუღებელს ვერაფერს ხედავდა. მისი თქმით, ეს იდეა მათ დამფუძნებელს, გლინ ბაინდონს ეკუთვნოდა, რომელიც ღრმად მორწმუნე იყო და 2003 წელს დაიღუპა სამხრეთ აფრიკაში ავიაკატასტროფის დროს.

    Trijicon-ის საიტზე ასეთი განცხადება იყო: “ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკა ძლიერია მაშინ, როცა ხალხია კარგი. ხალხის სიკარგე კი რწმენაზე და რელიგიურობაზეა დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე აშშ ყოველთვის მიყვებოდა ღმერთის გზას და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს მორალი არ დაიკარგოს.”

    უცნობია, Trijicon-ის რამდენი ასეთი ნაწარმია ამჯერად ამერიკის არმიაში. ერაყში გასაგზავნი ჯარისკაცების ვარჯიშის ჩანაწერების ნახვისას ცხადი იყო, რომ ყველა მათგანი იყენებდა ბიბლიურად “მონიშნულ” იარაღს.

    კომპანიის “რელიგიური თავისუფლება თავდაცვაში”-ს პრეზიდენტმა მაიკლ უეინსტეინმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას რელიგიური თანასწორობის საკითხში. გარდა ამისა, ეს საშუალებას აძლევს მოჯაჰედებს, თალიბებს, ალ–ქაიდას წევრებს, ჯიჰადისტებს განაცხადონ, რომ მათ იესოს სახელით ხოცავენ.

    უეინსტეინის თქმით, მასაც შესჩივლა რამდენიმე ჯარისკაცმა ამ წარწერების გამო და ისიც უთხრეს, რომ მათი ხელმძღვანელობა Trijicon-ის სამიზნეებით აღჭურვილ ავტომატებს ეძახდა “იესო ქრისტეს სულიერად გარდაქმნილ ცეცხლსასროლ იარაღს”. ეს არის ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და ეკლესიის გახლეჩვისა. ასეთი საქციელით სახელმწიფო ზურგს აქცევს ქრისტიანობას.

    22 იანვარს კომპანია Trijicon-მა პირობა დადო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.

    თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close