ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

“დაუტოვე ძესა შენსა ვოკალი მემკვიდრეობით”


ჩვენ ყველანი მოკვდავნი ვართ და ადრე თუ გვიან დავტოვებთ ჩვენს სხეულებს.სანამ ეს “გარდაცვალება” მოხდება იმაზე უნდა ვიზრუნოთ,რომ ჩვენგან დადებითი სხივი აშუქებდეს,დავტოვოთ კვალი ღრმა და სიკეთით სავსე(თუმცა ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე).შეიძლება მრავალ წელს აბიჯებდე დედამიწაზე,მაგრამ შენი “საქმე-(*ვაი)გმირობებით” ამძიმებდე მიწას,ხოლო შეიძლება სულ ახალგაზრდამ დატოვო სამყარო,თუმცა შენი ზმანება არასდროს ტოვებდეს “სახლსა შენსა”… ამ მცირე შესავლის შემდეგ(შეიძლება “ფერდაკარგულიც” იყოს ზოგიერთისთვის,მაგრამ…) ვიტყვი,რომ სტატია ეხება ორ მართლაც ლეგენდარულ მომღერალს,მამა-შვილს რომლებმაც სამყარო ახალგაზრდებმა დატოვეს,თუმცა მუსიკაში ღრმა კვალი დატოვეს.

ტიმ ბაკლი & ჯეფ ბაკლი

ამბავი პირველი: ტიმ ბაკლი.

1947 წლის 14 თებერვალს ქვეყანას(აშშ,ვაშინგტონის შტატი) მოევლინა პატარა ტიმოთი ბაკლი.მშობლები ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ,რომ 28 წლის შემდეგ პატარა(თუმცა უკვე დიდი) ტიმი დატოვებდა ქვეყანას,ალბათ იმასაც ვერ წარმოიდგენდნენ,რომ ეს პატარა ფოლკ-როკისა და ალტერნატიული როკის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდებოდა…

ტიმი საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი იყო,საკმაოდ დიდი მომავალიც ექნებოდა მას მეცნიერულ ასპრეზზე,თუმცა მუსიკამ მაინც მის მარწუხებში მოაქცია ახლაგაზრდა ტიმი და იშვა ლეგენდა სახელად “ტიმ ბაკლი”.თუმცა მთლად ადვილიც არ იყო ასეთ სიმაღლეზე ასვლა.
ადრეულ ასაკში ის ასევე პოეზიაშიც ცდის ბედს და არაერთ ლექსს ქმნის,რომლებიც შემდგომ უკვე მუსიკალურ კომპოზიციებად გადაიქცევიან… თუმცა აქ ტიმი წინააღმდეგობას და პესიმისტურ ნაკადს გადააწყდა მშობლების მხრიდა.ტიმის მამა მეორე მსოფლიო ომში ნაბრძოლი იყო და ყოველივე ეს ასახული იყო მის ქცევებსა,თუ ხასიათში.ამიტომ არცაა გასაკვირი მისი უარყოფითი დამოკიდებულება შვილის მიმართ.დედის ქცევა კი ცოტა დამაფიქრებელი იყო,რადგან ის ტიმს უწინასწარმეტყველებდა ადრეულ ასაკში სიკვდილს-ამბობდა რა,რომ პოეტების ხვედრი ხშირად ასეთი იყო და ბედის ირონიით არც შემცდარა… ყოველივე ამან ტიმს ღრმა სულიერი დაღი დაასვა და იქნებ სწორედ ამიტომაც მიაკითხა “თეთრ სიკვდილს” სახელად – ჰეროინს. სწორედ ჰეროინი იქცა მისი სიკვდილის მთავარ მიზეზად.

ტიმოთი ბაკლი გარდაიცვალა 1975 წლის 29 ივნისს და დატოვა მემკვიდრე ჯეფი,რომელზეც ლაპარაკი ქვემოთ მექნება.დანარჩენზე მისი კომპოზიციები ისაუბრებენ,მხოლოდ იმას დავამატებ,რომ მისი ჟანრობრივი წრე საკმაოდ ვრცელია-დაწყებული ფოლკიდან დამთავრებული ჯაზის ელემენტებით.

Song To The Siren

Dolphins

Morning Glory

Goodbye and Hello

Song For Jainie

Aren’t You The Girl

The River

No Man Can Find the War

ამბავი მეორე: ჯეფ ბაკლი.

1966 წლის 17 ნოემბერს ტიმ ბაკლის ოჯახში გაჩნდა მემკვირდე ჯეფრი,რომელმაც მართლაც წარმატებით გააგრძელა მამის დაწყებული გზა.
მისმა განუმეორებელმა ვოკალმა რთულია,რომ არ მოგხიბლოს,მართლაც განუმეორებელია და ვისაც აქამდე არ მოუსმენია დაე დღეს გადაეშვას ამ “ნირვანაში”.

70_იანი წლების ბოლოს ჯეფი იწყებს ცდას სცენის დაპყრობისა,თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა,რადგან პუბლიკა ჯეფს სკეპტიკურად უყურებდა და მამის აჩრდილს ეძახდა,თუმცა გავიდა მცირე ხანი და ყველა დარწმუნდა,რომ ტიმზე არანაკლები იყო ჯეფიც,თუმცა ამ მცირე ხანში ტრაგედია დატრიალდა და ტიმი გარდაიცვალა,თუმცა რადგან ასე მოხდა ეს ალბათ კანონზომიერებაა…

თუმცა ცხოვრება გრძელდებოდა და ჯეფმაც დაიწყო სწრფი აღმასვლა,მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ალბომმა “Grace”,რომელმაც დღის სინათლე 1994 წლის აგვისტოში იხილა.სწორედ ამ ალბომის გამოსვლა იყო ბუმი მუსიკალურ სამყაროში,ყველამ დააფასა ჯეფი,ხოლო რამდენიმე ფრანგულმა მუსიკალურმა ჟურნალმა მას ლეგენდის ტიტული უბოძა,ხოლო ალბამი “Grace” ბოლო წლების საუკეთესო ალბომად დაასახელა.

ერთ დღეს მოხდა ის რამაც მრავალი ადამიანი დაამწუხრა.1997 წელს ჯეფი ბენდთან ერთად ეწვია მემფისს,სამუშაო ბევრი იყო და ახალი კომპოზიციებიც სწორედ მემფისში უნდა ჩაეწერათ.თუმცა ყოველივე ამას განხორციელება აღარ ეწერა.
29 მაისს ჯეფი მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის ეწვია მისისიპის შენაკადს,მდინარე ვულფჰარბორს,მუსიკოსები Led Zeppelin_ის მუსიკაზე “აჯაზებდა”,მცირე ხნის შემდეგ ჯეფი გაუჩინარდა,მან შეცურა მდინარეში და… 4 ივნისს მისი გვამი იპოვეს… ასე დასრულდა სიცოცხლე 30 წლის ასაკში…ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა..

ლეონარდ კოენის ლეგენდარული “Hallelujah” ისე გრძნობით იმღერა ჯეფმა,რომ… თუმცა თავად მოუსმინეთ

Grace

Everybody Here Wants You

Lover, You Should’ve Come Over

I Know It’s Over

Corpus Christi Carol

http://www.youtube.com/watch?v=2D28wShspww

Calling you

The other woman

http://www.youtube.com/watch?v=EbIteyr9QiQ&feature=related

Lost Highway

I Want Someone Badly

http://www.youtube.com/watch?v=ux_51Xkd3jU&feature=related

დასასრული!

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close