საკითხავისამხედროუკატეგორიო

ალფრედ როზენბერგი

ამ სტატიაში ვისაუბრებ გერმანიის მესამე რაიხის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნაცისტურ იდეოლოგიას და ჰიტლერის მარჯვენა ხელად იქცა.

ალფრედ როზენბერგი(12 იანვარი, 1893 – 16 ოქტომბერი 1946)- გერმანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი. გერმანიის შიდა პოლიტიკის წარმმართველი 1933-1945 წლებში. ფიურერის ბრძანებით მას ჩაბარებული ჰქონდა Beauftragter des Führers für die Überwachung der gesamten geistigen und weltanschaulichen Schulung und Erziehung der NSDAP ანუ როზენბერგი ითვლებოდა პარტიის იდეოლოგად და წარმმართველად. ხელმძღვანელობდა გერმანიის ცენტრალურ გამომძიებელთა ინსტიტუტს. დანიშნული იყო აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების რეიხსმინისტრად(1941-1945)და რეიხსლაიტერად(1933-1945)ანუ СС-ს და ვერმახტის გენერლად. ნიურბერგის ტრიბუნალის დროს დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სამხედრო დამნაშავედ. ითვლება ავტორად ისეთი მნიშვნელოვანი ნაცისტური იდეოლოგიური ნაშრომების ავტორად, როგორებიცაა: “რასობრივი თეორია”,”საბოლოო გადაწყვეტილება”, “ებრაული საკითხები” და ა.შ.

როზენბერგი დაიბადა 1893 წელს ქალაქ რეველში, გერმანელი ხარაზის ვოლდემარ ვილჰელმ როზენბერგის ოჯახში. რეველის სკოლის დამთავრების შემდეგ 1910 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. 1915 წელს, როდესაც რიგას საფრთხე დაემუქრა გერმანიის სამხედრო ძალებისგან, როზენბერგი სხვა სტუდენტებთან ერთად ევაკუაციაში მოჰყვა და ივანოვო-ვოზნესენსკში მოხვდა, თუმცა იქ ცხოვრება და სწავლა არ მოეწონა და მოსკოვში გადავიდა. 1918 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, როგორც ინჟინერ-არქიტექტორმა. 1918 წელს რეველში დაბრუნდა და შეეცადა გერმანულ სამხედრო ნაწილში მოხალისედ ჩაწერილიყო, მაგრამ იქ არ მიიღეს, რადგან რუსად ჩათვალეს. 1918 წელს გადავიდა მიუნხენში, სადაც მწერლობას მიჰყო ხელი.

1919 წელს დიტრიხ ეკარტის დახმარებით “ტულის საზოგადოებაში”ჩაირიცხა, რის შემდეგაც დაუახლოვდა ადოლფ ჰიტლერს და მალე ნაციონალ-სოციალისტების პარტიაშიც შევიდა. როზენბერგი მალე ჰიტლერის მარჯვენა ხელად იქცა და უდიდესი გავლენა მოახდინა მისი აზრების და ხედვის ჩამოყალიბებაში. მან გააცნო მომავალ ფიურერს სიონის ბრძენთა ორგანიზაციაც. როზენბერგის აზრით რუსეთის რევოლუცია საიდუმლო შეთქმულების შედეგად მოხდა, რომელიც ებრაელთა მსოფლიო საზოგადოებამ შეიმუშავა, რომლებიც მისივე აზრით დამნაშავენი იყვნენ პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაშიც. ებრაელთა წინააღმდეგ როზენბერგმა დაწერა ორი ნაშრომიც “ებრაელთა კვალი დროის ცვალებადობაში” და “უზნეობა თალმუდში”. 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა პატრიის ცენტრალურ ორგანს (Volkischer Beobachter). 1922 წელს გამოუშვა წიგნი “ბუნება, მთავარი პრინციპები და მიზნები ნაციონალ-სოციალისტური პარტიისა”.

იყო Hitler-Ludendorff-Putsch წევრიც. როზენბერგის მრავალი იდეა ჰიტლერმა თავის წიგნში, “მაინ კამპფ”(ჩემი ბრძოლა)გამოიყენა. სანამ მომავალი ფიურერი ციხეში იჯდა, როზენბერგი მოქმედებდა და შექმნა გერმანული საზოგადოება, სადაც ყოფილი ნაციონალ-სოციალისტებიც გაწევრიანდნენ, თუმცა როზენბერგმა ვერ მოახერხა პარტიის ერთიანობის შენარჩუნება და ლანდსბერგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰიტლერმა ახლიდან ჩამოაყალიბა ნაცისტთა ახალი ბირთვი. 1929 წელს როზენბერგმა დაარსა გერმანული კულტურის დასაცავი სამხედრო კავშირი(Kampfbund fur deutsche Kultur). 1930 წელს აირჩიეს რაიხსტაგის დეპუტატად ჰესენ-დარმშტატიდან. იყო საგარეო საქმეთა მოსაგვარებლად შექმნილი კომისიის წევრი. 1930 წელს როზენბერგმა გამოსცა ნაშრომი “XX საუკუნის მითი”, სადაც “მასონური ჰუმანიზმი” და “რომაულ-ეტრუსკული კათოლიციზმი” დაგმო და გამოუსადეგარად გამოაცხადა. 1933 წლის 1 აპრილიდან როზენბერგი ნაცისტური პარტიის შინაპოლიტიკას განაგებდა (Außenpolitisches Amt). მალე ამ ორგანიზაციის

მიზნებში შევიდა ნაცისტური იდეების გავრცელება საზღვრებს გარეთ. 1934-დან 1945 წლამდე როზენბერგი სათავეში ედგა ნაცისტური პარტიის იდეოლოგიის ჩამოყალიბების საქმეს და პროპაგანდის სამინისტროს მომარაგებას ახალი იდეებით(Beauftragen des Führers für die Überwachung der gesamten geistigen und weltanschaulichen Schulung und Erziehung der NSDAP). 1940 წლის 29 იანვარს ჩამოყალიბდა “რეიხსლეიტერ როზენბერგის შტაბი”,რომელიც პირველ რიგში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას და ასეთი ლიტერატურის ბიბლიოთეკების შექმნას შეძლებდა. 1941 წლის 17 ივლისს როზენბერგის ხელმძღვანელობით ჰიტლერმა ჩამოაყალიბა აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების საიმპერიო სამინისტრო. როზენბერგს ემორჩილებოდნენ “ოსტლანდის”(რიგა) რაიხსკომისრები და ბელარუსია-უკრაინის ტერიტორიები ჰენრიხ ლოზეს ხელმძღვანელობით. როზენბერგი და ჰიტლერი ამზადებდნენ კავკასიაში ანალოგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა არნო შიკედანცი თავისი შტაბიდან, საბჭოთა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან. როზენბერგმა 1945 წელსაც კი უარი განაცხადა ამ სამინისტროს დაშლის მოთხოვნაზე. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ როზენბერგი გაიქცა ჩრდილოეთ გერმანიაში, სადაც გადაწყვიტა ნაცისტური პარტიის დაშლა. 1945 წლის 23 მაისს ის დააკავეს მოკავშირეთა ძალებმა ფლენსბურგში კარლ დენიცის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. როზენბერგი წარდგა ნიურბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე და როგორც ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო დამნაშავე სიკვდილი მიესაჯა. 1946 წლის 16 ოქტომბერს გადაწყვეტილება სისრულეში შეიყვანეს.

თუ ინფორმაციის დააკოპირებთ, მიაწერეთ წყარო.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close