ახალი ამბები

უკანონო მაქინაციები Facebook-ში

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემები სარეკლამო სააგენტოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა. ჟურნალისტების ცნობით, სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული აპლიკაციები მომხმარებლის ნებართვის გარეშე აგროვებდნენ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებს, რომლის საშუალებითაც ქსელში გაწევრიანებული ადამიანების პირად გვერდებზე შეღწევაა შესაძლებელი.
ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული მონაცემები იგზავნებოდა 25 სარეკლამო სააგენტოში. შედეგად, მათ ინტერნეტ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად იყენებდნენ. გამოძიების თანახმად, სარეკლამო სააგენტოების ბაზაში საშუალოდ ათი ათასობით სოციალური ქსელის მომხმარებელი მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ბაზაში მოხვდნენ ქსელის ის მომხმარებლებიც, რომელთაც პრივატული მონაცემების დაცვის უმკაცრესი ზომები აქვთ „ჩართული“.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა Facebook-ის ადმინისტრაცია და ქმედებას აპლიკაციების მწარმოებელთა მხრიდან ადამიანთა უფლებების დარღვევად შეაფასა. მათი თქმით, ეჭვმიტანილი აპლიკაციები სოციალური ქსელიდან უახლოეს მომავალში წაიშლება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close