უცნაური

ლოხნესის მონსტრი

16396ff793df

ლოხნესელ ურჩხულზე უკვე ბევრი რამ დაწერილა და ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე “ცნობილი” ურჩხულია . ნესი იდუმალი ურჩხულია , რომელიც , როგორც ამტკიცბენ , შოტლანდიის ტბა ლოხ ნესთან ცხოვრობს . ეს სახელიც სწორედ მისი მშობლიური ტბის პატივსაცემად შეარქვეს.

ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით , რომლებმაც ის მრავალჯერ იხილეს , ნესი უზარმაზარი ცხოველია გველის თავითა და კისრით , ასევე სამი კუზით მსხვილ ტანზე . ამ ცხოველის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 1325 წლის გეოგრაფიულ ატლასში არის მოცემული . მოგვიანებით ნესი ზოგმა თავისი ნავიდან დაინახა , ზოგმა მთიდან . ტბის ნაპირას თითქოს უზარმაზარი ცხოელის ნაკვალევიც აღმოაჩინეს . ხანდახან კი ფოტოგრაფები და კინოოპერატორებიც კი ახერხებდნენ გიგანტური ცხოველის ფირზე აღბეჭდვას . თუმცა ისეთი შემთხვევაც მრავლად ყოფილა , როცა დიდი დათვი ან სხვა ცხოველი ნესი ჰგონებიათ.

პირველი ფოტო ნესის 1960 წელს გადაუღეს . მაშინ ფირის შესწავლისას შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეს – უცნობი ობიექტი მართლაც ცოცხალი იყო , მისი მოძრაობის სიჩქარე კი 15 კმ/სთ -ს შეადგენდა . რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთი ფოტო გადაიღეს , მოგვიანებით კი ტბაში ექსპედიცია მიავლინეს . შოტლანდიაში საგანგებო ჯგუფი შეიქმნა. ” მონსტრებზე მონადირენი ” კარგად აღიჭურვნენ და ტბაში ჩაყვინთეს , მათ წყალქვესა მიკროფონებით სცადეს მონსტრის მოძებნა , თუმცა მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა . დაიწყო სერიოზული გამოკვლევებიც , თუმცა დღემდე არ არის დადასტურებული ნამდვილად არსებობს თუ არა ურჩხული . როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება , ნესი ახლახან აღმოჩენილი ურჩხული ან რაიმე ამოუცნობი მოვლენა არ არის , ის მხოლოდ და მხოლოდ ცოცხლად გადარჩენილი უკანასკნელი პლეზიოზავრია …

ac1be01eed3f

00de05f89a33

bc02ab36aed6

მსგავსი ამბები

Back to top button