არქივი

დიდი თამაში

საბაკალავრო ნაშრომს ვწერ: თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბება. მრავალი წიგნი და სტატია წავიკითხე. ახლა კი მინდა დავწერო გეოპოლიტიკურ ტერმინზე, რომელსაც “დიდი თამაში” ჰქვია. შემდგომში სხვა პოსტებსაც დავწერ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ.

მსოფლიოს ისტორიულ გეოგრაფიაში ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი XIX საუკუნეა. საუკუნე, რომელიც ხასითდება ტერიტორიული ცვლილებებით, ფორმირებებით.

მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური რუკუს ჩამოყალიბება XIX საუკუნიდან იწყება, რომელიც გაგრძელდა I მსოფლიო ომისშემდგომ პერიოდში, როდესაც ახალი სახელმწიფოების საზღვრები იმდროინდელი ზესახელმწიფოების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დედაქალაქების კაბინეტებში ფანქრებით იქნა გავლებული.

ამ მხირვ გამორჩეული ადგილი უკავია ახლო აღმოსავლეთს, რომელშიც I მსოფლიო ომამდე მხოლოდ ორი სუვერენული სახელმწიფო არსებობდა: ოსმალეთი და სპარსეთი. ევროპული სახელმწიფოები სხვადასხვა ინტერესებით, ძირითადად კი, ეკონომიკური ინტერესებით მკიდრდებიდნენ რეგიონში.

XIX საუკუნის ბოლოდან რეგიონში ბრიტანეთის ინტერესები დაწინაურდა. მან სუეცის არხის გახსნის შემდეგ (1869 წელი) ეგვიპტის ოკუპაცია მოახდინა. ასევე ის დაინტერესებული იყო ჰიჯაზით, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა.

თუმცა, ბრიტანეთის ძირითადი ინტერესის სფერო სპარსეთის ყურე იყო. სწორედ აქ ჩაუშვა ბრიტანეთმა იმპერიის ღუზა. ბრიტანეთს, რომელსაც ინდოეთი ეკავა, ჰქონდა ინტერესი ინდოეთისაკენ მიმავალი გზა ეკონტოლებინა. ამიტომ მისთის სამხრეთ სპარსეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი იყო, თავისი მოხერხებული ნავმისაგმით. გარდა ამისა, ბრიტანეთმა მოახდინა ადენის ყურის კოლონიზაცია, ასევე ომანის და ხელშეკრულებითი ომანის (მეკობრეთა ნაპირი), რომელსაც დღეს შვიდი საემიროსაგან შედგარი სახელმწიფო – გაერთიანებული არაბული საემიროები ჰქვია.

XX საუკუნის დასაწყისში, კერძოდ კი, 1907 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ იქნა ისტორიული შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და რუსეთის იმპერიას შორის, გავლენის სფეროების გამიჯვნაზე სპარსეთში, ავღანეთსა და ტიბეტში.

სპარსეთი ჩრდილოეთი ნაწილი, რომლის ფართობის 790 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო რუსეთის გავლენის სფერო გახდა. ბრიტანეთს კი ერგო ორჯერ ნაკლები ფართობის (355 ათასი კვადრატული კილომეტრი) ტერიტორია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთისთვის სწორედ ეს ტეროტორია იყო ღირებული, რომელიც სპარსეთის სამხრეთით მდებარეობდა და სპარსეთის ყურეზე გადიოდა.

გავლენის სფეროებს შორის მდებარე ტერიტორიული სივრცე კი ცხადდებოდა “ნეიტრალურ ზონად”, სადაც ნებისმიერ მხარეს (რუსეთის იმპერისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიას) შეეძლო მიეღო კონცესიები.

რუსეთისა და ბრიტანეთის გავლენის სფეროების პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში ეწოდა “დიდი თამაში”, რომელიც პირველად გამოიყენა კაპიტანმა კონელიმ. თუმცა, ტერმინის პოპულარიზაცია მოხდა ცნობილი ინგლისელი მწერლის რეგიარდ კიპლინგის მიერ.

შემდგომში, 1915 წელს რუსეთი დათანხმდა ბრიტანეთისვის დაეთმო “ნეიტრალური ზონა”, იმ პირობით, რომ ომიშ შემდეგ (პირველი მსოფლიო ომი) ის მიიღებდა კონსტანტინოპოლსა და მიმდებარე შავი ზღვის სრუტეებს. რუსეთის დიდი ხნის ოცნება, დაუფლებოდა კონსტანტინოპოლს და მიმდებარე სრუტეებს რეალობამდე ახლოს იყო, რომ არა 1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუცია და ომიდან მისი გამოთიშვა. ამით რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა შანსი ცარგრადზე (სტამბოლი) დაუფლებისა. თუმცა შემდგონშიც ჰქონდა მისი დაუფლების მგზნებარე სურვილი.

წყარო: ჩემი ახალი ბლოგი: politgeography.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button