არქივი

ვწუხვარ,რომ…

6c8323d30fa4

სიკვდილის პირას მისული ადამიანი,ხშირად სწუხს,რომ ბევრი რამის გაკეთება ვერ მოახერხა….

ერთმა საინტერესო ქალბატონმა,რომელიც პოლიკლინიკაში მუშაობდა,დაკვირვებების შედეგად შეადგინა ყველაზე გავრცელებული “წუხილები”….

1.” მე ვწუხვარ,რომ არ მყოფნიდა გამბედაობა,იმ ცხოვრებით მეცხოვრა,რომელიც სწორი იყო ზუსტად ჩემთვის,და არა იმით,როგორსაც სხვები მასწავლიდნენ”

ეს ყველაზე გავრცელებული წუხილია ადამიანთა შორის,როდესაც ისინი ხვდებიან,რომ მათი სიცოცხლე თითქმის დასრულდა,შეუძლიათ უკან მიხედვა და გააზრება,რა ოცნებები დარჩათ აუხდენელი.ადამიანების უმეტესობა,ალბათ არც კი ცდილობდა,რომ ოცნებების 1/10 მაინც აესრულებინათ.

ძალიან საჭიროა,რომ აიხდინოთ,თუნდაც ყველაზე სანუკვარი ოცნებები თქვენი ცხოვრების გზაზე.იმ მომენტიდან,როდესაც ჯანმრთელობას კარგავთ,უკვე ძალიან ძნელია რამის გაკეთება.ჯანმრთელობას მოაქვს ის თავისუფლება,რომელსაც ცოტა თუ გაიგებს,სანამ არ დაკარგავს მას.

2.”მე ვწუხვარ,რომ ამდენს ვმუშაობდი”

ეს აზრი მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა.მათ ენატრებოდათ ახალგაზრდობა და ის ურთიერთობები.ზოგი ქალიც წუხდა ამაზე.ყველა მამაკაცი,რომელთანაც ზემოთ ხსენებული ქალბატონი მუშაობდა,სწუხდა რომ დიდ დროს ხარჯავდაა სამუშაოზე და თავის რჩენაზე.

3.”მე ვწუხვარ,რომ არ მყოფნიდა გამბედაობა გრძნობები გამომეხატა”

ბევრი ახშობდა გრძნობებს,რომ ურთიერთობები სხვა ადამიანებთან შეენარჩუნებინა.შედეგად,ისინი თანხმდებოდნენ უბრალო არსებობაზე და არ ხდებოდნენ ისეთები,როგორებიც თვითონ სურდათ.ბევრი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზ ზუსტად “სიმწარე” და აღშფოთება იყო. ჩვენ არ შეგვიძლია სხვისი რეაქციები ვმართოთ.უკეთესი იქნება,თუ სხვადასხვა ხერხებით უგულებელვყოფთ არაჯანსაღ ურთიერთობას ჩვენი ცხოვრებიდან.

4.”მე ვწუხვარ,რომ არ ვინარჩუნებდი ურთიერთობებს მეგობრებთან”

ხშირად,ეს ადამიანები,ვერც კი წარმოიდგენდნენ მეგობრებთან ურთიერთობის სარგებლობას,სანამ სიცოცხლის ბოლო კვირები არ დაუდგებოდათ და ძველი მეგობრების პოვნა უკვე ძნელი იყო.ზოგი,ისე იყო ჩაფლული საკუთარ საქმეებში,რომ მეგობრობას მისცეს საშუალება გვერდი აევლო მათთვის.იყო ბევრი მწუხარება,რომ მეგობრობისთვის არ იყო სათანადო ყურადღება და დრო განკუთვნილი.ყველას ენატრება მეგობრები,როდესაც კვდებიან…

5. “ვწუხვარ,რომ არ მივეცი საკუთარ თავს საშუალება,უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი”

ეს წუხილი,გასაოცრად ერთი იყო ყველასთვის.უმეტესობა,ბოლომდე ვერ ხვდებოდა,რომ ბედნიერება მათ არჩევანზეა დამოკიდებული.ისინი დაქვემდებარებულები იყვნენ ცხოვრებისეული კომფორტის მიერ.ცვლილების შიშის გამო,თავს იკატუნებდნენ,საკუთარი თავის და სხვების წინაშეც,რომ ბედნიერები იყვნენ…

დღეისთვის სულ ესა… გააკეთეთ ის,რისი გაკეთებაც სიკვდილამდე შეგიძლიათ.. მერე ხომ უკვე გვიანი იქნება… გიყვარდეთ ერთმანეთი,აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი,სიხარული,ბედნიერება… დამერწმუნეთ,ამით თქვენ იქნებით ბედნიერები…

მუდამ თქვენი…ნაწკა :)

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button