კულტურა

Dropbox – დაიღალე ფლეშკებით სირბილით?

nhu85

კომპიუტერულ ეპოქაში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს შეხება 2 ან მეტ კომპიუტერთან და შესაბამისად ხშირად დგება იმ პრობლემის შესახებ, როცა 1 კომპიუტერიდან უნდა ინფორმაციის გადატანა მეორეში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ინფორმაცია ჩაწერო ფლეშკაზე და გადაიტანო მეორე კომპიუტერში, გაგზავნო შენს e-mail-ზე და გადმოწერო მეორე კომპში და სხვა. ეს ორივე ან სხვა ხერხები არ არის კომფორტული, ამიტომ მე გთავაზობთ ძალიან საჭირო და აუცილებელ პროგრამას თან სრულიად უფასოს. 

ინფორმაცია პროგრამაზე:
მაგალითად, ჩემს სახლის კომპიუტერზე, ჩემს სამსახურის კომპიუტერზე და ჩემს ლეპტოპზე მაქვს 1 ფოლდერი, რომელშიც არის ჩემთვის სასურველი ინფორმაცია. ეს ფოლდერი 3-ივე კომპიუტერში არის დაშეარებული (გაზიარებული). შესაბამისად ნებისმიერ ერთში თუ ჩავაგდე რაიმე ფაილი, ავტომატურად ორივე კომპიუტერში გამოჩნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ფოლდერი არის სრულიად დაცული და ფაქტიურად შეუძლებელია მისი “გატეხვა” ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ის გადააქციოთ სხვებისთვის დაშეარებულ (გაზიარებულ) ფოლდერად და მხოლოდ თქვენი მეგობრები ან ახლობლები შეძლებენ მის ხილვას და მათაც კომპიუტერებში გაუჩნდებათ იგივე ფოლდერი.

ამ პროგრამის მთავარი +ები არის:
1. გამოყოფილი გაქვთ 2 GB ადგილი.
2. ინფორმაცია ინახება 3 კომპიუტერში და + Dropbox-ის სერვერზე, ფაქტიურად წარმოუდგენელია, ამ ინფორმაციის დაკარგვა.
3. Dropbox-ის სერვერი საკმაოდ სწრაფია ქართულ ინტერნეტთან მიმართებაში.
4. შეგიძლიათ გააზიაროთ სხვა მომხმარებლებთან თქვენთვის სასურველი ფოლდერი.
5. ა.შ.

თუ ზემოთ აღნიშნული პროგრამა არის ის, რასაც ეძებდით :) შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Dropbox-ის საიტზე და მიყვეთ ინსტალაციის საფეხურებს.

თუ დაგჭირდებათ დახმარება, დაპოსტეთ კომენტარებში.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button