გართობაკულტურაუცნაური

Microsoft-მა სამსახურში 11 წლის ბიჭი მიიღო

f2bce8f3432b

11 წლის ეგვიპტელი მაჰმუდ ვაელი, რომელსაც რამდენიმე წამში გამოანგარიშება შეუძლია, კორპორაცია Microsoft-ის ტექნიკური სპეციალისტად აიყვანეს.

როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ბიჭს სულ რამდენიმე წამი ჭირდება 40-ის 78-ზე გასამრავლებლად. ვაელის თქმით, მისი შესაძლებლობები მამამ აღმოაჩინა, როდესაც იგი 3 წლის ასაკში თავის დას ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა. მან დასძინა, რომ თავს “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ბიჭად ” მიიჩნევს. მეზობლები კი ბიჭს გენიოსად აღიარებენ.

“ახლა მე ინფორმაციული ქსელების ექსპერტი ვარ და უკვე მუშაობა შემიძლია. თუკი რამის გაგება დამჭირდება, “გუგლი” და “ვიკიპედია” მაქვს, – ამბობს Microsoft-ის ტექნიკური სპეციალისტი.

9 წლის ვაელი ქაიროს ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში შევიდა, ახლა კი იგი ინფორმატიკის კურსს გადის. ბიჭი თავისუფლად ლაპარაკობს არაბულ და ინგლისურ ენებზე, სწავლობს ფრანგულს და ყველაზე მეტად “კომპიუტერითაა” დაინტერესებული.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button