არქივი

ჩოგბურთი

g

ბევრჯერ გადავხედე უცნაურის ისტორიას და არცერთი პოსტი არ არის მიძღვნილი ჩოგბურთისადმი, ამიტომ გადავწყვიტე დამედო ერთი და ფართო ინფორმაციის მქონე პოსტი ჩემი საყვარელი სპორტის შესახებ…

ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს რომ ჩოგბურთის მაგვარი სპორტი წარმოიშვა საფრანგეთში, XII საუკუნეში. რა თქმა უნდა ეს თავიდანვე არ იყო ისეთი, როგორიც დღესაა, რადგან თავიდან, ბურთს ჩოგნის მაგივრად ხელით თამაშობდნენ. დაახლოებით ოთხი საუკუნე “ჩოგბურთის” მოყვარულები ხელებს იმტვრევდნენ ამ სპორტის გამო, მაგრამ, როგორც იქნა მიხვდნენ (XVI ს.კ) რომ ჯობდა ჩოგანი დაეხვედრებინათ ბურთისთვის ვიდრე საკუთარი ხელი. სწორედ ამ “აღმოჩენის” შემდეგ დაერქვა მას “ჩოგბურთი” და დიდი პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ასევე ცნობილია რომ  Henry VIII  ხშირად იყო დაკავებული ამ სპორტით.
ესეც ჩვენი ჰენრი:

d

ევოლუცია

პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა ვიმბლდონის კორტებზე 1877 წელს. ამ ტურნირმა დიდი წვლილი შეიტანა ჩოგბურთის ევოლუციაში რადგან თითოეულმა მონაწილემ თავისი აზრი გამოთქვა ჩოგბურთის განვითარებასა და წესების ჩამოყალიბების შესახებ. ამერიკაში კი პირველად ტურნირი გაიმართა 1880 წელს და გამარჯვებულის წოდება მიიღო ვუდჰოუსმა (არაფერია ამ კაცზე ცნობილი :D). რა თქმა უნდა აქაც იმსჯელეს ჩოგბურთის გაუმჯობესებაზე და გარკვეული წესები მიიღეს, მაგრამ ყველა ჩოგბურთის კლუბის წესების გაერთიანება ვერ ხდებოდა 1 წლის განმავლობაში. საერთო წესები კი მიიღეს ამერიკაში მას შემდეგ რაც მსოფლიოში მეორე სლემი ამერიკის საერთაშორისო გახსნა გაიმართა (US Open 1881) კაცებში, ხოლო ქალებში მხოლოდ 6 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ ჩოგბურთის “სამშობლოდ” საფრანგეთს თვლიან, საფრანგეთის ჩემპიონატი (French Open) გაიმართა 1891 წელს, ბოლოს კი ავსტრალიამაც სახელი გაითქვა ჩოგბურთში როცა გაიმართა ავსტრალიის ჩემპიონატი (Australian Open) 1905 წელს. ეს 4 საერთაშორისო ტურნირი დიდ პოპულარობას ინარჩუნებს დღემდე და ოთხივე ერთად წარმოადგენენ “ჩოგბურთის” ტურნირთა შორის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებს სახელწოდებით Grand Slam Tournaments.
წესებში უკანასკნელი ცვლილება შევიდა Tie-Break-ის დამატების სახით, რომელიც შეიმუშავა ჯეიმს ვან ალენმა 1924 წელს, გამოყენებაში კი დაამკვიდრა საერთაშორისო ტენისის ორგანიზაციამ (ITF). ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩოგბურთში დამკივდრდა Point Challenge System “Hawk-Eye” რომელიც გამოიყენება მაშინ როდესაც რომელიმე მოთამაშეს ეჭვი ეპარება მსაჯის გადაწყვეტილებაში.

kaia

რა თქმა უნდა დიდი ცვლილება განიცადა თვითონ კორტმა, ვნახოთ ადრინდელი და ახალთან შევადაროთ:

ეს ძველია
w

ესეც ახალი
s

საფარი

ზედაპირები იყოფა 3 ნაწილად, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება და ყველგან სხვადასხვანაირი ტემპია:

გრუნტი
e
გავრცელებულია ყველგან, ბრიტანეთის გარდა, იმიტომ, რომ ადვილია მოვლა და თბილი ამინდია საჭირო მისი შენარჩუნებისთვის.
გრუნტი გვხვდება ერთ-ერთ სლემზე, საფრანგეთის გახსნაზე. ამ ზედაპირზე ბურთს საკმაოდ შენელებული “მოძრაობა” ახასიათებს, საკმაოდ გამოსადეგია დაცვაში თამაში რადგან ბურთზე მისწრება და დაბრუნება ადვილია, შეტევაში თამაში კი ძნელი. ბურთის ნახტომი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის დარტყმა გამოიყენა მოთამაშემ (მოჭრა, დატრიალება, პირდაპირი დარტყმა…).

მყარი
g
ყველგანაა გავრცელებული (სადაც ჩოგბურთი გაუგიათ), განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება, მაგრამ ხაზები ხშირად ცვთება და მათი გამოცვლა წელიწადში რამდენჯერმეა საჭირო. ბურთი ნორმალური სისწრაფით მოძრაობს და ბურთის ნახტომი ასევე დამოკიდებულია დარტყმის სტილზე. 4 დიდი სლემის ტურნირებიდან 2 იყენებს ამ საფარს: ავსტრალიის სლემი და ამერიკის სლემი.

ბალახი
gh
საკმაოდ იშვიათია კარგი ბალახის კორტები (ცუდი აქაცაა სტადიონებზე :D) მოვლას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება, ბურთი მოძრაობს საკმაოდ სწრაფად, ასხლეტვა კიდე უფრო სწრაფია და დაბალი, საკმაოდ დიდი გამოცდილება სჭირდება ასეთ კორტზე თამაშს. ვიმბლდონი განთქმულია ასეთი საფრის ოპტიმალური მოვლით და მაღალ ხარისხში შენარჩუნებით.

ეხლა ვისაუბრებ ჩოგბურთში გამოყენებულ დარტყმებზე და მათ სწორად შესრულებაზე.

ჩოგბურთის დარტყმები დაყოფილია 3 ძირითად ნაწილად:

დომინანტური ხელით დარტყმა (Forehand)
kaia
რა თქმა უნდა პირველი დარტყმა რასაც დამწყები ჩოგბურთელი ასრულებს. ხშირად ეს დარტყმა შესრულებულია წინ დატრიალებით (ტოპ სპინ), ეს იმისთვისაა საჭირო რომ ბურთმა არ დატოვოს კორტის ფარგლები, მაგრამ არ ისე იშვიათად სრულდება პირდაპირი დარტყმები ან მოჭრილები რომლებსაც თავისი უპირატესობა აქვთ და საჭირო დროს შესრულებისას ქულის მომტანია.

სუსტი ხელით დარტყმა (Backhand)
ეს სრულდება არადომინანტური ხელის და დომინანტური ხელის ჩოგანზე ერთად მოთავსებით და სხეულის გასწვრივ მოქნევით, მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინ როდესაც იყენებენ ორ ხელიან დარტყმას. ცალ ხელიანი დარტყმა არადომინანტ მხარეს საკმაოდ ძნელია მაგრამ აქვს რამოდენიმე უპირატესობა:
1. ადვილია დაბალი ბურთის დარტყმა მეტი დატრიალებით და უკეთესი სიზუსტით ვიდრე ორ ხელიანის დროს.
2. დარტყმის შემდეგ ადვილია ბადეზე გასვლა და ქულის დასრულება ჰაერით (ამის მერე ვისაუბრებ ჰაერზე)
3. ასეთი დარტყმით იშვიათად ეჩვევიან ორ ხელიან ჰაერს (რაც უსარგებლოა)
d

ასევე ორ ხელიანს აქ რამოდენიმე უპირატესობა:
1. ადვილია მაღალი ბურთის ზუსტად დაბრუნება
2. უფრო ძლიერი და ზუსტია ნორმალურად მოწოდებულ ბურთებზე
3. მოთამაშე არ ეჩვევა ხშირ მოჭრებს (ცუდი ჩვევაა დამიჯერეთ)
g

ბურთის მოწოდება (Serve)
ეს დარტყმა გამოიყენება ბურთის თამაშში შეყვანისას, სრულდება ბურთის თავს ზემოთ აგდებით და უმაღლეს წერტილში დარტყმით. თუ დარტყმისას ბურთი ბადეს შეეხო და ისე ჩავარდა მოწინაამღდეგის “კვადრატში” მომწოდებელს ისე ეძლევა გაიმეოროს პირველი მოწოდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბურთი ბადეში ჩავარდა ან მოწოდების კვადრატს აცდა მოთამაშე აწვდის მეორეჯერ, მაგრამ უფრო სუსტად მაგრამ მეტი სიზუსტით. მოწოდებსთან არის დაკავშირებული ეისი, ეისი ითვლება იმ შემთხვევაში თუ მომწოდებლის მოწინაამღდეგე ვერ შეეხო ბურთს. მოწოდების ძალით თანამედროვე ჩოგბურთში გამორჩეულია ამერიკელი ენდი როდიკი რომელსაც ეკუთვნის რეკორდი, მან 2004 წელს დევისის თასზე მოაწოდა 249 კმ/სთ სიჩქარით რომელიც დღემდე რეკორდად ითვლება.
g

ასევე არსებობს დარტყმების “განშტოებები” ანუ ქვედარგები ამ 3 ძირითადი დარტყმების როგორიცაა:
ჰაერი: ბურთის დარტყმა კორტზე გადმოსვლისას მანამ სანამ ის კორტს შეეხება.
g
სმეში: ბურთის დარტყმა თავს ზემოდან.
g

დღესდღეობით ჩოგბურთელები დაწყობილია მათი ქულების მიხედვით რომლებსაც სხვადასხვა ტურნირებით აგროვებენ მათი მნიშვნელობის მიხედვით (მაგალითად დიდ სლემებზე გამარჯვების შემთხვევაში მოთამაშეს ეძლევა 2000 ქულა, ფინალისტს 1200 ქულა და ა.შ) თანხებიც იმის მიხედვით ნაწილდება თუ სადამდე მიაღწია მოთამაშემ ამა თუ იმ ტურნირში. დღევანდელი ჩოგბურთელების ტოპ ათეულის წყობა კი ასე გამოიყურება:

ადგ. გვარი, სახელი (ქვეყანა) ქულა პოზ.პროგრესი ტურნირების რაოდენობა წელს (ნათამაშები)
1 Nadal, Rafael (ESP) 11,880 0 20
2 Federer, Roger (SUI) 7,495 0 21
3 Djokovic, Novak (SRB) 7,145 0 21
4 Murray, Andy (GBR) 6,125 0 19
5 Soderling, Robin (SWE) 4,780 0 24
6 Berdych, Tomas (CZE) 3,715 0 25
7 Verdasco, Fernando (ESP) 3,300 0 25
8 Ferrer, David (ESP) 3,325 0 23
9 Roddick, Andy (USA) 3,260 0 21
10 Youzhny, Mikhail (RUS) 3,210 0 23

აქაც ვიდეო ჩოგბურთში განხორციელებული რამოდენიმე კარგი დარტყმის

ეს პოსტი მოვამზადეთ მე და ELFY-მ, ძაან ბევრი ვიწვალეთ და იმედია მოგეწონათ.

P.S: თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი გამოგვრჩა კომენტარებში დაწერეთ და პოსტს მეორე ნაწილის სახით გამოუშვებთ :P

Bab0LaT

http://www.playercentric.com.au/files/1012/5783/9148/Babolat-Logo.jpg

მსგავსი ამბები

Back to top button