საკითხავისასარგებლოუცნაური

საოცარი აღმოჩენა


პოსტში მოგითხრობთ საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენაზე

ეფრაიმ ჯორჯ სკაივერმა,ამერიკელმა დიპლომატმა და ანტროპოლოგმა,1863 წელს გადაწყვიტა პერუში ემოგზაურა არქეოლოგიური აღმოჩენების მიზნით .მას წარმოდგენც კი არ ჰქონდა, რომ იქ დიდ აღმოჩენას გააკეთებდა. ის იქ სიძველეების აღმოსაჩენად გაემგზავრა.
ერთ-ერთი არქეოლოგიური კოლექციის დათვალიერების შემდეგ,სკაივერმა ერთ-ერთი ინკის თავის ქალაზე შეამჩნია დიდი კვადრატი.ამ ფაქტმა მასში დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია.მან ეს თავის ქალა ცნობილ ფრანგ ანტროპოლოგს პოლ ბროკთან მიიტანა გამოსაკვლევად,მან კი ეს თავის ქალა გამოკვლევის თანავე აღიარა უნკიკალურად.

ჯერ მეცნიერებს არ ენახათ,ძველი თავის ქალიდან ასეთი სიზუსტით ამოეღოთ ძვლის ნაწილი.
ტრეპანაცია,ანუ თავის ქალიდან გარკვეული ნაწილების ამოღება,თარიღდება აფრიკაში 12 000 წლის წინ,ხოლო ევროპაში 6000 წლის წინ. ამ პროცედურას უკეთებდნენ მიცვალებულებს,მაგალითად იმიტომ,რომ მათაგნ ბოროტი სულები განედევნათ.მაგრამ ამ თავის ქალის გამოკვლევის შედაგად დადგინდა,რომ ეს ოპერაცია ჩატარებული იყო სა სუფთა სამედიცინო მიზნით.მოგვიანებით სხვა ასეთი თავის ქალების აღმოჩენის შემდეგ დადგინდა, რომ ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ,პაციენტების ნახევარი გამოჯანმრთებულიყო.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე,რომ ამ ასეულობით თავის ქალის ნახვის შემდეგ,ყველა სხვა ცნობილ აღმოჩენებს მსოფლიოში მთლიანად აღემატება.ესეიგი მივდივართ დასკვნამდე,რომ მრავალი საუკუნის წინ პერუში წარმოიშვა ნეიროქირურგია,რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს,ეს ხომ მათ პირობებში წარმოუდგენელი იყო…..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close