გართობა

კონკურსი 4 (გამოვლინდა გამარჯვებული)

da7b2f3c3b32

უკვე მზად ხართ მეოთხე კონკურსისთვის? მაშ შემოდით = ) თამაში დასწრებაზეა, ასე რომ..

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge
დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი: ეს გახლავთ 25 ლარის ღირებულების ვარდების თაიგული Flowerland–ში.

მაღაზიის კოორდინატები:

სამუშაო საათები:10:00–დან 22:00–მდე
სამუშაო დღეები: ყოველდღე
მის: მარშალ გელოვანის 1599
ტელ: +995 (90) 900 980

მოცემული ვაუჩერით ერთი თვის განმავლობაში საჩუქრის ჩუქებაზე თავს აღარ შეიწუხებთ ;) ასეთი ლამაზი საჩუქრით, ნამდვილად ბევრს გაახარებთ.. დღეს პრიზიდან გამომდინარე განსაკუთრებით ბიჭებმა უნდა იაქტიუროთ : ) თუმცა წინა 3 გამარჯვებულიც მამრობითი სქესის წარმომადგენელი გახლდათ )))

8fbc8ad375a5

dcf2f0ce8a1a

1bf235bcd396

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

ყველა კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ ან ორ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება!!

საკონკურსო დავალებები

პირველი გამოცანა

სამი ქალთმერთი იჯდა ucnauri.com-ის რანჩოს აივანზე. მათი სახელები იყო: მართალა, მატყუარა და ბრძენი. მართალა ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, მატყუარა სულ იტყუებოდა, ბრძენი კი ხან სიმართლეს ამბობდა, ხანაც ტყუილს.

ერთ–ერთი ოთახიდან გამოტანტალდა ჭანტო და გადაწყვიტა გაერკვია, ამ სამიდან რომელი–რომელი გახლდათ. (ძალიან გავდნენ ქალღმერთები ერთმანეთს და ჭანტოს ერეოდა ხოლმე)

მარცხნივ მჯდომს ჰკითხა: ვინ ზის შენს გვერდზე?
მართალა– უპასუხა მან.

შემდეგ ჭანტომ შუაში მჯდომს მიმართა: ,,ვინ ხარ?”
,,ბრძენი”–იყო პასუხი.

ჭანტომ ახლა მარჯვნივ მჯდომზე გადაინაცვლა და ჰკითხა, შენს მეზობლად ვინ ზისო.

მატყუარა– უპასუხა მან.

ამის შემდგომ ჭანტო უცებ მიხვდა ვინ ვინ იყო და კმაყოფილი ღიმილით გაიარა.

მიბაძეთ მას და გამოიცანით ვინ ვინაა : )

მეორე დავალება

რომელი წიგნი აიკრძალა ჩინეთში 1931 წელს, მას შემდეგ რაც ცენზორებმა დაასკვნეს, რომ ცხოველები ადამიანთა ენას არ უნდა იყენებდნენ?

მესამე დავალება

რა ჰქვია ბალეტში ცალ ფეხზე შესრულებულ ტრიალს 360 გრადუსით?

მეოთხე დავალება

თქვენ გაქვთ კალათა 5 ვაშლით, როგორ უნდა გაანაწილოთ ეს ვაშლები 5 ბავშვში, ისე რომ თითოეულ მათგანს თითო ვაშლი ჰქონდეს, მაგრამ კალათაში 1 ვაშლი დარჩეს.

გისურვებთ წარმატებებს და გაითვალისწინეთ,რომ თუ ყველა კითხვაზე პასუხს არ დაწერთ, თქვენი კომენტარი წაიშლება გაფრთხილების გარეშე, რადგანაც შემდეგ სხვა მონაწილეები იყენებენ ამ პასუხებს : )

გამარჯვებული გახდა PigeonMan . (მომწერე შენი მეილი და სრული სახელი–გვარი, როგორც პირადობაში გიწერია)
სწორი პასუხები იყო

1) მარცხენა – ბრძენი, შუა– მატყუარა, მარჯვენა– მართალა.
როგორ უნდა ამოგვეხსნა:
ა ამბობს: ბ არის ,,მართალაო”
ბ ამბობს: მე ვარ ,,ბრძენიო”
გ ამბობს: ბ არის ,,მატყუარაო”

აქედან პირველი წინადადებიდან ირკვევა რომ ა არ არის ,,მართალა”. მეორე წინადადება არ არის ,,მართალას” მიერ ნათქვამი, ასე რომ გ გამოდის ,,მართალა”.
მესამე წინადადება გამოდის სიმართლე. ანუ ბ არის ,,მატყუარა” და ა არის ,,ბრძენი”.

2) ალისა საოცრებათა ქვეყანაში
3) პირუეტი
4)4 ბავშვს მიცემ 4 ვაშლს, ერთს კი კალათას, თავის ვაშლიანად.

რაც შეეხება შემდეგ კონკურსს, ის ორშაბათს ჩატარდება. მაგრამ გვინდა,რომ იმ კვირაში ავტორებს გავუკეთოთ სიურპრიზი. დღეიდან დაიწყეთ პოსტების წერა, ოღონდ ეს იქნება საკონკურსო პოსტები. შესაბამისად სიახლე არ უნდა იყოს ქართული საიტიდან გადმოკოპირებული, შეგიძლიათ თარგმნოთ უცხოური მასალები. ამასთანავე შეეცადეთ ტექსტი მაქიმალურად გამართულად და კარგად იყოს დაწერილი. პოსტის ბოლოს კი მიაწერეთ,რომ ეს საკონკურსო პოსტია.
შესაბამისად ადმინისტრაცია ცალკე დავახარისხებთ საკონკურსო პოსტებს, შემდეგ იქიდან ამოვარჩევთ საუკეთესოებს და გადაწყვეტილებას ხმის მიცემის გზით მოგანდობთ მკითხველებს : ) გამარჯვებული ავტორი კი მიიღებს პრიზს.
ეს კონკურსი როდის ჩატარდება წინასწარ არ ვიცი, ან ორშაბათს ან ხუთშაბათს, როცა სვუპს უფრო კარგი პრიზი ექნება იმის მიხედვით : ))
თქვენ კი მანამდე დაიწყეთ კარგი პოსტების დამუშავება ^^
ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, მათ შორის ადმინისტრაციის წევრებსაც, რადგანაც საბოლოოდ მკითხველი წყვეტს გამარჯვებულს და არა ადმინისტრაცია.

მსგავსი ამბები

Back to top button