გართობაუცნაური

წამების მეთოდები (+სურათები)

Boiling
1. მოხარშვა
დუღილით ადამიანის მოკვლა არის წამების მეთოდი, როდესაც ადამიანს ამყოფებდნენ მდუღარე წყალში ან ზეთში. წამების სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი გამოყენებული იყო ევროპისა და აზიის ყველაზე მეტ ნაწილში.

2. კასტრაცია
Castration

კასტრაცია არის წამების მეთოდი, რომლითაც მამაკაცს ან ქალს ქიმიური ან ფიზიკური გზით კვეთავდნენ “ფუნქციურ” ორგანოს…

3. გასრესა (1)
Crushing

წამების მეთოდი, რომლის აღსასრულებლად გამოიყენებოდა სპილო… დასასჯელ ადამიანს თავს ადებინებდნენ ქვაზე და შემდეგ სპილოს მეშვეობით უსრესდნენ მას თავს…

4. გასრესა (2)
Crushing

მსგავსი მეთოდი, რამდენიმე განსხვავებით… ამ მეთოდისთვის არ იყო საჭირო სპილო და დასასჯელის თავის ნაცვლად ნელ-ნელა ისრისებოდა მისი სხეული… მსხვერპლს სხეულზე ადამიანის ზომის ფიცარს ადებდნენ და შემდეგ ზევიდან დიდ ქვებს ალაგებდნენ…

5. ჩახრჩობა
Dunking

წამების მეთოდი, რომლითაც ისჯებოდნენ “ჯადოქრები”. ამ მეთოდის დროს სკამით თოკზე ჩამოკიდებულ “ჯადოქარს” ნელ ნელა უშვებდნენ მდინარეში და “ჯადოქარიც” ნელ-ნელა წამებით კვდებოდა… ის ვერ ინძრეოდა და ვერაფერს ახერხებდა თავის გადარჩენისთვის.

6. გაროტე
Garrote

სახელი ნუ დაგაბნევთ… ეს არის უბრალოდ გაგუდვა… “გაროტე” ესპანური სიტყვაა და იგივეა რაც გაგუდვა… მის განსახორციელებლად არ იყო აუცილებელი დიდი მოწყობილობები. გაგუდვა შესაძლებელი იყო გიტარის სიმებით, სატელეფონო ხაზებით, ჰალსტუხით, ნაილონით და უამრავი სხვა რამით…

7. გაგუდვა წყლით
Waterboarding

დასასჯელი ადამიანი დაბმულია ხელებით და ფეხებით იატაკზე, სახეზე გადაფარებული აქვს ნაჭერი და დამსჯელი მას სახეზე ასხავს წყალს… დასასჯელს უჭირს სუნთქვა და ნელ-ნელა იგუდება…

8. წყლით გაჭყეპა
Water cure

მსგავსი მეთოდი ერთი განსხვავებვებით, დასასჯელს წყალს არ ასხავდნენ სახეზე. ამ მეთოდის მიხედვით დასასჯელს წყალს იქამდე ასმევდნენ სანამ არ გაიჭყოპებოდა და მოკვდებოდა…

9. გაწელვა
Streckbett

წამების ერთერთი უსაშინლესი მეთოდი… დასასჯელი მოთავსებულია მაგიდაზე, ფეხებზე მობმული აქვს სიმძიმე ხოლო ხელებიდან დამსჯელი წელავს… მაგრამ ამ მეთოდის საშინელება გაწელვაში არ არის… თუ სურათს დავაკვირდებით დასასჯელი ადამიანის ზურგს და ხელებს ქვეშ განთავსებულია გადასაგორებლები, რომელთაც ეკლებივით აქვთ პატარა ბურთულები… მასზე გადატარებისას ადამიანს ემტვრევა ხერხემალი და ხელის ძვლები…

10. ჩამოკიდება
Strappado

ხელებით ჭერზე ჩამოკიდებულ ადამიანს ფეხებზე მობმული აქვს სიმძიმე… თავიდან თითქოს არ არის მძიმე, მაგრამ ნელ-ნელა ისე მძიმდება, რომ ტკივილი აუტანელი ხდება…

11. მოაჯირით ტარება
Travelling by Rail

ასეთი მეთოდით ყველაზე ხშირად ისჯებოდნენ მამაკაცები… გრძელ ხეზე მჯდარი მამაკაცი მიყავს ორ ადამანს, მათ ეს ხე მხრებით მიაქვთ და ხეზე (მოაჯირზე) მყოფ მამაკაცს სასქესო ორგანოები “ეჭყლიტება”…

12. სკალპის აცლა
Scalp

ინდიელებისთვის დამახასიათებელი წამების მეთოდი… ინდიელი მეომრისთვის ღირსებას წარმოადგენდა ადამიანის სკალპის ტარება… სკალპის აცლის პროცესი გულისხმობს თმების კანიანად აცლას…

13. გახერხვა
Sawing

დასჯის, ჩემი აზრით, ყველაზე ამაზრზენი მეთოდი… უკუღმა დაკიდებულ ადამინს ნელ-ნელა შუაზე ხერხავდნენ… ამ დროს იგი განიცდიდა აუტანელ ტკივილს…

14. ვირზე ჯდომა
Sitting on Dunkey

კიდევ ერთი უსაშინლესი მეთოდი… “ვირზე ჯდომისა” რა მოგახსენოთ, მაგრამ როგორც ხედავთ დასასჯელ ადამიანს სვავდნენ სამკუთხედის ფორმის ხეზე… ფეხებზე კიდებდნენ სიმძიმეებს და ეს სიმძიმეები მას ქვევით ექაჩებოდნენ… ადამიანი ნელ-ნელა ტკივილით კვდებოდა…

15. შეშინებული ვირთხა
Rat Torture

ადამიანს აბავდნენ… მუცელზე ასვავდნენ ვირთხას, ზევიდან აფარებდნენ მეტალის გალიას ან სათლს… ამ გალიას/სათლს კი ზევიდან ცეცხლს უნთებდნენ, ვირთხა გასაქცევს ვერსად პოულობდა და ადამიანის მუცლის გამოხვრას იწყებდა რათა საიდანმე გამძვრალიყო…

მსგავსი ამბები

Back to top button