არქივი

ისტორიის საიდუმლოებანი (ნაწილი 2)

7ugr5
ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობი საიდუმლოებანი

nq9mn

ჟანა დარკი
1429 წლის 22 თებერვალს ინგლისსა და საფრანგეთს შორის წარმოებული ასწლიანი ომისა და შიდა აშლილობის შედეგად საფრანგეთის ტახტს ჩამოცილებული მეფე კარლთან გამოცხადდა გოგონა – სახელად ჯანა, რომელმაც განაცხადა, რომ „ზეციურმა ხმამ“ მას საფრანგეთის მტრისგან განთავისუფლება დაავალა. კარლმა დაიჯერა ჟანას კავშირი ანგელოზებთან და მისცა ჯარი მტერთან საბრძოლველად. ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ჟანამ გაანთავისუფლა ორლეანი. შემდეგ მისმა მეომრებმა დაიკავეს ჟარჟო, მენა, ბოჟანსი და 1429 წლის 17 ივლისს უზრუნველყვეს საფრანგეთის ტახტზე კარლ VII დაბრუნება.

1430 წლის 23 მაისს ქალაქ კომპენთან მიმდინარე ბრძოლისას ჟანა ტყვედ ჩავარდა. საფრანგეთის მეფეს კარლ VII-ს ჟანას დახმარება აღარ სჭირდებოდა და უარი თქვა გამოსასყიდის გადახდაზე.

1431 წლის 9 იანვარს ინგლისელმა ეპისკოპოსმა პიერ კოშონმა ჟანა დარკს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და მისი კოცონზე დაწვა მოითხოვა .30 იანვარს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს ქალი, რომელსაც თავზე შავი ქსოვილი ჰქონდა ჩამოცმული. 1000 ინგლისელ ჯარისკაცს ნაბრძანები ჰქონდა არავისთვის მიეცათ პატიმართან გასაუბრების საშუალება.ქალი შუა მოედანზე კოცონზე დაწვეს. მიუხედავად ამისა არ არსებობს მტკიცებულება, რომ კოცონზე სახელდობრ ჟანა დარკი დაწვეს . რატომ დაუფარეს ჯალათებმა ქალს სახე?

5 წლის შემდეგ ქალაქ რუანაში გამოჩნდა ქალი, რომელიც საკუთარ თავს ჟანას უწოდებდა. მან მოძებნა ჟანა დარკის ძმები და მათ ქალში ამოიცნეს საკუთარი განსვენებული და. როდესაც ჟანა ორლეანში ჩავიდა, ყველამ, როგორც ერთმა აღიარა, რომ მათ წინ საფრანგეთის გამათავისუფლებელი იდგა. მიუხედავად ამისა იყო თუ არა ეს ქალი ლეგენდარული ჟანა დარკი მაინც საიდუმლოებით არის მოცული.

ინკვიზიცია
1233 წლის 20 აპრილს რომის პაპმა გრიგორი IX გამოსცა აქტი, რომლის თანახმადაც დომინიკანური და ფრანცისკანული ორდენების მღვდლებს დაევალათ ერეტიკოსების დევნა. ამით საფუძველი ჩაეყარა ინკვიზიციას. ინკვიზიცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ძებნას”. ინკვიზიტორები მოგზაურობდნენ ქალაქიდან ქალაქში ეროტიკოსების მოსაძებნად და მათ გასანადგურებლად. დროთა განმავლობაში ინკვიზიცია ჩამოყალიბდა მძლავრ სასმართლო-პოლიციურ ორგანიზაციად, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი მხეცური სისასტიკით. სამართალწარმოება იყო მკაცრად გასაიდუმლოებული. დაკავებულისგან აღიარების მიზნით იყენებდნენ არაადამიანური წამების მეთოდებს. აღიარების მიღებისთანავე დამნაშავის წამებას წყვეტდნენ და მას კოცონზე წვავდნენ. ინკვიზიციის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, შეეწირა ათობით პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის სიცოცხლე.

მასონური საძმო – არის საიდუმლო რელიგიურ-ეთიკური მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა XVIII საუკუნეში ინგლისში. დროთა განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა გავლენიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად. მასონების მიზანია შექმნან საიდუმლო მსოფლიო ორგანიზაცია, მთელი კაცობრიობის რელიგიურ საძმო კავშირში გაერთიანების მიზნით.

მასონთა ლოჟის კრებები თავიდანვე მკაცრად გასაიდუმლოებულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ახალი წევრის მიღების ცერემონიალს, რომლის დროსაც გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ კანდიდატი დებდა ფიცს, რომ არ გასცემდა ორდენის საიდუმლოებას. მასონთა ცხოვრებაში საპატიო ადგილი უკავია მეფე სოლომონის დროს იერუსალიმში აშენებულ ტაძარს, რომლის არქიტექტორს ხირომს მასონები მიიჩნევენ უდიდეს ოსტატად და უდიდეს წამებულად. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, სწორედ ამ აღდგენილი ტაძრიდან წარუდგება მსოფლიოს ანტიქრისტე.

ლოზუნგს „ თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ ამოფარებული და დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მასონებმა საკუთარ რიგებში მიიზიდეს მრავალი ადამიანი. მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ მეფეები, პრინცები, პრემიერ-მინისტრები, მუსიკოსები, მწერლები და პოეტები. 1738 წელს რომის პაპმა კლიმენტი XII-მ გამოსცა სპეციალური ბულა მასონების წინააღმდეგ. კათოლიკე, რომელიც გახდებოდა მასონთა საძმოს წევრი, ეკლესიიდან მოკვეთილად ცხადდებოდა. ამ ღონისძიების შედეგად გარკვეულწილად შესუსტდა მასონთა გავლენა იმ დროინდელ საზოგადოებაზე.

ბაირონი და ქართველი გოგონა

c901t

გენიალური ინგლისელი პოეტი ჯორჯ ბაირონი ერთ-ერთი მოგზაურობისას, ალექსანდრიის ტყვეთა ბაზარზე მოხვდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილ ტყვეებს შორის, მისი ყურადრება მიიქცია ულამაზესმა, თვალცრემლიანმა ტყვე გოგონამ, რომელიც ცხარე ცრემლით დასტიროდა საკუთარი ბედის უკუღმართობას. ბაირონი მოხიბლა გოგონას სილამაზემ და მისი წარმომავლობით დაინტერესდა. აღომჩნდა რომ იგი თბილისელი შეძლებული ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იყო, რომელიც ლეკებს სახლის მახლობლად სეირნობის დროს მოუტაციათ. ბაირონმა გამოიხსნა ტყვეობიდან ქართველი გოგონა და შეეცადა მის სახლში დაბრუნებას , მაგრამ სამწუხაროდ გოგონა გზაში გარდაიცვალა. მისმა დაღუპვამ ენითაღუწერელი ტკივილი მიაყენა პოეტს, რაც მისდამი მიძღვნილ ლექსშია გადმოცემული

ალალი იყოს ზრუნვა ჩემი უფაქიზესი
რაც მიმატოვე დამაობლა თვით სიყვარულმა,
შენი ხატება კვლა იქნება სევდის მიზეზი,
რომ უშენობა დაიტიროს ცრემლმა ფარულმა.
თუმც ნათქვამია, დრო განკურნავს ყველა იარას,
გული ეს ჩემი ძველებურად აღარ ხალისობს,
და რომ იმედი სულ დამისხვრა და დაინაცრა,
მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ.

ჯორჯ ბაირონი, 1811 წელი, ათენი

smile ;)

Sofo Qochoradze
100000137668211.1111.1940030461
შექმენი შენი ემბლემა

მსგავსი ამბები

Back to top button