გართობაუცნაური

ადამიანის სასაცილო ჩვევები

7f84b30f9090

ამბობენ,რომ იუმორი ინდივიდუალურია.ყველა თავისებურად ღადაობს.მაგრამ იცით რა არის საინტერესო?უმეტესობა ჩვენგანს ერთნაირი და სასაცილო ჩვევები გვაქვს.საიდან გაჩნდა ისინი-სავსებით გაუგებარია.ჩამოვთვალოთ ისინი

• თქვენ იყიდეთ ახალი ტელევიზორი ან სისტემური ბლოკი?და რა არის ყუთში მთავარის გარდა?რა თქმა უნდა პოლიეთილენის ბუშტუკებიანი პარკები(როგორიცაა მთავარ სურათზე)!..ვიღებთ და ვაფეთქებთ ამ ბუშტუკებს და მაგარი გვიხარია…როცა მთავრდება ძალიან გვწყინს- თუნდაც წავიდეთ კალკულატორი ვიყიდოთ ახალი პორციისთვის.

• საწოლი გაშლილია და ჩვენ დასაძინებლად ვწვებით.რა უნდა გავაკეთოთ?გამოვრთოთ შუქი და ბალიში ცივი მხარით გადმოვაბრუნოთ,რომ უფრო კარგი სიზმრები დაგვესიზმროს…ხოლო რას ვაკეთებთ ცოტა ხნის შემდეგ?მოგვიანებით ჩვენ ვიხუტებით საბანს ფეხებით და ტკბილად ვიძინებთ.

• მეტროთი მგზავრობა მოგიწიათ?ე.ი. ვიღებთ პლეერს და ყურსასმენებს,მუსიკის გარეშე ხომ ძალიაან მოსაწყენია….ამ ყველაფერს ვიღებთ და რას ვხედავთ?ყურსასმენები გახლართულია!როგორც ყოველთვის…მაგრამ როცა ვხედავთ რომ ჩვენს გვერდით მგზავრს იგივე პრობლემა აქვს,ვიღიმებით ყურებამდე.

• ჩვენ საწრუპით ვუშვებთ ჰაერს გაზიანი სასმელის ჭიქაში.თავს ნუ გაიმართლებთ ახლა,რომ ასე არ ყოფილა…ეს ყველას გაგვიკეთებია და მშობლები ამის გამო გვეჩხუბებოდნენ.

•თუ მაგიდაზე დგას დიდი ტორტი,კრემით,შოკოლადით და მთელი ამბებით,რომლის თითით ამოღება შეიძლება,ისე რომ არ ემჩნეოდეს- ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

• სამზარეულოში შესვლის დროს აუცილებლად ვაღებთ მაცივარს და დავძრწით კარადებში,იქაც კი სადაც მარილი და ზეთია!ჩვენ გვჯერა რომ იქ,პეჩენიის ყუთი დაგვხვდება,ან რომელიმე კამფეტი.

• ჩვენ ვაყენებთ მაღვიძარას 5 წუთით ადრე,რომ დილით ცოტახანი “დავისვენოთ”,იქამდე სანამ სამსახურში ან უნივერსიტეტში წავალთ.

• მიმოწერის დროს,გინდ სკაიპში და გინდ სხვა სოციალურ ქსელში,ჩქარა ვწერთ…და მხოლოდ დაწერის შემდეგ ვამჩნევთ რომ კლავიატურა სხვა ენაზე იყო გადართული…მთელი 10 წინადადება უაზრობისა!

• როდესაც საიტი ჭედავს,მაუსს ვაწრიალებთ მაგიდაზე…თუმცა ვიცით რომ ეს არაფრით არ უშველის.

• როდესაც გვინდა გავიგოთ რომელი საათია,ვიღებთ მობილურს,ვუყურებთ საათს,შემდეგ უკან ვდებთ და ეგრევე გვავიწყდება რომელი საათი იყო.

• თუ გავიგებთ რაიმე პრიმიტიულ,3 სტროფიან სიმღერას,მთელი დღე ავიჩემებთ და ვმღერით.ასე რატომ ხდება- გაურკვეველია.უფრო გაურკვეველი კი ისაა,თუ რატომაა ეს ასეთი მასსიური.

ჰაა…აღიარეთ რომ ამათი უმეტესობა მოგსვლიათ ან გაგიკეთებიათ… :)

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button