მისტიკასაკითხავიუცნაური

ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – ნაწილი 1

სიკვდილის ფენომენი – დოქტორი მოუდის გამოკვლევები. დანარჩენი სრულიადში…

სიკვდილი. ადამიანები იბადებიან შრომობენ აჩენენ შვილებს და ყველა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით ეთხოვება ამ ყვეყანას. დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების რელიგიებში არის სხვადასხვა წარმოდგენა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ. აღწერილია სხვა სიტყვებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დასკვნამდე მივდივართ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ხვდება ან საშინელ ადგილას (ჯოჯოხეთში) ან ულამაზეს იდეალურ ადგილას (სამოთხეში), ადამიანის ცოდვებს გააჩნია ))).

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები კვდებიან და შემდეგ ისევ ცოცხლდებიან (კლინიკური სიკვდილი) და გადმოსცემენ იმას, თუ რა შეემთხვათ. ყველა ასეთი ადამიანის მონაყოლი სხვადასხვა ასპექტში ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა, და მგონია რომ ეს მონათხრობები ყველას დააინტერესებს. მოკლედ დავიწყოთ დოქტორი მოუდის გამოკვლევების გაცნობა.

რას ჰგავს სიკვდილი?
——————
“ყველანაირი ტანჯვა ქრება”.
“ვმოძრაობთ ბნელ ვაკუუმში, უდიდესი სიჩქარით”
“ეს იყო შეგრძნება სრული სიმშვიდისა და მშვიდობისა, სრულიად არავითარი შიში”.
“ვიყავი ძალიან ბნელ და ღრმა ხეობაში. უკვე შემდეგ ვიფიქრე
ახლა კი ვიცი, რასაც გულისხმობენ სიტყვებში “სიკვდილის ჩრდილების ხეობა”-ბიბლიაში”
“დაბრუნების შემდეგ მთელი თვე ვტიროდი, რადგან ისევ ამ ქვეყნად უნდა მეცხოვრა მას შემდეგ რაც ვნახე ის ქვეყანა”
“მე გადამეშალა მთელი ახალი სამყარო… ვიფიქრე, რა ბევრია აქ ისეთი რამ, რაც ვისწავლე რათა ამომეხსნა და გამომემჟღავნებინა ყოველივე ეს”
“ჩამესმა ხმა რომელიც მე მაუწყებდა , რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი – შიშს არ ვგრძნობდი.

სიკვდილის ფენომენი
——————-
რას არის სიკვდილი?
——————

ამ კითხვას კაცობრიობა თავს უსვამს გაჩენის დღიდან. უკანასკნელ წლებში შესაძლებლობა მქონდა მრავარიცხოვან მსმენელთა წინაშე დამესვა ეს კითხვა. მათ შორის იყვნენ სტუდენტები ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და სოციალური ფაკულტეტებიდან, მორწმუნენი, ტელემაყურებლები, სამოქალაქო კლუბის წევრები, და პროფესიონალი მედიკები. შემიძლია ვთქვა რომ ეს თემა ყველა ადამიანში ფრიად სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს მიუხედავად მათი ემოციურობისა და მიუხედავად იმისა, რომელ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი.

ყველას შეიძლება გარკვეული შეხედულება ჰქონდეს სიკვდილთან დაკავშირებით მაგრამ არიან ადამიანები რომლებმაც პირისპირ გაიცნეს “სიკვდილი” მათი მონაყოლი ძირითადად ერთმანეთს გავს.
მაშ ასე უცნაურის მომხმარებლებო დავიწყოთ სხავადასხვა ადამიანების მონაყოლით.

შეხვედრა სხვებთან
ერთერთი ქალბატონის ნაამბობი:

“ეს ფენომენი მძიმე მშობიარობის დროს გადავიტანე. ბევრი სისხლი დავკარგე. ექიმს იმედი აგარ ქონდა ჩემი სიცოცხლისკენ შემობრუნების და ახლობლებს ჩემი გარდაცვალება ამცნო. ამ დროს ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველაფერს და მაშინაც კი, როდესაც ექიმი ჩემის სიკვდილს ამბობდა, მე სრულიად საღად ვაზროვნებდი, ამავე პერიოდში ყურადღება მივაქციე რომ ოთახის ჭერქვეშ დაფრინავდა ხალხი რომლებსაც მე ვიცნობდი ჩემს სიცოცხლეში მაგრამ რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ იყვნენ. ვიცანი ბებია, ჩემი სკოლის ამხანაგი გოგონა, აგრეთვე ბევრი სხვა ნათესავითუ ნაცნობი.ყველაფერი ეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ვხედავდი და ვგრძნობდი მათ სახეებს და ყოფას. ყველანი ძალზე გულითადები და ალერსიანები იყვნენ. ნეტარება მეუფლებოდა მათ გვერდზე ყოფნით. მთელი ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ისი ნი არ მტოვებდნენ . განუზომელი იყო სინათლის და სიხარულის გრძნობა. ეს იყო მშვენიერი და დიდებული სანახაობა”.

სამანი

რამოდენიმე შემთხვევაში პაციენტებმა მიამბეს, როგორ უახლოვდებოდნენ სიკვდილის წინა მდგომარეობის დროს რაღაცას, რისთვისაც შეიძლებოდა სამანი საზღვარი გვეწოდებინა. სხვადასხვა მონათხრობში ეს მოვლენა განსხვავებულადააა აღწერილი: წყლის სივრცე, ნაცრისფერი ნისლი, კარები, ღობე, რომელიც ველზე მიემართება.

მოდით გავეცნოთ რამოდენიმე ნაამბობს:

“მოვკვდი გულის გაჩერებით როგორც კი ეს მოხდა მაშინვე აღმოვჩნდი მღელვარე ველის შუაგულში, იგი მშვენიერი იყო, დაფარული ხასხასა მწვანით, ასეთი ფერი მიწაზე არასდროს მენახა. ირგვლივ ყოველი იყო ნათელში. მშვენიერ მომხიბვლელ ნათელში. ჩემს წინ დავინახე ღობე, რომელიც მთელ ველზე მიემართებოდა. გავემართე ამ ღობისკენ და მის მეორე მხარეს დავინახე ადამიანი, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა, თითქოს შესახვედრად. მინდოდა მივსულიყავი მასთან მაგრამ ვიგრძენი, რაღაც უხილავი ძალა დაუძლევლად მეწეოდა უკან. დავინახე რომ ის ადამიანი შებრუნდა , თანდათან დამშორდა მეც და ამ ღობესაც”
ამის შემდეგ მოხდა ჩემი უკან დაბრუნება.

ასეთი სახის ისტორიები ბევრია ამ წიგნში, საიდანაც მე თქვენ ამ ყველაფერს გიწერთ. მაგრამ ყველაფერს ერთ პოსტში ვერ ჩავატევ, ამიტომ ეტაპოვრივად დავწერ ყველაფერს. და დამიჯერეთ, უფრო ბევრად საინტერესო პოსტებს შემოგთავაზებთ :)

არანაირი copy და paste
წყარო: წიგნი რომელიც ძალიან დიდი ხნისაა და მარტო წარწერა აქვს “დოქტორი მოუდი”

ჩემი პირველი პოსტია :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close