არქივი

სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” ისტორია …

569ffa36d3c0
ამ პოსტში მე შემოგთავაზებთ “სანტიაგო ბერნაბეუს” ისტორიას, მე მართალია ბარსელონას გულშემატკივარი ვარ ,მაგრამ ვიწყებ “ბერნაბეუთი” და დავამთავრებ “კამპ ნოუთი” თუ რათქმაუნდა ჩემი წამოწყება მოგეწონებათ. რომელი სტადიონის შესახებაც გენდომებათ პოსტის დადება დაწერეტ კომენტარებში და შევეცდები დავდო.


გასული საუკუნის დასაწყისში, ვაჭრების დახმარებით, ფეხბურთელთა გარკვეულმა ჯგუფმა შეიძინა მინდორი და დაარსა “მადრიდის საფეხბურთო კლუბი”. 1901 წელს ისინი გადავიდნენ სხვა თავისუფალ მინდორზე, მადრიდის ძველ უბანში, ხოლო 1912 წელს შეიძინეს “ოდონელის” მოედანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტევადობით პატარა იყო, მაინც საუკეთესო საფეხბურთო არენად ითვლებოდა ესპანეთის დედაქალაქში.

3ee2a6f388b8
1924 წელს, მას მერე რაც კლუბმა ცოტა ხანი გაატარა “სიუდად ლინეილის” საველოსიპედო ტრეკზე, გადაწყდა, რომ აეშენებინათ ახალი სტადიონი რომელიც გათვლილი იქნებოდა 15 000 გულშემატკივარზე. სტადიონს ეწოდა “ძველი ჩემარტენი” და მადრიდელები ამ არენაზე ასპარეზობდნენ მომდევნო 23 წლის განმავლობაში.
“სამეფო კლუბის” ლეგენდარული პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს ინიციატივით კლუბმა გადაწყვიტა აეშენებინათ ახალი საფეხბურთო არენა, რომელიც გათვლილი იქნებოდა 100 000 მაყურებელზე. ეს იყო სარეკორდო მაჩვენებელი და ბევრმა ამ იდეას “პარანოიდული” უწოდა. მიუხედავად მრავალი ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემისა, სტადიონი მაინც აშენდა, იქ სადაც განთავსებული იყო “ძველი ჩემარტენი”. საზეიმოდ გაიხსნა 1947 წელს და ეწოდა “ახალი ჩემარტენი”…
“ახალი ჩემარტენის” მშენებლობა დასრულდა შვიდი წლის შემდეგ და ის იტევდა 125 000 მაყურებელს. გავიდა კიდევ ერთი წელიც და 1955-ში სტადიონს მიენიჭა კლუბის იმ დროინდელი და ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტის, ლეგენდარული “სანტიაგო ბერნაბეუს” სახელი. ამ ეტაპის შემდეგ სტადიონმა მრავალ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალსაც, რომელიც ესპანეთში ჩატარდა. 1978 წელს გარდაიცვალა მადრიდელთა სული, გონება, აზროვნება და იმედი, სანტიაგო ბერნაბეუ. იგი ვერ მოეწრო 1982 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სწორედ მისი სახელობის საფეხბურთო არენაზე გაიმართა.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობის შემდეგ, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოეხდინა სტადიონის რეკონსტრუქცია, ისე რომ მისი ბადალი არ ყოფილიყო მთელ მსოფლიოში… მათ ეს განზრახვა სისრულეში მალევე მოიყვანეს და 1997 წელს განახლებული და უფრო მეტად გაბრწყინებული “სანტიაგო ბერნაბეუ” შეეგება თავის 50-ე წლისთავს.
1998 წელს “სამეფო კლუბში” გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ სტადიონის ინფრასტრუქტურის უფრო მეტი მოდერნიზაცია და ახალი საუკუნის მოთხოვნებისთვის ფეხი აეწყოთ. თითქმის იმავდროულად მათ გაუჩნდათ კიდევ ერთი გენიალური იდეა, სტადიონს ემოქმედა მთელი წლის განმავლობაში და მისი მშვენება ყოფილიყო ღია უამრავი დამთვალიერებლისათვის, რათა ამ ხალხს ცხადში ენახა ეს ბრწყინვალე და ისტორიული არენა… რა თქმა უნდა მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ეს პროექტიც შესანიშნავად განახორციელა…
2007 წლის ნოემბერში ევრო-ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, “უეფამ” მადრიდის “რეალის” სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” მიანიჭა “ელიტარული სტადიონის” ტიტული, რაც ნიშნავდა არა მარტო იმას, რომ არენა იყო დიდებულ მდგომარეობაში და მასზე შეიძლებოდა ნებისმიერი მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო ფორუმების ჩატარება, არამედ იმასაც, რომ სხვა მრავალი ევროპული კლუბისთვისაც იგი უნდა გამხდარიყო სამაგალითო… სტადიონის მე-60 წლისთავისთვის ეს მართლაც ბრწყინვალე და დიდებული საჩუქარი გახლდათ… ამით “უეფამ” დააფასა კლუბის ხელმძღვანელობის უდიდესი ღვაწლი ევროპული ფეხბურთის განვითარების საქმეში.
იმისთვის, რომ შეიგრძნო სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” მომაჯადოვებელი ძალა, საკმარისია მხოლოდ ერთხელ მოხვდე ამ არენაზე. 2 500 ადამიანზე მეტი მუშაობს ყოველდღიურად იმისთვის, რომ მადრიდელთა სათაყვანებელი ადგილი იყოს იდეალურ ფორმასა თუ მდგომარეობაში… წლების განმავლობაში მრავალი რამ შეიცვალა სტადონის მოვლის კუთხით, ტექნიკა წინ წავიდა, მაგრამ ერთი რამ დარჩა უცვლელი, პერსონალის უდიდესი სიყვარული როგორც მოედნის, ასევე კლუბის მიმართ… “სანტიაგო ბერნაბეუ” მათი ცხოვრების არსი და აზრია…
b30f5f8718d0
სტადიონზე არსებული ატმოსფერო განუმეორებელია. კლუბის ხელმძღვანელობამ მსოფლიოს ყველა საუკეთესო საფეხბურთო არენის ინფრასტრუქტურის იდეალური შერწყმა და გაერთიანება მოახდინა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თან ისე, რომ ეროვნული და საკუთარი სტილიც შეუნარჩუნა. ელექტრონული სისტემები და უახლესი ტიპის მართვა-მენეჯმენტი “მადრიდის მშვენებას” მართლა სასწაულად აქცევს… 2007 წლის 17 ივნისს, “რეალის” მიერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის 30-ედ მოპოვებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ხილვა ამის უტყუარ დასტურს იძლევა…

175816b7e6f7
კლუბის მმართველები უკვე გეგმავენ სტადიონის მომავალს, რომელიც იქნება ისეთივე ბრწყინვალე და საოცარი, როგორიც მისი აწმყოა… მადრიდელებმა გადაწყვიტეს, ლეგენდარული “სანტიაგო ბერნაბეუს” ირგვლივ ააშენონ პატარა საფეხბურთო ქალაქი სახელწოდებით “Real Madrid City”, რომლის კარიც მუდამ ღია იქნება ყველა მსურველისთვის, გულშემატკივრისთვის და მათთვის ვინც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ფილოსოფიას იზიარებს..

ძალიან გთხოვთ კომენტარებში არ დაიწყოთ,ლაპარაკი იმაზე თუ, რომელი კლუბი რომელს ჯობია, განიხილეთ მხოლოდ პოსტი, თუ რაღათქმა უნდა ამის სურვილი გექნებათ.

წყარო: realmadrid.ge

მსგავსი ამბები

Back to top button