არქივი

ისტორიის საიდუმლოებანი

tcnmt

ბევრი ადამინისთვის ჯერ კიდევ უცნობი საიდუმლოებანი


ტროას ომი

ტროას ომი გაჩაღდა ჩვ.წ. აღ-მდე II ათასწლეულში. ომის მიზეზი გახდა ტროას მედის შვილის პარისის მიერ, სპარტის მეფის მენელაის ცოლის, ელენეს მოტაცება. სპარტელებმა ალყა შემოარტყეს ტროას. დაპირისპირება 10 წელს გრძელდებოდა, მაგრამ ტროა დანებებას არ აპირებდა. მაშინ სპარტელებმა ასეთ ხერხს მიმართეს.ააგეს უზარმაზარი ხის ცხენი და მასში მოათავსეს ყველაზე გაბედული მეომრები. შემდეგ ალყა მოხსენეს და ისეთი წარმოდგენა შექმნეს თითქოს სახლში ბრუნდებოდნენ, ხოლო ხის ცხენი ტროას შესასვლელთან დატოვეს. ტროელებმა გიგანტური ცხენი ქალაქში შეიტანეს. ღამით, როდესაც ყველაფერი მიწყნარდა, მეომრები გამოვიდნენ ცხენის მუცლიდან და ტროა ცეცხლის ალში გაახვიეს.

ტროას დაცემის ისტორიამ ჩვენამდე მოაღწია ძველი პოეტის ჰომეროსის თხზულების საშუალებით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ გენიალური პოეტის მიერ აღწერილი მოვლენა, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეში ასეთი რამ არ მომხდარა.

7ivd9

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდე მაკედონელამდე ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ადამიანის ხელში ყოფილიყო გაერთიანებული ასეთი ვრცელი ტერიტორია. მან სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში შექმნა იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო ევროპის, აზიის და აფრიკის კონტინენტზე. მაგრამ ალექსანდრეს სიკვდილისთანავე, მის მიერ შექმნილი იმპერია დაიშალა, რამდენიმე ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ. ვერც ერთმა მისმა თანამებრძოლმა , რომელთა შორის ბევრი ცნობილი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი იყო, ვერ შესძლო გიგანტური იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება.

რაში მდგომარეობდა ალექსანდრე მაკედონელის უნიკალურობის საიდუმლო, რომელმაც სიცოცხლეშივე თავი ღმერთათ გამოაცხადა?

ბევრი მისი თანამებრძოლი თვლითა, რომ მას ჰქონდა ნათელმხილველობის ნიჭი. ძვ.წ. აღ-მდე 332 წელს, ქალაქი ტირას ალყის დროს ალექსანდრეს ფარზე მოცეკვავე მტრის მეომარი დაესიზმრა. ბრძენმა აუხსნა ალექსანდრეს, რომ ეს ნიშნავდა ქალაქის გადრაუვალ დაცემას. მაგრამ მისი ნათქვამი არ გამართლდა. ქალქის ალყა კიდევ 7 თვეს გაგრძელდა, სანამ ალექსანდრემ მეორე სიზმარი არ ნახა – ქალაქის გალავანზე შემდგარი ჰერაკლე მას ქალაქში უხმობდა. მეორე დღეს ტირა დაეცა.

როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა აფრიკის კონტინენტის დაპყრობა გადაწყვიტა, ამ ლაშქრობისთვის მზადებისას გემების რაოდენობა ორჯერ გაზარდა. აფრიკისკენ წასული ფლოტი, რომლის შემადგენლობაში 2000 გემი იყო, საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. გემების გაქრობის ამბავი დღესაც საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომელსაც თანამედროვე მეცნიერები გამოთქვამენ.
მკვლევართა ჯგუფი, იკვლევდა მექსიკის უძველეს ბინადართა საქმიანობას, აღმოაჩინა მათ მიერ შესრულებული ნახატები , სადაც ევროპული გარეგნობის წვერიანი ადამიანები არიან გამოსახული.

მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა ესენი არიან ალეექსანდრე მაკედონელის მეომრები, რომელთაც გზა აებნათ და ოკეანეში უთავბოლო ცურვით მიაღწიეს ამერიკის კონტინენტამდე.

smile ;)

P.S. შემდეგი ნაწილები უფრო დიდი იქნება : ))

მსგავსი ამბები

Back to top button