გამოგონებასაკითხავიუკატეგორიო

ნანოტექნოლოგია

“ნანო” მეცნიერებაში აღნიშნავს რაიმე სიდიდის მემილიარდედ ნაწილს და ბერძნულად ჯუჯას ნიშნავს. ტერმინი ნანოტექნოლოგია 1974 წელს შემოიტანა იაპონელმა პროფესორმა ნორიო ტანიგუჩიმ, იგი ეწოდება ატომებისა და მოლეკულების შეკავშირებისა და მოწესრიგების გზით 1 დან 100 ნმ-მდე ხელსაწყოების, მასალებისა და სისტემების შექმნას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ნანონაწილებით შექმნილი ტექნოლოგიები შეცვლიან სამყაროს, საზოგადოებას, კაცობრიობის ცხოვრების წესს. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას ბევრი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტრონიკაში და ენერგეტიკაში. ნანოტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და წინ მიიწევს. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ნანოტექნოლოგიები განსაკუთრებით განვითარებულია ამერიკაში, რუსეთსა და ჩინეთში. ანოტექნოლოგიით დამზადებული სისტემებით დაინტერესებულია როგორც საბუნებისმეტყველო და სიცოცხლისშემსწავლელი, ისე საინფორმაციო, ფარმაცევტული და საინჟინრო მეცნიერებები. აქედან გამომდინარე, ნანოტექნოლოგია, როგორც უაღრესად მულტიდისციპლინარული გამოყენებითი სფეროს მეცნიერება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მიმართულებას მოიცავს. ნანომედიცინის მიმართულებითაა მოსალოდნელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგების მიღება.  ბიოლოგიური  დაავადებათა გამომწვევი ობიექტები ნანოზომებით ხასიათდებიან. დღეს მათთან ბრძოლა სწორედ მათი თანაზომადი და კიდევ უფრო მცირე ნანონაწილაკებით, ნანორობოტებითა და ნანოხელსაწყოებით მიმდინარეობს, რაც მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის.


2009 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში მიენიჭა სამ ამერიკელ მეცნიერს, რომლებმაც ნანონაწილაკებით მარკირების მეთოდით აღმოაჩინეს ქრომოსომთა დაყოფისას მათ განაპირა რეგიონებში დეფექტების გაჩენისა, შესაბამისად, სიბერის გამოწვევისა და მასთან ე.წ. ტელომერებით ბრძოლის ეფექტი. ეს აღმოჩენა, რომელიც ნანოტექნოლოგური მასალების გამოყენებით გაკეთდა, სავარაუდოდ, სულ მალე შეძლებს სიბერის გადავადებას.
დღეს უკვე რეალობად იქცა სამკურნალო პრეპარატების მოლეკულების ჩანერგვა ისეთ ნანონაწილაკში, რომელიც სისხლს გაჰყვება და დაუკავშირდება მხოლოდ წინასწარდეგეგმილ ორგანოს, მაგალითად, ღვიძლს ან თირკმელს. ამრიგად, შესაძლებელი ხდება წამლის სელექციური მიტანა დაავადებულ ორგანოში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატის ეფექტურობას.
შექმნილია ძვლის  და კანის შემცვლელი ხელოვნური ნანომასალები. ცნობილია, რომ ადამიანის გაცვეთილი ხრტილი აღარ აღსდგება, რაც ბევრი ადამიანის, მათ შორის სპორტსმენის ინვალიდობას იწვევს.  წელს გაცხადდა, რომ შეიქმნა ბიოაქტიური ნანომასალა, რომელიც ხრტილის აღდგენასა და სახსრის განკურნებას იწვევს.
არის ნანომედიცინის ბევრი სხვა მიღწევაც, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
რაც შეეხება კიბოს პრობლემის დაძლევას ნანოტექნოლოგიური მეთოდებით, ამ მიმართულებით ბევრი რამაა მიღწეული, მაგრამ ბევრი ისევ კვლევის პროცესშია. უმთავრესი აქ მაინც ადრეული დიაგნოსტიკაა, რაც მკურნალობას აიოლებს. უკვე დამზადებულია ე.წ. ერთ ჩიპზე დამზადებული ქიმიური ლაბორატორიები, რომელთა ზომები კვადრატული მილიმეტრებით განისაზღვრება. ასეთი ჩიპები სისხლისა თუ დნმ-ის ანალიზისთვის უმცირეს წვეთებს მოიხმარენ. მათი საშუალებით შეიძლება დნმ-ის სწრაფი ანალიზი, მასში მომხდარი მუტაციებისა და შესაბამისად, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა. სწორედ კიბოს დროული გამოვლენა და სწრაფი, შედარებით იოლი მეთოდებით მკურნალობაა ბევრი განვითარებული ქვეყნის კიბოსთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია. მის ხერხემალს სწორედ ნანოტექნოლოგიური მასალები და ზემგრძნობიარე ნანოხელსაწყოები წარმოადგენენ.
რაც შეეხება კიბოს მკურნალობას, უკანასკნელ ხანს ერთ-ერთ პროგრესულ მეთოდად მიჩნეულია სისხლში სპეციალური მაგნიტური ნანონაწილაკების შეშვება, რომლებიც მხოლოდ კიბოთი დაავადებულ უჯრედებთან გროვდებიან. გარედან რეზონანსული მაღალსიხშირიანი ველის მოდებისას მხოლოდ ეს ნანონაწილაკები ითვისებენ ველის ენერგიას, ხურდებიან და მეზობელი კიბოიანი უჯრედების განადგურებას და შესაბამისად, კიბოს განკურნებას იწვევენ.

ესეც ნანოტქნოლოგია,იმედია საინტერესო გამოვიდა………… :)

წყარო :ნანოკონფერენციის ერთ-ერთ ინიციატორის პროფესორ დავით ჯიშიაშვილის ინტერვიუ და ჩემი შეჯამება….. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close