მისტიკასაკითხავიუცნაური

ფერიები – ზღაპარი თუ რეალობა?

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სამყარო იმართება ელფების, ფერიების, ჯუჯების, გობლინების, სახლის ანგელოზების, აჩრდილების და სხვა სახის მონსტრებისა თუ კეთილი სულების მეშვეობით. ამ აზრს ზოგი დღესაც ეთანხმება, ბევრ მეცნიერს კი სჯერა უჩინარი ძალების არსებობისა.

თუ კარგად დავუკვირდებით თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება ამოუცნობი მოვლენები, რომელთა გამხელა არამარტო სხვებთან, ჩვენს თავთანაც საკმაოდ გვეუხერხულება… სიტყვა “ფერია” ლათინური სიტყვა “ფურუინიდან” წარმოიშვა, რაც ადამიანის ბედის ღვთიურ მფარველს ნიშნავს. ჯერ კიდევ 1500 წლის წინ აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზე აკეთებდნენ ჩანაწერებს უხილავი ძალების შესახებ. VIII-IX საუკუნეებში ასეთი ცნობები აქტიურად ფიგურირებდა, ხოლო XIX საუკუნეში ბევრჯერ მოხდა ზღაპრული არსებების რეალურ სამყაროში დაფიქსირება.

1920 წელს დიდი ბრიტანეთი სენსაციურმა ამბავმა მოიცვა. არტურ კონან დოილის სტატია ერთ დღეში გაიყიდა. ფოტოფირზე აღბეჭდილ იქნა ნამდვილი ფერია. 10 და 13 წლის გოგონებმა – ფრენსის გრიფიტსმა და ელზი რაიტმა – რეალური ფაქტების მოპოვება შეძლეს. მეცნიერი მკვლევარი და ისტორიკოსი ევანს ვენსი თავის სახელგანთქმულ ნაშრომში “მისტიკური რწმენები” დაუფარაად საუბრობს ზებუნებრივი ძალების არსებობაზე. ევანსმა ამ საკითხს თავისი ცხოვრების და მოღვაწეობის 40 წელიწადი შესწირა. საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ თუნდაც უძველესი ცივილიზაციების შესწავლისას სადმე აუცილებლად წავაწყდებით ცნობას იმის შესახებ, რომ ამ ხალხს რაღაც არარეალურის, ზებუნებრივის, არნახულის სჯეროდა. ამიტომაც იყო ცეცხლთაყვანისმცემლობა ასე გავრცელებული. უძველესი ადამიანის აზრით, ბუნებრივი მოვლენა, მაგალითად წვიმა ან თოვლი, არნახული სულების მიერ გამოწვეული პროცესი იყო. ნებისმიერი უძველესი ერი მოიხსენიებს თავის ისტორიაში სხვადასხვა ზებუნებრივ ძალას.

ჩვენამდე მოღწეული შელამაზებული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, “საოცარი სამყაროს” მოსახლეობა მეტად მტავალფეროვანი და ფართოა. ფერიებტან ერთად იქ ბევრი საინტერესო არსება ბუდობს. კონკრეტულად ფერიები კი, როგორც წესი 50 სანტიმეტრი სიმღლის, სიფრიფანა ფრთების მქონე, ქერა, ანგელოზისმაგვარ არსებებად გვევლინებიან. ისინი ადამიანებს ძალიან ჰგვანან. არსებობს მოსაზრება, რომ ფერიები რაღაც საშუალოს წარმოადგენენ ადამიანებსა და ანგელოზებს შორის.

Tinker Bell
TinkerBell and the Lost Treasure
TinkerBell and The Great Fairy Rescue

შოტლანდიაში მათ “დაცემული ანგელოზების” სახელით იცნობენ, ანუ ანგელოზები, რომლებიც ეშმაკმა აცდუნა, სამოთხიდან გამოდევნეს და ახლა უკვდავი ცხოვრებით ტკბებიან ცასა და დედამიწას შორის. პარალელურად კი კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში “იჭრებიან” ხოლმე. მიუხედავად ამისა, არსებობს სტერეოტიპი რომ ფერიები კეთილი და მოსიყვარულე არსებები არიან, რომლებიც ამოჩემებულ ადამიანებზე ზრუნავენ. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ რამდენი სიკეთის გაღებაც შეუძლიათ ფერიებს, იმდეენივე ბოროტების ჩადენის შესაძლებლობაც აქვთ. ფერია – მითოლოგიური არსება, რომელიც სულის ტიპისაა ანუ არა ხორციელი. ხშირად ის აღწერილია, როგორც ზებუნებრივი ქმნილება.

ვიდეოს სანახავად მიყევი ლინკს

ფერიების შემდეგ ყველაზე ცნობილი და საკმაოდ გავრცელებული არსებები – სახლის ანგელოზები არიან. ფერიებისაგან განსხვავებით, ისინი კონკრეტულ ოჯახს, სახლს ამოირჩევენ და სამუდამოდ იქ იდებენ ბინას. სახლის ანგელოზი, ან როგორც მას ხალხში ეძახიან “დამავოი” შეიძლება საკმაოდ საშიში და აგრესიული აღმოჩნდეს, ამიტომ მათთან ფრთხილი მოქცევაა საჭირო და მათი გაბრაზება, პროვოცირება არ შეიძლება. სახლის ანგელოზებისგან განსხვავებით, რომელბიც სახლის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ოჯახის წევრებს იცავენ, ფერიები, მიუხედავად თავანთი უკვდავებისა, ადამიანების გამრავლებაზე ზრუნავენ და როგორც წესი, ახლადდაბადებულებს დასტრიალებენ თავს.

მათ შემდეგ ყველაზე გავრცელებულ იდუმალ არსებეათა სიაში ელფები და გობლინები მოდიან, რომელბსაც ასვევე შეუძლიათ ბოროტების და სიკეთის ჩადენა. ისინი უფრო ხშირად დიდი ბრიტანეთის ტრიტორიაზე შეინიშნებიან.

ელფები (გერმ. elf — თეთრი (alb-ისგან) — ზღაპრული ხალხი გერმანულ, სკანდინავიურ და კელტურ ფოლკლორში. ლიტერატურაში ხანდახან გვხვდება ალბები (ალფები) — álfr – სკანდინავ.), სიდები (sidhe – ძვ. ირლ.).
სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ელფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათი საერთო დახასიათების მიხედვით, ისინი არიან ნათელი ფერის, ქერათმიანი არსებანი, ტყის სულები, რომლებიც ადამიანებს ემეგობრებიან. ელფებს ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა, მეტწილად ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში ვხვდებით გნომებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად. ზოგიერთ ნაწარმოებში კი ელფებსა და ფერიებს შორის განსხვავებაც ფაქტიურად არ არსებობს.

გერმანიკულ ენებში “elf” ტიპის სიტყვები შემდეგნაირად გვხვდება: დანიური სახელწოდება “elv”, ანგლო-საქსური “aelf”, შვედური “alv”, ნორვეგიული “alv” და ისლანდიური “alf-ur”, რაც გერმანიკულ ხალხებში ამ სიტყვის საერთო ძირზე მეტყველებს. სიტყვა “ელფის” ზუსტი მნიშვნელობის დადგენისას ენათმეცნიერები ვერ თანხმდებიან, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ეს სიტყვა ლათინურ “ალბს” (თეთრს) უნდა უკავშირდებოდეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ელფი ვალიური ან ირლანდიური სიტყვიდან “ellyl”/”aillil” მომდინარეობს, რაც “ნათელს”, “ელვარეს” ნიშნავს და შუმერულ “ელლუს” უთანაბრდება (იგივე მნიშვნელობით).

პოსტი: ფერიები: ობერონი

ობერონი და ტიტანია შექსპირის კომედიიდან.

გობლინები — ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანის მაგვარი არსებანი, რომლებიც მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ცხოვრობენ და მზის სინათლეს ერიდებიან. დასავლეთ ევროპულ მითოლოგიაში გობლინებს სხვადასხვაგვარი დახასიათებით ვხვდებით, ზოგჯერ მათ ურთიერთგამომრიცხავი უნარები აქვთ. გობლინებს უმეტესად ცეროდენა, მომაბეზრებელ არსებებად აღწერენ, თუმცა, უფრო კონკრეტული თვისებების დახასიათება საერთო ჭრილში არ ხერხდება, რადგანაც მათ სხვადასხვა ქვეყნისა თუ რეგიონის ფოლკლორი განსხვავებული უნარებით და ჩვევებით წარმოგვიდგენს.

სხვა ზრაპრული არსებები არიან ასევე: ჰურიები, გნომები, ორკები, ტროლები და ა.შ.

ჰურიები (არაბ. حورية‎‎) — მშვენიერი ქალწულები, სამოთხის დევები, ხმატკბილი ფერიები, რომლებიც ყურანის მიხედვით მაჰმადიანთა სამოთხეში მოხვედრილ ნეტართა სულებს ართობენ. მუსლიმ მორწმუნეებს ჰურიებთან შეყრით ანუგეშებენ.

გნომები (ინგლ. Gnome) – ესენია გამოგონილი არსებანი, რომლებიც ევროპულ მითოლოგიაში (განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში) გვხვდებიან როგორც მიწისქვეშეთში მცხოვრები ჯუჯა კაცუნენი. გნომებს ბევრ რამეში ადამიანზე მეტი უნარი გააჩნიათ: უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, მარტივად აყალბებენ ძვირფას ქვებს. ზოგიერთი მითის თანახმად, გნომები კეთილი და შრომისმოყვარე ხალხია და ადამიანებთან მეგობრული კმონტაქტებიც აქვთ.

ორკები (ინგლ. Orcs) — ფენტეზის ჟანრის გამოგონებული რასა. ორკებს გააჩნიათ ბევრი საერთო გობლინებთან და ითვლებიან ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ სტანდარტულ რასად.
პირველად სიტყვა ორკი გამოიყენა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა თავის ნაწარმებში შუამიწეთი, სადაც ”ორკი” იყო გობლინის სინონიმი. სიტყვა ”orc” გამომდინარეობს ძველინგლისური ენიდან, სადაც აღნიშნავს გოლიათს ან დემონს. თვითონ ტოლკინი აღნიშნავდა, რომ ეს სიტყვა აიღო შუასაუკუნოვანი პოემა ბეოვულფიდან, სადაც იგი იყო გიგანტური მონსტრის, გრენდელის, სინონიმი. თავის გვიანდელ ნაშრომებსა და წერილებში ტოლკინი წერდა ამ სიტყვას როგორც ”ork”. ასევე აღსანიშნავია, რომ ძველრომაულ მითოლოგიაში არის ნახსენები მიწისქვეშეთის დემონი სახელად ორკუსი (Orcus). ტოლკინის ნამუშევრებში ორკები იყვნენ ბოროტი არსებები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ შავ მბრძანებელს და შეადგენდნენ მის ლაშქარს. შავმა ბრძანებელმა – მორგოტმა- შექმნა ორკები ყველაზე საშიში და ბოროტი ცხოველებისა და ნაწამები ელფებისგან, თუმცა მათი შექმნისას მან დაუშვა სერიოზული შეცდომა – მორგოტმა შექმნა ორკები სიბნელეში, რამაც განაპირობა მათი სინათლეზე ყოფნისას დაუძლურება. შემდგომში ორკების ეს ხარვეზი გამოასწორა სარუმანმა, ურუკ-ჰაი რასის შექმნით.

ტროლები (შვედ. Troll, მრ. რ. Trollen) — სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად ადამიანისადმი მტრულად განწყობილი არსებანი, მთის სულები, რომლებიც ქვებთან ასოცირდებიან. ტროლები ხშირად გვხვდებიან ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში.

ტროლებთან ახლოს (ჯონ ბაუერი, 1915).

1917 წელს 10 წლის ფრენსის გრიფიტსი იორკშირში სოფელ კოთინგეილში ჩავიდა, თავისი ბიძაშვილის 13 წლის ელზი რაიტის მოსანახულებლად. რაიტების ოჯახი დიდი სასახლეში ცხოვრობდა, რომლის უკან ლამაზი ტყე იყო. გოგონებმა საყვარელ სათამაში ადგილად სწორედ ეს ტყე ამოირჩიეს და ყოველგღე იქ სეირნობდნენ. სახლში დაბრუნებულები კი უფროსებს აღთტაცებით უყვებოდნენ, თუ როგორ ითამაშეს ელგფებთან, ჯუჯებთან და ფერიებთან. ელზის მამა, ბატრონი რაიტი, გოგონების მონაყოლს მათ ფანტაზიას აბრალებდა და სერიოზულად არც უსმენდა, თუმცა როდესაც ელზი ლამის მუხლებში ცაუვარდა ხვეწნით რომ მისთვის დაეჯერებინა, მამამ მას ფოტოაპარატი მისცა, გამოყენება ასწავლა და უთხრა თავისი ჯადოსნური მეგობრებისთვის ფოტო გადაეღო და მაშინ ნამდვილად დაიჯერებდა მათ არსებობას. იმავე დღეს გოგონებმა სახლში ორი ფოტოსურათი მოიტანეს მალე ეს ამბავი მთელმა ევროპამ გაიგო. მწერალი არტურ კოკან დოილი პირადად შეხვდა გოგონებს, ფოტოებზე ექსკლუზივი მოიპოვა და 1920 წელს ცნობის ინგლისურ ჟურნალში “ნიუ დეიში” დიდი სტატია გამოაქვეყნა. გოგონების დასაკითხავად ნათელმხილველი ჯეფრი ჰადსონიც მიიწვიეს. მისი განცხადებით გოგონები საოცარი ბიოენერგიის მატარებლები იყვნენ, ამიტომაც ისინი საინტერესო ობიექტებად იქცნენ უხილავი არსებებისთვის.

ამ ისტორიაზე ფილმიც არის გადაღებული: Fairy Tale – A True Story (1997)

Fairy Tale – A True Story (ფილმის ნაწილის სანახავად მიყევი ლინკს)

ამ ისტორიის შემდეგ უამრავი წელი გავიდა. XX საუკუნის 90იან წლებში კი ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა ინგლისელმა მეცნიერმა, დევიდ ბრიკეტმა კვლავ დაიწყო ამ საქმიის გამოძიება. ფოტოექსპერტიზით დადგინდა, რომ 19217 წელს გადაღებული ფოტო ნამდვილად ბუნების წიაღში, ჰაერზე იქნა გადაღებული და ფერიები რეალური არსებები არიან. XX საუკუნის შეუძლებებლი იქნებოდა ამ სახის სტუდიური გადაღების მოწყობა, ფოტომონტაჟი კი საერთოდ გამორიცხული იყო. კაცობრიობის იტორიაში პირველი რეალური ფატქი გაჩნდა ფერიების, გობლინებისა და საოცარი ელფების არსებობის შესახებ. კოთინგეილში დღემდე არსებობს ქუჩა, რომელიც რაიტის სახელს ატარებს და ამ ისტორიას ასაბუთებს.

წყარო: ვიკიპედია, ი.გიოშვილის სტატია და ა.შ.

მცირე ჩამონატვალი იმ ფილმებისა, სადაც ფერიები ფიგურირებენ:

1. The Magical Legend of the Leprechauns

2. A Midsummer Night’s Dream

3. Peter Pan

4. Peter Pan

5. Peter Pan: Return to Neverland

6. The Fairy King

7. The Fairy Faith – A breathtaking odyssey about fairies and those who belive in them (Documentary)

8. Photographing Fairies

9. Faeries

10. Thumbelina

11. FernGully – The Last Rainforest

12. FernGully 2 – The Magical Rescue

13. Hook

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close