იცოდით თუ არა, რომ…
თევზის სახეობას -Macropinna microstoma- გამჭვირვალე თავი აქვს…
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (სურათზე) დაკრძალულია ქ. ცაგერში…
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია 1978 წელსაა მიღებული და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაზე (1995) ძველია…
საქართველოში ოცდაოთხი ახალსოფელია…
;
ტაილანდის დედაქალაქის, ბანგკოკის სრული სახელწოდებაა: კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ…
გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდებაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სასჯელის სახედ, გაძევებასთან ერთად, მიღებული იყო გაპარსვაც…
ძაფის სართავი მოწყობილობა, რომლის მექანიზმი სატერფულზე დაჭერით მოქმედებს. ბორბალი და კოჭი ტრიალს იწყებს, ძაფი იჭიმება და სასურველ სისქეს იღებს. სართავი ჯარა სავარაუდოდ ინდოსტანის ტერიტორიაზე შექმნეს, ხოლო ევროპაში XIV საუკუნეში გაჩნდა. ამ მანქანის გამოგონებამდე ძაფებს თითისტარის დახმარებით რთავდნენ.
კლიფორდ ლი ბარტონი -ამერიკელი მუსიკოსი, უკეთ ცნობილი როგორც ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფ მეტალიკის ბასისტი. დაიღუპა 1986 წლის 27 სექტემბერს ავტოკატასტროფაში ტურნეს დროს.
საფეხბურთო კლუბი ბარსელონა 1899 წელს დაარსებულ იქნა შვეიცარიელი ჰანს გამპერის მიერ.
ბარსელონას აქვს სამი “ზედმეტსახელი”: “blaugrana”, “azulgrana”, “Dream Team”
(მე კიდევ ერთს დავუმატებდი საუკუნის კლუბი :thanks: მიდით აბა რეალის გულშემატკივრებო მცემეთ :ukanali: :aaa: :D )
არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი. რომელიც სურათზეა ნაჩვენები, სამწუხაროდ ნამდვილის სურათი ვერ მოვიძიე.
წყარო :http://www.wikipedia.org/
P.s პირველი პოსტია და თუ რამე დამაკლდა ჩამიმატეთ და კომენტარებში დაწერეთ, რომ გამოვასწორო. იმედია გამოაქვეყნებთ.