გასართობისაკითხავისასარგებლო

ცნობილი ფრაზების ისტორიები

რატომ ვამბობთ ასე? ან საიდან წარმოიშვა ეს ფრაზები?

თქვენ ალბათ მოგისმენიათ გამოთქმა “ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა”. ამ ფრაზას მიაწერენ ძველებერძენ მეცნიერს არისტოტელეს, რომელიც თვლიდა, რომ სამყარო შესდგება 9 უძრავი ცისგან, რომლებზეც განთავსებულია ვარსკვლავები და პლანეტები. ყველაზე მაღლა – მეცხრე ცაზე, მისი აზრით ცხოვრობდნენ ღმერთები, რომლებიც დროს მუდამ მხიარულებაში ატარებდნენ მეცხრე ცაზე მოხვედრილი ადამიანი ამ მხიარულების და ბედნიერების თანამონაწილე ხდებოდა.

საიდან წარმოიშვა ფრაზა “გველი გამიზრდია უბეში” ?
ძველ ბერძნებს ძალიან უყვარდათ ხელოვნება, განსაკუთრებით ლიტერატურა. იმ პერიოდში ერთობ პოპულარული იყო ზღაპარი ” მგზავრი და გველი”. მასში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ ნახა ზამთრის ერთ ყინვიან დღეს მგზავრმა თოვლზე მომაკვდავი გველი, რომელიც ძლივს სუნთქავდა. შეეცოდა მგზავრს გველი და თავისთან წაყვანა გადაწყვიტა. გველი, რომ გაეთბო მგზავრმა ის უბეში ჩაისვა. სითბომ გველი გამოაცოცხლა და თავის გადამრჩენი დაგესლა. იმ დროიდან გამოთქმას ” გველი გამიზრდია უბეში” ხმარობენ იმ ადამინის მიმართ , რომელიც მის მიმართ ჩადენილ სიკეთეს ბოროტებით პასუხობს.

საიდან მოდის გამოთქმა ” ფულს სუნი არ აქვს” ?
გამოთქმა ” ფულს სუნი არ აქვს” წარმოიშვა ძველ რომში და მას მიაწერენ რომის იმპერატორს ვესპასიანეს.ხაზინის შევსების მიზნით მან საზოგადოებრივ ტუალეტებზე გადასახადი დააწესა.იმპერატორის ვაღმა უსაყვედურა მამას არასასურველი გადასახადის შემოღების გამო.მაშინ ვესპასიანემ ფულის დასტა შვილს ცხვირთან მიუტანა და ჰკითხა : აქვს სუნი? პასუხი უარყოფითი იყო. აქედან მოდის გამოთქმა “ფულს სუნი არ აქვს” .

smile ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close