გართობა

არასოდეს!

deb6c19f6103
გამარჯობათ! მოთხრობის წაკითხვის შემდეგ არ იფიქროთ რომ შეყვარებული ვარ….!!! მოთხრობას თან ახლავს ჩემი მეგობრის მიერ გაკეთებული სურათი….!

–    შემიყვარებ?
–    არასოდეს!!!

შემოდგომის სუსხიანი საღამო იყო. ქარიშხალი მძვინვარებდა. გოგონა მიდიოდა. სახეზე გაფითრებულს მოკლე წითელი ქვედაბოლო, შავი ტყავის პიჯაკი და მაღალყელიანი ჩექმა ეცვა. თავზე შავი ქუიდ ეხურა და ჩაფიქრებული, მკაცრი გამომეტყველებით მიდიოდა. თავის თავში დარწმუნებული იყო და ეტყობოდა, რაღაც მტკიცედ გადაეწყვიტა. ის უნდა ენახა. უნდოდა, საბოლოოდ დაესვა მისთვის კითხვა. თუმცა იცოდა, კითხვის პასუხი ,,არასოდეს” იქნებოდა. იცოდა და მაინც მიდიოდა. მიდიოდა, რომ კიდევ ერთხელ გაეგო მისი ხმა და შემდეგ ყველაფერი მორჩებოდა…
გოგონას წინ სახლი იდგა. დიდი სახლი დიდი კარებით. გოგონამ დააკაკუნა და კარების გამღებს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ერთსიტყვიანი კითხვა დაუსვა და პასუხადაც ერთსიტყვიანი წინადადება მიიღო. ის სიტყვა, რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა.
ამავე დღის სუსხიანი ღამე იყო. ნამტირალები გოგონა ხიდზე იდგა და მდინარეს გადაჰყურებდა. მაგრამ მასში წყალს კი არ ხედავდა, იგი მასში თავისი ცხოვრების დიდ წერტილს ხედავდა. ხედავდა და არ ეშინოდა. უხაროდა, უხაროდა, რომ ამ წერტილს ბოლოსდაბოლოს ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ხედავდა. მოაჯირზე ავიდა და გარშემო მიმოიხედა. ღვთისგან მიტოვებულს გავდა გარემო. მაღლა აიხედა და თოვლის, პირველი თოვლის პირველი ფიფქი დაეცა. იმდენად გაცივებულიყო გოგონა, რომ ფიფქი არ დადნა. პირიქით, უფრო გაიყინა. გოგონა გადაიხარა და გადადგა ნაბიჯი. ნაბიჯი სიკვდილისა და ჯოჯოხეთისკენ. გადადგა და გადაეშვა. მყის იგრძნო, რომ ეს ნაბიჯი არასწორი იყო. იგრძნო და ინანა, მაგრამ გვიან იყო. ბოლოჯერ გაიგო წყლის დგაფანი. გაიგო და ვარდისფერმა სინათლემაც მოჭრა თვალი.
ოცი წელი გავიდა. გაზაფხულის პირველი დღე იყო. თოვლი დადნა და წყლად იქცა. სწორედ თოვლისა და წყლის დღე იყო. გოგონას საფლავთან წვერმოშვებული კაცი იდგა. იდგა და დუმდა. მხოლოდ გული და სული ლაპარაკობდა. ისიც ჩუმად, შიგნით, სულში. ლაპარაკობდა და მხოლოდ ერთს გაიძახოდა: ,,შეგიყვარე”.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button