საკითხავისასარგებლო

გამონათქვამები ადამიანზე

ამ პოსტში გაეცნობით გამონათქვამებს და ანდაზებს ადამიანების შესახებ. 

I

ადამიანი ადამიანისთვის მგელია
ლათინური ანდაზა1

კაცი ქარი ორივე სწრაფად იცვლება
გერმანული ანდაზა

ადამიანი არის სიმდიდრე
აფრიკული ანდაზა

ადამიანი ადამიანის წამალია
აფრიკული ანდაზა

II

ადამიანი ფიქრობს, ღმერთი განაგებს
სოლომონ ბრძენი

ადამიანები მაშინ სწავლობენ, როცა ასწავლიან

სენეკა

ადამიანი ვარ და ამიტომაც არაფერი ადამიანური არ მეუცხოება

ტერენციუსი

ადამიანებს რაც უფრო მეტი აქვთ მით უფრო მეტი სურთ
იუსტინიუსი

რა დიდებულია ადამიანი, თუკი ის ნამდვილი ადამიანია

მენანდრე

ადამიანი თავისი ბუნებით არის საზოგადოებრივი ცხოველი
არისტოტელე

ბევრი ცოცხალი არსებაა ფრიად ძლიერი,
მაგრამ ყველაზე ძლიერია ადამიანი.
სოფოკლე

III

ადამიანი სამყაროს მოდელია

ლეონარდო და ვინჩი

ადამიანი არის პირველი საუბარი, რომელიც ბუნებამ გამართა ღმერთმა

გოეთე

ადამიანი ერთადერთი ქმნილებაა, რომელიც უნდა აღიზარდოს
კანტი

ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც მოვალეა იმუშაოს
კანტი

ადამიანი ცხოველია, რომელიც ხელსაწყოს იყენებს

კარლეილი

ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია ცეცხლის გაჩენა. ამის წყალობით მოიპოვა მან ბატონობა დედამიწაზე
რივაროლი

ადამიანი ცხოველია, რომელიც აღებ-მიცემობას ეწევა, არც ერთ სხვა ცხოველს არ შეუძლია ამის გაკეთება- ერთი ძაღლი ძვლებს ვერ გაუცვლის მეორეს.
ადამ სმიტი

ყოველ ადამიანში არის რაღაც ყველა ადამიანიდან
გ.ლიხტენბერგი

იყო ადამიანი-ნიშნავს იყო მებრძოლი

გოეთე

შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.
გოეთე

ჭეშმარიტი ადამიანი და მამულიშვილი ერთი და იგივეა

ა.რადიშჩევი

ადამიანი უნდა დავაფასოთ არა მისი ნიჭის მიხედვით არამედ იმის მიხედვთ, თუ როგორ იყენებს იგი მას

ლაროშფუკო

ბევრს უკვირს, ადამიანები რატომ ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ, არ შეადგენენ ერთ ერს, არ ლაპარაკობრნ ერთ ენაზე, არა აქვთ ერთნაირი ადათ-წესები და ერთი სარწმუნოება. ხოლო მე, როცა წარმოვიდგენ, რაოდენ განსხვავებულია ადამიანთა ჭკუა-გონება, გემოვნება, გრძნობები, მიკვირს, შვიდი თუ რვა სული ერთ ჭერქვეშ, ოთხ კედელს შორის რომ ცხოვრობს და ერთ ოჯახად რომ არის გაერთიანებული

ლაბრუიერი

ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მარტოოდენ სამი მოვლენა: დაბადება, სიცოცხლე, სოკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება და ავიწყდება, როგორ უნდა იცხოვროს

ლაბრუიერი

ადამიანები ჩივიან, გარდასული დღეები გონივრულად რომ ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ და არც დარჩენილ დღეებს იყენებენ უკეთესად

ლაბრუიერი

რაც უნდა ბევრი ნაკლულოვანება ჰქონდეს, ადამიანი მაინც ყველაზე ღირსეული არსებაა ამქვეყნად

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close