არქივი

კენტავრები

http://a.pix.ge/c/1lvyt.jpg

ბერძ. – მითოსური არსებები; ტყის დემონები; ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხენი.
საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, კენტავრები იქსიონის და ნეფელეს ჩამომავლები იყვნენ. პირველი კენტავოსი მაშინ იშვა, როდესაც იქსიონმა ჰერას ცდუნება მოისურვა, რის გამოც განრისხებულმა ზევსმა მას ზეცის დიდი ქალბატონის სახით ღრუბელი (ნეფელე) შეუგზავნა თალამოსში.

http://a.pix.ge/y/22kic.jpg

თავდაპირველად კენტავრები თესალიაში ბინადრობდნენ ეტესა და პელიონის მთაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ შოურაცხყოფა მაყენეს ლაპითთა მეფეს, პირითოოს, ნაწილი გაანადგურეს ლაპითებმა, დანარჩენი ნაწილი კი გააძევეს ეპიროსის სამანებისაკენ. ცხენკაცები პინდოსზე დასახლდნენ. ზოგი მათგანი დიონისეს ეახლა და მის სამსახურში ჩადგა. თესალიაში მხოლოდ ერთი ბრძენი კენტავროსი – ქირონი დარჩა, რომელსაც ყველა დიდ პატივს მიაგებდა. მან მრავალი გმირი აღზარდა.

დამარცხებულმა კენტავრებმა მტრობა გულში ჩაიდეს, ბედს არ შეჰგუებიან და მცირე ხნის შემდეგ თავს დაესხნენ ლაპითებს, რომლებმაც ამჯერად ვეღარ მოახერხეს გამკლავებოდნენ მომხდურთ. კენტავრებმა მათი უმეტესობა ამოჟლიტეს. გადარჩენილებმა მთას შეაფარეს თავი, მაგრამ იქაც არ დააყენეს. ბოლოს ლაპითები მალეას კონცხზე გადაიხვეწნენ.

ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო აგრეთვე ამბავი ჰერაკლესა და კენტავრთა ბრძოლაზე.

ყველაზე ცნობილ კენტავროსთა შორის ასახელებენ ქირონს, ფილოსს, ევრიტიონსა და ნესოსს. მათგამ ქირონი სიბრძნეს განასახიერებდა, ფილოსი – კეთილმოსურნეობას. ევრიტიონი და ნესოსი კი, მტრულად განწყობილი გმირები იყვნენ.

http://b.pix.ge/a/sl76t.jpg

მითოსი კენტავრებზე რელიგიის განვითარების ტოტემურ საფეხურს უნდა ასახავდეს. შესაძლოა ამბავი ამ ცხენკაცებზე აღმოცენდა თესალიელთა იმ ტომის გავლენით, რომლის მამაკაცებიც თურმე მუდამ ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი.

ცნობებს კენტავრებზე ვხვდებით ჰომეროსთან, სოფოკლესთან, ევრიპიდესთან, ოვიდიუსთან და სხვა ავტორებთან. ანტიკური ხანის მოქანდაკენი და მხატვრები მათ ხშირად წარმოსახავდნენ.

ქირონი

ბერძ. კენტავროსი; კრონოსისა და ფილირას ძე; ძველი თესალიური ღვთაება (დემონი); მის მეუღლეს ერქვა ქარიკილო. მძვინვარე, შფოთიანი და ადამიანებისადმი მტრულად განწყობილნი იყვნენ იქსიონის ჩამომავალი კენტავრები. მაგრამ მათგან განსხვავებით ქირონი, ისევე როგორც ფოლოსი, სამართლიანი და კეთილგანწყობილი დემონი იყო. მას მიაბარეს სხვადასხვა დროს აღსაზრდელად ჰერაკლე, ასკლეპიოსი, აქილევსი, იასონი, ამფიარაოსი და დიოსკურები, რომლებიც შემდეგ სახელოვანი გმირები გახდნენ.

ქირონი ცხოვრობდა პელიონის მთაზე. კენტავრთა და ლაპითთა ცნობილი ბრძოლის შემდეგ იგი ლაკონიაში გადაიხვეწა.

აპოლონმა და არტემისმა აზიარეს ქირონი მუსიკის, ვარჯიშის, ნადირობისა თუ მისნობის ხელოვნებას. მას ბრძენ კენტავროსსაც უწოდებდნენ, რადგანაც მუდამ ლამობდა სიკეთისკენ წარემართა თვისტომთა ველური ზნე და ბუნება.

კეთილშობილებით გამორჩეულმა ქირონმა წამებით დაასრულა თავისი ღვთაებრივი ცხოვრება. მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა: როდესაც ჰერაკლე მესამე გმირობის (ერიმანთოსის ტახი) აღსასრულებლად მიდიოდა, გზად შეიარა თავისი მოძღვრის, ბრძენი ქირონის უსაყვარლეს მეგობართან, კენტავროს ფოლოსთან, რომელმაც დიდი პატივით მიიღო ზევსის ძე. ფოლოსის მამა იყო მეღვინეობის მფარველი ღმერთის, დიონისეს რჩეული სილენოსი. მან კენტავრებს აჩუქა დიონისეს ვაზის მტევნით მოწეული ნექტარი, რომლის სურნელება ათრობდა მაღალ მწვერვალებსაც კი. ფოლოსმა სუფრა გაშალა და თავი ახადა ღვინით სავსე ჩაფს. უმალ მოეფინა ღვინის სურნელება მთებსა და ველებს. კენტავრებმაც შეიგრძნეს იგი და განრისხდნენ ფოლოსზე, რომელმაც მათ გარეშე ჩამოასხა ღვთაებრივი სასმელი. ლოდებით, კომბლებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა კენტავროსებმა ფოლოსის მღვიმისაკენ ისწრაფეს. მათ წინ უშიშრად აღიმართა ჰერაკლე და ნაწილი იქვე ამოხოცა. გადარჩენილებმა ბრძენი ქირონის მღვიმეს შეაფარეს თავი. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ჰერაკლეც. მოზიდა მშვილდი და მისი ლერნეს შხამში ამოვლებული ისარი ჩემთხვევით ჩაესო მუხლში ქირონს. დაღონდა გმირი, როდესაც გონს მოეგო და გაიაზრა, რომ მისივე მეგობარი, ბრძენი მოძღვარი დაჭრა.უმალ იარა მოუბანა, მაგრამ ამაოდ. ნაიარევი განუკურნებელი იყო. იცოდა ქირონმა, რომ არ მოკვდებოდა, რადგან უკვდავი იყო, მაგრამ სასტიკად გაწამდებოდა.

სიკვდილს ნატრობდა კეთილი კენტავროსი. მოგვიანებით მხსნელად ისევ ჰერაკლე მოევლინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გმირმა ოქროს ვაშლები წამოიღო ჰესპერიდების ბაღიდან და საბერძნეთისაკენ მიმაბალი მიადგაკავკასიონის მაღალ მწვერვალებს, სადაც ერთ-ერთ კლდეს მიჯაჭვული იყო პრომეთე. იმდენი ხანი იყო იგი ამ მდგომარეობაში, რომ ზევსს მისი გათავისუფლება სურდა კიდეც. მაგრამ ასე იყო ნათქვამი: გმირის ტანჯვა უნდა გაგრძელებულიყო მანამ, ვიდრე ვინმე უკვდავთაგან თავისი ნებით მის მაგივრად არ ჩავიდოდა ჰადესის პირქუშ სამეფოში. ჰერაკლემ გაახსენა ზევსს, რომ ქირონი, რომელსაც უზომოდ აწუხებდა განუკურნებელი იარა, დიდი ხანია ნატრობდა სიკვდილს. აღარაფერი ედგა წინ პრომეთეს ხსნას. ასე დასრულდა ორი ღვთაების წამების ამბავი: პრომეთე გათავისუფლდა, ქირონი კი მის მაგივრად გარდაიცვალა. ღმერთებმა იგი მშვილდოსნის თანავარსკვლავედად აღაზევეს ცის კაბადონზე ( სხვა ვერსიით, ამ თანავარსკვლავედად ფოლოსი გარდაისახა).

მსგავსი ამბები

Back to top button