არქივი

მკვდარი ზღვა

8eb76705686c

ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი დედამიწაზე. ინფორმაცია და სურათები გაგრძელებაში…

მკვდარი ზღვა, მეორენაირად მარილის ტბა, ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე მდებარეობს. ეს დედამიწაზე ყველაზე დაბალი ადგილია, ზღ. დონიდან – 425 მეტრი. მკვდარი ზღვა ყველაზე ღრმა (378 მ) და მე-2 მლაშე ტბაა მსოფლიოში. მისი სიმლაშე ოკეანესთან შედარებით 8,6 – ჯერ მეტია, რის გამოც აქ ბაქტერიების გარდა ვერანაირი ორგანიზმი ვერ ცოცხლობს.

მისი წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ძველად მეცნიერებს ეგონაათ, რომ მკვდარი ზღვის აუზი წითელი ზღვის გახლეჩის შედეგად წარმოიქმნა. უფრო ახალი თეორიით კი იგი ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის შედეგია, რომელიც აფრიკისა და არაბეთის საზღვარზე ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად წარმოიქმნა.

ee45c5fb4a81

7d07c36ae89c

74e059a97bb7

მკვდარი ზღვის წყლების უნიკალური კონცენტრაცია და მისი სამკურნალო თვისებები უკვე დიდი ხანია ცნობილია. არისტოტელე, სოლომონ მეფე, დედოფალი კლეოპატრა და ა.შ აქტიურად იყენებდნენ ტბის სასარგებლო თვისებებს. თანამედროვე ექიმებიც თავიანთ პაციენტებს, რომლებსაც კანის პრობლემები აქვთ საკმაოდ ხშირად ურჩევენ მკვდარი ზღვის აბაზანების მიღებას. კოსმეტოლოგები მისი მინერალების საშუალებით სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ, რომლებიც მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

03b57b33157e

c9e9fe69e689

მკვდარი ზღვა მილიონობით ტურისტს იზიდავს. ყველას მოსწონს წყალზე წოლა ისე რომ ჩაძირვის არ ეშინიათ. :) 2009 წელს ტბას 2,5 მილიონი ტურისტი ეწვია.

adb611d5ebeb

4eee19bf8255

მსგავსი ამბები

Back to top button