მდოგვი ინტერიერში: ღია აქცენტების ორიგინალური იდეები
მდოგვისფერი არის საკმაოდ რთული ფერი, ის შეიძლება იყოს ძალიან აგრესიული ან არამიმზიდველი. მაგრამ თუკი ფერს სწორედ გამოიყენებ, მას შეუძლია გარდაქმნას ოთახი, ისე, რომ შეიქმნას საინტერესო და უნიკალური ინტერიერი.
კომბინაცია ნეიტრალურ ტონებთან
ღია მდოგვისფერის კომბინაცია ცივ ნეიტრალურ ტონებთან შესანიშნავად გამოიყურება. ნაცრისფერი კედლები შექმნიან წყნარ ატმოსფეროს, რომელშიც შესაძლებელია აქცენტი გააკეთოთ ლამაზ ავეჯზე, ამასთან ერთად ის თვალებში ძლიერ არ მოგვხდებათ.
უცნაური კომბინაციები
მრავალი ასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა ფერების კომბინირების ტრადიციები. თეთრი და შავი – ეს კლასიკაა. ვარდისფერს და იისფერს ჩვეულებრივსამებრ იყენებენ გოგონების ოთახის ინტერიერისთვის. შოკოლადისფერის და კრემისფერის კომბინაციამ უკვე დიდიხანია, რაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც არაჩვეულებრივის ცდა, მაგალითად, მდოგვისფერის და ლურჯი-მწვანეს.
სახალისო აქცენტები
ოქროსებური მდოგვისფერი შესანიშნავად გამოიყურება. თუკი შევარჩევთ სწორ აქცენტებს, მაგალითად, სკამებს, ლამპრებს ან ფარდებს, მაშინ შესაძლებელია შესანიშნავი კუთხის მოწყობა, ხოლო თუკი კედლებს კრემისფერში შეღებავთ, მაშინ ოთახი შეუდარებელი გახდება.
იშვიათად შეიძლება ნახოთ საბავშვო ოთახი მდოგვისფერში. საბავშვო სკამს ან ხალიჩას იატაკზე შეუძლიათ საოცრებების შექმნა.
სიწყნარე
მდოგვისფერის წყალობით სასტუმრო ოთახი შეიღებება მხიარულ ფერებში. ლურჯი ფერები, გამოხატულებითი თარგები და მდოგვისფერი შტრიხები – ყველაფერია, რაც კი საჭიროა მოდური და კომფორტული ინტერიერისთვის.
ღია თავშეკავებულობა
ლამაზი, მდოგვისფერი დივანი გადაიქცევა შესანიშნავ აქცენტად, განსაკუთებით კი მაშინ თუკი ფონად იქნება კრემისფერი კედლები.
აქცენტი მთელ კედელზე
კედელი შეიძლება გადაიქცეს ფერად აქცენტად და მდოგვისფერი ამისთვის იდეალურია. განსაკუთრებით ასეთი გადაწყვეტილება წარმატებული იქნება საშუალო ზომის ოთახებისთვის.