საკითხავისასარგებლო

ძაღლი ყეფს, როდესაც თქვენზე თავდასხმა სურს

უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით ხდება.

დიახ, თქვენ შეიძლება იგრძნოთ აგრესია დაკრეჭილ კბილებიანი ძაღლისაგან, რომელიც ყეფს და თქვენთან მორბის; ამის მიუხედავად, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილებაა – ამგვარად, ძაღლი ყურადღებას იქცევს, ადემონსტრირებს მტრულ განწყობას, და მოითხოვს, რომ დატოვოთ მისი ტერიტორია. თუ ძაღლი გიყეფთ და კბილებს გაჩვენებთ – ეს არის საფრთხის დემონსტრირება და ბრძოლის დაწყების არმონდომება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი ან სხვა ცხოველი, რომელსაც ადამიანზე თავდასხმა აქვს განზრახული, აკეთებს ამას ჩუმად, ყეფისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე. ამგვარად, თუ ხედავთ თქვენზე მიმავალ ძაღლს შეკრული ყურებით და ოდნავ ჩამოშვებული თავით, დაძაბული სხეულით და გრძნობთ საკუთარ თავზე მის კონცენტრირებულ მზერას, იყავით დარწმუნებული: სწორედ ასეთი იერი გააჩნია ცხოველს, რომელსაც სურს თავდასხმა სურს!

რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევებში?

პირველ შემთხვევაში, თქვენი ამოცანაა – არ გამოიჩინოთ აგრესია: აღნიშნეთ თქვენი მშვიდობიანი ურთიერთობა და გაიაზრეთ, რომ მოხვდით უცხო ტერიტორიაზე. თანამედროვე ქალაქის მაცხოვრებლებს აღარ ესმით ურთიერთობის არავერბალური ხერხები, რომლებიც ცოცხალ ბუნებაში მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. მოდუნდით, არ შეხედოთ ძაღლს თვალებში, არ გაიქცეთ. მშვიდი და ნელი ნაბიჯით წადით იმ ადგილიდან ცხოველისაგან 90-გრადუსიანი კუთხით. ასევე შეგიძლიათ გაესაუბროთ მას ჩუმი მოდუნებული ხმით. გახსოვდეთ, რომ თქვენი დაძაბულობა მხოლოდ გაამწვავებს მის აგრესიას.

მეორე შემთხვევაში, კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს. ძალზე მნიშვნელოვანია შეაფასოთ საკუთარი და მოწინააღმდეგის ძალები, ასევე გაიაზროთ ის, რომ თავდასხმის განზრახვა ყოველთვის არაა მიმართული ტოტალურ განადგურებაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ასევე დაკავშირებულია ტერიტორიის დაცვასთან, ანაც ძუს მიერ შვილების, ხოლო ხვადის მიერ ოჯახის ან ხროვის დაცვასთან. ასეთ შემთხვევებში, ცხოველი არასაკმარისად თვლის გაფრთხილების განხორციელებას ყეფით და ღრენით, ზურგის ამოზნექით, ყალყზე მდგომი ბეწვის გამოჩენით და ეშვების დემონსტრირებით; იგი გადადის აქტიურ თავდასხმაზე, რომლის მიზანი არაა თქვენი განადგურება, მაგრამ უბრალო მუქარებზე გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ასეთ შემთხვევებში თქვენ გელით სერიოზული გატყეპა, რომელიც თქვენს მიერ მორჩილების გამოვლენის შემდეგ თითქმის ეგრევე დასრულდება, მაგრამ არ დასრულდება მანამ, სანამ არ შეწყვეტთ წინააღმდეგობის გაჩენას. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ერთადერთი მამოძრავებელი მიზანია თქვენი თავის ნადავლად გადაქცევა – თქვენ კარგი არაფერი გელით. გაიქეცით რაც კი ძალ-ღონე გაქვთ და დაიცავით საკუთარი სიცოცხლე ყველა არსებული ხერხით.
კარგი რჩევაა ბავშვებისათვის ცხოველებთან ურთიერთობის შეჩვევა ადრეული ასაკიდან – ეს მათ სამყაროსა და მისი მობინადრეებს შეცნობას და მათთან ჰარმონიაში ცხოვრებას ასწავლის.

წყარო: mydog.ge

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Close
Close