უცნაური

ჩარლი ჩაპლინის წერილი მისი ქალიშვილისადმი

bc331a50749b
ეს წერილი ჩარლი ჩაპლინმა მიწერა თავის შვილს ჟერალდინას. წაიკითხეთ,რავი აქ
ისეთი სიტყვებია მგონი ყველამ უნდა გაითვალისწინოს ;)

ჩემო გოგონა ჟერალდინა …სულ პაწაწინა რომ იყავი ზღაპრებს გიყვებოდი,უფლისწულზე,ცეცხლის მფრქვეველ გველეშაპზე,მაგრამ მე შენთვის ჩემი ზღაპარი არ მომიყოლია,ზღაპარი მშიერ მასხარაზე ,ლონდონის ღარიბ უბნებში რომ ცეკვავდა და მღეროდა.მერე კი ხელებგაშვერილი ითხოვდა მოწყალებას.აი ასეთია ჩემიზღაპარი,მე გამოვცადე შიმშილი, მე ვიცი რაც არის უსახლკარობა,კიდევ მეტი… მე განმიცდია მოხეტიალე მასხარის დამცირება,ამიკრეფია შემოწირული გროშები, ეს მაშინ როცა გულში სიამაყე ბობოქრობდა..

დიახ, მე ჩარლი ვარ მე ბებერი მასხარა ვარ ,დღეს შენი ჯერია, იცეკვე!მე ჩაფართხუნებული, დახეული შარვლით ვცეკვადი,შენ მეფის ასულის ბრწყინველე სამოსში ცეკვავ.ეს ცეკვა და ტაშის გრიალი ხანდახან ცაში აგიტაცებს.იფრინე სულ მაღლა და მაღლა ,იფრინე. მაგრამ ხანდახან დაბლაც დაეშვი ხოლმე,შენ უნდა იხილო ადამიანთა ცხოვრება , უნდა იხილო ქუჩის მომღერალთა და მოცეკვავეთა ცხოვრება,რომლებიც მღერიან და კრთიან სიცივისა და შიმშილისაგან.დროდადრო დაიარე ფეხით ქალაქი და უთხარი შენ თავს ,მეც ერთი ამათგანი ვარ!გახსოვდეს რომ ჩარლის ოჯახში არავინ ყოფილა ისეთი,მეეტლე ან სენის ნაპირას მჯომი მათხოვარი რომ დაემცირებინოს!

შენ იცი მე დიდხანს ვმუშაობდი ცირკში და მუდამ გულისფანცქალით შევცქეროდი მუშთაედებს,მეშინოდა საბედისწერო ბაგირიდან არ ჩამოვარდნილიყვნენ,მაგრამ ეხლა ერთი რამ უნდა გაგანდო: ადამიანები უფრო იოლად ეცემიან მყარ მიწაზე,ვიდრე მუშთაედები ვარდებიან არასიმედო ბაგირიდან.

შენ ძნელი სამუშაო გაქვს,მე ვიცი ეს.შენ სხეულს აბრეშუმის სიფრიფანა ქსოვილი ფარავს. გახსოვდეს, ხელოვნების გულისთვის სცენაზე გამოსვლა შიშველიც შეილება,მაგრამ იქედან უფრო სპეტაკი და განწმენდილი უნდა დაბრუნდე…

შენ ჩემს გვარს ატარებ, ჩაპლინი ხარ!40 წელზე მეტი აცინებდა ეს გვარი ადამიანებს ,მე კი უფრო მეტჯერ ვტიროდი, ვიდრე ისინი იცინოდნენ.და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც…!

ეს წერილი ჟერალდინას პირად ბარათებში იპოვეს მისი გარდაცვალების შემდეგ.

მსგავსი ამბები

Back to top button