საკითხავისასარგებლო

ამფითეატრი

უძველესი თეატრი, ანუ ამფითეატრი

ამფითეატრის (უძველესი თეატრის) სამშობლოდ საბერძნეთი ითვლება. აქ წარმოიშვა პირველი თეატრი. იგი გასაოცარია მისი არქიტექტურული ჩანაფიქრით: მისი დიზაინი ისეა შექმნილი რომ მსახიობთა ჩურჩულიც კი ბოლო რიგებში შესანიშნავად ისიმის, ანუ გამოირჩევა აკუსტიკით (აკუსტიკა – ხმის გავრცელებას ნიშნავს).


ახლა კი მისი სხვადასხვა ადგილების შესახებ:

თეატრონი – მაყურებელთათვის განკუთვნილი ადგილი.

ორქესტრა – მუსიკოსთათვის განკუთვნილი ადგილი (აქედან წარმოიშვა სახელი ორკესტრი, რომელიც მუსიკოსთა გუნდს ჰქვია).

სკენე – კულისების ფუნქციას ასრულებდა, სადაც მსახიობები იცვლიდნენ და
სხვადასხვა რეკვიზიტებს ინახავდნენ (რეკვიზიტი არის ყველა ის ნივთი
რომელიც წარმოდგენაში გამოიყენება). დანიშნულების მიუხედავად აქედან
წარმოიშვა სიტყვა სცენა.

პროსკენიონი – სცენას წარმოადგენდა.

ამ ადგილთა განლაგება კარგად ჩანს ქვევით მოცემულ სურათზე (მართალია ინგლისურად, მარა გაიგებთ =) )

სკენე ასევე წარმოადგენდა მაღალ კედელს რომელიც ხმის ასარეკლად გამოიყენებოდა. ამ კედლის თავზე დამაგრებული იყო ამწე, რომელსაც სხვადასხვა ღვთაების ქანდაკების დასადგმელად იყენებდნენ (მაშინ მრავალღმერთიანობა იყო, კერპთაყვანისმცემლობა).

მსახიობები სხვადასხვა პერსონაჟების განსახიერებისთვის ნიღბებს იყენებდნენ, რომლებიც გამოხატავდნენ პერსონაჟის ხასიათსა და სტატუსს (კეთილი, ბოროტი…), ნიღბების ფართოდ გაღებული პირი ხმას აძლიერებდა.

მსახიობები ხშირად ჩამოდიოდნენ პროსკენიონიდან ორქესტრაზე (სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგ:ადგილი არ ყოფნიდათ :D) და მუსიკოსებისგან კარგად გამოსაკვეთად ისინი კოტურნებს, მაღალძირიან ფეხსაცმელებს იყენებდნენ.

ეს ჩემი პირველი პოსტია და გთხოვთ დაწეროთ რჩევები უკეთესი პოსტისთვის :)

წყარო: სკოლის ხელოვნების გაკვეთილი

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close