არქივი

სიზმარი

4ff397abad01

გაგრძელებაში თქვენ ნახავთ საინტერესო ფაქტებს სიზმრებზე :)

1. მიჩნეულია რომ ადამიანი საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, მაგრამ ის ამახსოვრდება, რომლის მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება.

2. ადამიანს სიზმარი მაშინ ახსოვს, როცა გაღვიძების პროცესი სწრაფია

3. ადამიანების უმეტესობას გაღვიძებისას სიზმარი ახსოვს მაგრამ 5-10 წუთში ავიწყდება.

4. სიზმარი არ მოიცავს არც სუნს და არც გემოს.

5. არის შემთხვევები როცა სიზმრები ხშირად მეორდება.

6. როცა გვძინავს, ტვინი აგრძელებს მუშაობას და რასაც სიზმარში ვხედავთ, ჩვენი ტვინის “ფიქრის” შედეგია.

7. ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა – ბნელი ფერებით.

8. სიზმრები ზოგჯერ გამჭვირვალეა, როცა სიზმრები ასეთია ადამიანს შეუძლია დრო უკან გადაახვიოს ან პირიქით.

9. ადამიანები სიზმრებს ყოველთვის ხედავენ, უბრალოდ ზოგჯერ არ ახსოვთ ხოლმე.

10. არის შემთხვევა როცა ადამიანმა არ იცის სძინავს თუ არა (სიმართლეა. ვისაც გქონიაძთ ასეთი შემთხვევა დამეთანხმებით).

11. არის კიდევ ასეთი შემთხვევა რომ ადამიანი თან სიზმარს ნახულობს და თანაც ესმის ყველაფერი რაც ცხადში ხდება (მე ეგრე ვარ მაგალითად. სიზმარს ვნახულობ და + ტელეფონის ხმაც მესმის ხოლმე)

12. ცხოველები სიზმრებს ვერ ხედავენ.

13. ადამიანს შეიძლება დაესიზმროს ის, რაც უნდა რომ მოხდეს.

ბოლოს: ბონუსი (?)

ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა რა ნახა სიზმარში თავის ძმამ:

  • მიდიოდა ქუჩაში, ქვას ფეხი წამოკრა და წაიქცა. დაიწყო სიცილი :lol2: მერე გაეღვიძა სიცილით, და ისევ იცინოდა, ვერ აჩერებდნენ :lol2:

(არადა რა იყო სასაცილო ვერ გავიგე)

  • დედაჩემმა სიზმარში ნახა სააკაშვილი, იგი ეჩხუბებოდა უგულავას, ამ ჩხუბზე უგულავამ გაიცინა და სააკაშვილმა ტირილი დაიწყო (ალბათ სიბრაზისგან).  :lol2:

..თუ არ გაგეცინათ ამ ორ სიზმარზე ძალათი მაინც გაიცინეთ, უხერხულია :D

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია, შეაფასეთ :)

მსგავსი ამბები

Back to top button