არქივი

ბატის ფრთიდან თანამედროვე კალმამდე

9dc49a695db3

ყურადღებით შეხედეთ თქვენს საწერ კალამს:მის წვერზე პატარა ბურთულაა, რომელიც თანაბრად მელანს ფურცელზე თანაბრად ანაწილებს.თითქოს ყველაფერი მარტივია.თეორიულად მართლაც რომ ასეა, სინამდვილეში კი თანამედროვე თანამედროვე ბურთულიანი კალმის გამოგონება ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა.

უძველესი დროიდან ადამიანი სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით წერას ყოველთვის ახერხებდა, თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო.საწერი კალმის გამოგონებამდე ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გამოყენებული საწერი საშუალება ბატის ფრთა იყო.ამ საწერ საშუალებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლდათ, რომ ფრთის წვერლს მელანი სწრაფად ახმებოდა, რის გამოც საჭირო იყო მისი ხშირად დასველება.უძველესი ჩინელები საწერად აქლემისა და ვირთხის ბეწვისგან დამზადებულ “კალამსაც” კი იყენებდნენ.1888 წელს მასაჩუსეტსელმა ჯონ ლაუდმა ბურთულიან კალამზე აიღო პატენტი, თუმცა თავიდანვე ყველაზე დიდ პრობლემას მელანი წარმოადგენდა. შედარებით თხევადი მელანი ფურცელზე არასასიამოვნო კვალს ტოვებდა და ხშირად ჯიბეს სვრიდა, ზედმეტად სქელი კი ხმებოდა და ბურთულის მოძრაობას საშუალებას არ აძლევდა.

8b314bb13d1b

დაახლოებით ამ დონეზე იყო კალმის განვითარების ტექნოლოგია, როდესაც მას ხელი ძმებმა ბიროებმა მოჰკიდეს.მრავალი პროფესიის დაწუნების შემდეგ ლადისლავ ბირომ შემთხვევით ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი, თუმცა სულ მალე თავბედი იწყევლა.ამის მიზეზი კი საწერი კალმის უვარგისობა იყო, რაც მის ნერვებზე საშინლად მოქმედება: მელანი კალმიდან გაზეთის ფურცელზე ითხაპნებოდა, ხოლო მისი წვერი მელნით გაჟღენთილ ადგილს ფლეთდა. ერთი სიტყვით, ნაწერი კი არა, იისფერი ტბა ჩნდებოდა.მაშინ ლადისლავმა თავის ქიმიკოს ძმას-გეორგს უხმო და ძმები კალმის გაუმჯობესებას შეუდგნენ….

bafb772fc337

ერთ-ერთი შვებულებისას ბაროებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთი სასიამოვნო ხანდაზმული ბატონი გაიცნეს.ძმებმა ახალგაცნობილს თავიანთი საწერი კალამი აჩვენეს, რომელიც სანდომიან კაცს ძალიან მოეწონა.ბატონი არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტი-აუგუსტო იუსტო აღმოჩნდა,რომელმაც ძმებს თავის ქვეყანაში ბურთულიანი კალმის მწარმოებელი ფაბრიკის გახსნა შესთავაზა.ამ საუბრიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეორე მსიფლიო ომიც დაიწყო და ძმებმა მოხუცის შეთავაზება გაიხსენეს.ათი დოლარით ჯიბეში ბიროები სამხრეთ ამერიკაში ჩავიდნენ.პრეზიდენტის დახმარებით 1943 წელს გეორგმა და ლადისლავმა არგენტინაში პირველი ფაბრიკა გახსნეს.ეფექტი გრანდიოზული იყო, ამ სიტყვების უარყოფითი გაგებით:ძმებმა საშინელი მარცხი დანიხადეს.
მათ ისეთივე შეცდომა შეცდომა დაუშვეს რაც მათმა წინამორბედებმა-ისინი სიმძიმის ძალას მიენდვნენ, რომლის დროსაც მელანი ბურთულაზე გადმოდიოდა.ეს კი იმას მიშნავდა, რომ კალამი აუცილებლად მკაცრად ვერტიკალურ მდომარეობაში უნდა ყოფილიყო.ამასობაში ამერიკულმა კომპანია “ებერჰარდ ფაბერმა” თავად გადაწყვიტა კალმის წარმოება და ამ უფლების მოსაპოვებლად ძმებს 500 000 დოლარი გადაუხადა.თანდათანობით სიახლე ხალხშიც იძენდა პოპულარობას, თუმცა ერთი პრობლემა ყოველთვის არსებობდა-კალამს მელანი გასდიოდა და ბევრ აუცილებელ დოკუმენტსა თუ ძვირადღირებულ პერანგს აფუჭებდა.

მარსელ ბიში

d858efe53e4e

გაყიდვამ თანდათანობით იკლო ისე როგორც მისმა თვითღირებულებამ (იმ დროს კალამი 12 დოლარი და 50 ცენტი ღირდა). ბურთულიანი კალამი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, უკვე 19 ცენტად იყიდებოდა.მაგრამ ასეთი დაბალი ფასის მიუხედავათ, კალმის ერთხელ ყიდვის შემდეგ ადამიანი თავბედს იწყევლიდა და პირობას დებდა რომ ასეთ უვარგის ნივთს აღარასოდეს შეიძენდა.

კალამი “ბიგი”

ad11cd185bc3

ადამიანს, რომელმაც ეს შეხედულება კარდინალურად შეცვალა, მარსელ ბიში ერქვა. ფრანგი მწარმოებელი ორი წლის განმავლობაში გამოშვებულ ყველა ბურთულიან კალამს ყიდულობდა და მათ დაწვრილებით სწავლობდა. 1952 წელს ბიშმა ტრიუმფს მიაღწია:პლასტიკისგან დამზადებული გამჭირვალე კალამი რბილად წერდა,არ შრებოდა და არც ისვრებოდა.ბიშმა თავის სახელს უფრო ჟღერადი და კომერციული სახე მიცდა-მთელ მსიფლიოში მისი კალამი “ბიგის” სახელით არის ცნობილი….

იმედია მოგეწონათ…

The moon sonet by mr.paata

Paata Chikhladze | Create your badge
100000723197782.1791.1630197383

მსგავსი ამბები

Back to top button