ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ძილის მეცნიერება

და აი…მორიგი პოსტი ძილზე!ვფიქრობ ძილი და სიზმრები ოდესმე დამღუპავს…თუმცა მოდით ჯერ კარგზე ვისაუბროთ…

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს,რომ როდესაც ადამიანი კრიზისულ სიტუაციაში ხვდება,გამოსავალს ყველაზე ეფექტურად სიზმარში იპოვის.ტვინი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებას “წინასწარმეტყველური სიზმრის” სახით გადმოგვცემს.მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს,თუ სწორად როგორ მოვემზადოთ ძილისთვის.ამ შემთხვევაში,უარი ეთქვა საერთო აზრს,რომ ძილის წინ ცოხნა არ შეიძლება :P (ამიტომ ჭამეთ რამდენიც გინდათ).

როგორც გვატყობინებს ბრიტანული მეცნიერული ჟურნალი New scientist,ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ჯგუფმა დაადგინა: კრიზისული მოვლენების განვითარების დროს,ადამიანის ტვინი ძილში მოვლენების ანალიზს აკეთებს და პოულობს ყველაზე ეფექტურ გამოსავალს!ძილთან ერთად ხორციელდება მთელი ინფორმაციის ტოტალური ანალიზი,რომელიც სიტუაციას განეკუთვნება.ამ ანალიტიკური პროცესის დროს ამოქმედებულია ტვინის ყველა არე,ქვეცნობიერის და ინტუიციის ჩათვლითაც კი.

“ადვილად რომ დავიძინოთ,უნდა დავიცვათ რამოდენიმე ჩვეულებრივი წესი.მაგალითად,არ დავლიოთ საღამოს ალკოჰოლური და კოფეინიზირებული სასმელები.თუ თქვენთვის მაინც ძნელია დაძინება,კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან,შეიძლება თუ არა თქვენტვის ღამით იმ საჭმლის მირთმევა,რომელსაც მაღალი გლიკემიკური ინდექსი აქვს.ეს ხერხი მათთვისაც არის კარგი,ვისაც არ შეუძლია ღამის მორიგეობიდან მოსულს დაძინება”- ხსნის Chin Mоi Chоw(ვერ გადავთარგმნე ეს სახელი),გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ჩინელი ექიმები ამბობენ,რომ თუ ადამიანი ვახშმობს ჩხიმიანი და ძნელადგადასამუშავებელი საკვებით,ან უბრალოდ ჭამს იქამდე,სანამ საწოლში ჩაწვება,მისი საჭმლის მომნელებელი არხი მუშაობას აგრძელებს,რაც ხელს უშლის ჯანსაღ ძილს.ამიტომაც ისინი გვირჩევენ,საღამოს რამე მსუბუქი ვჭამოთ- მწვანე ბოსტნეული,თევზი,ქათამი და ბრინჯი.(ესენი თუ ვჭამე რაღა დამაძინებს).დაბალი კოლორიულობის გარდა ამ პროდუქტებს გააჩნიათ ერთი მახასიათებელი- დადებითად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

სასურველია ერიდოთ ვახშამს კარტოფილით,სიმინდით,ბანანებით,პურით,გაზიანი სასმელებით და ტკბილეულით.

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close